in ,

კონკურსში “ჩემი ბორჯომი” “თავისუფალი უნივერსიტეტის” გუნდმა გაიმარჯვა !

კონკურს „ჩემი ბორჯომი“ 2014–ის გამარჯვებული „თავისუფალი უნივერსიტეტის“ გუნდი გახდა. სამ რჩეულს შორის აგრარულისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების გუნდები კი თანაბრი ქულებით მოხვდნენ.

 კომპანია „IDC ბორჯომი საქართველოს“ სტუდენტური კონკურსი მეოთხე წელია ტარდება. ამჯერად დავალება „მიტარბის“ საკომუნიკაციო კამპანია იყო. მონაწილეობა 12 უნივერსიტეტიდან 53 სტუდენტმა მიიღო. უშაულოდ პროექტების წარდგენამდე კონკურსანტებმა ჯერ მარკეტინგში პრაქტიკოსი ლექტორების ლექციები მოისმინეს, შემდეგ კი ბორჯომში, კოპმანიის ქარხნები დაათვალიერეს და წარმოების პროცესს გაეცნენ.

Borjomi Logo

კონკურსის ჟიურის ერთ–ერთი წევრის, ალექს ჩიქოვანის თქმით, „ ჩემი ბორჯომი 2014 ” –ის მონაწილეებმა დიდი გამოცდილება მიიღეს, როგორც პრაქტიკოსი ლექტორების ტრენინგების, ისე კომპანია „ბორჯომთან“ ურთიერთობის სახით. თავად გამარჯვებულები ამბობენ, რომ ამ კონკურსმა მათ გამოცდილება და თავდაჯერებულობა შემატა. კამპანიის დაგეგმისას კი, „IDC ბორჯომის“ მსგავსად, ძირითადი აქცენტი გააკეთეს იდეაზე – „შეინარჩუნე ხალისი“ .

შოთა ჯინჭარაძე ( „თავისუფალი უნივერსიტეტი“-ს გუნდის ერთ–ერთი წევრი.)

„ ბიგ აიდეა“ და „ინსაითი“ მდგომარეობდა იმაში, რომ „მიტარბი“-ს შეეთავაზებინა მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი ხალისი. ალბათ, ყველას გვითამაშია „ამის პატრონმა რა ქნას?“ . ჩვენი კამპანია სწორედ მსგავს პრინციპზეა დაფუძნებული. როდესაც ადამიანი იყიდის „მიტარბი“-ს, თავსახურის შიდა მხარეს აღმოაჩენს შიფრს, შეიყვანს მას „მობაილ“ აპლიკაციაში და მიიღებს კონკრეტულ დავალებას, რასაც აპლიკაცია, ავტომატურად „ფეისბუქზე“ უზიარებს. თამაშის მონაწილეს აქვს კონკრეტული დრო , თან უნდა გადაიღოს ვიდეო ან ფოტო და შესრულების შემდეგ „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნოს. თითო შესრულებული „ჩელენჯი“ უდრის ერთ ქულას. როცა გარკვეული რაოდენობის ქულა დაგროვდება, მომხარებელი იგებს iPhone 5-ს ან iPhone 6–ს. ეს უკვე კომპანიაზე დამოკიდებული თუ რა საპრიზო ფონდს დააწესებს. კამპანიის დასასრულს, კი გამარჯვებული ფესტივალ Tomorrowland-ზე მიემგზავრება. რაც შეეხება სატელევიზო კამპანიას, ცნობილმა ადამიანებმა უნდა ისაუბრონ ამ აპლიკაციის შესახებ რამდენიმეწამიან ვიდეოებში. რაც მთავარია, აპლიკაცია მომხმარებლის ტელეფონებსა და ცნობიერებაში კამპანიის შემდეგაც დარჩება. ვთქვათ, მეგობრები თუ შეიკრიბნენ და რაიმეს თამაში უნდათ, ეს აპლიკაცია შესთავაზებს სხვადასხვა გასართობებს. მე და ჩემი მეგობრები, ვინც ამ პროექტში ვმონაწილეობდით, მარკეტინგის სპეციალისტები ვართ. შესაბამისად, მონაწილეობა და გამარჯვება არის ჩვენთვის გამოცდილება, რომელიც სამომავლო ხედვებში დაგევეხმარება“.

„IDC ბორჯომი საქართველო“-ს წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათთვის საინტერესო იყო რა კონცეფციას წარადგენდნენ სტუდენტები „მიტარბი“-ს შესახებ. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ნიცა ჩოლოყაშვილის თქმით, იდეები, რიგ შემთხვევებში, ბოლომდე შეკრული არ იყო.

„სხვადასხვა გუნდში სხვადასხვა იდეა მოგვეწონა. ისე არ ყოფილა რომ ერთი რომელიმე მათგანი წარმოდგენილიყო აბსოლუტური იდეით, აბსოლუტურად გაწერილი კონცეფციით. მონაწილეებს შორის ყველაზე საინტერესო ჩავთვალეთ რომ იყო  “თავისუფალი უნივერსიტეტი“-ს გუნდი. მათი კონცეფცია მეტ–ნაკლებად პროფესიონალურ დოენზე იყო წარმოჩენილი. საინტერესოდ ჰქონდათ „გაშლილი“ იდეა, თემა და ცხადია, მოგვეწონა კრეატივიც. კარგად იყო წარმოჩენილი „ინსაითები“ . მათი კონცეფცია ყველაზე ახლოს იყო წარმოდგენილ „ბრიფთან“ და იმ ხედვასთან, რაც კომპანიას აქვს „მიტარბი“-ს მიმართ. რაც შეეხება მეორე და მესამე ადგილებს, „ილია“-ა და „აგრარული”-ს გუნდებმა ხმების თანაბარი რაოდენობა მოაგროვეს. ამიტომ, მეორე ადგილზე ორი გამარჯვებულია, მესამე კი საერთოდ გავაუქმეთ“.

როგორც ბავშობაში ჩემი ჯიბეები ისევ გაივსო ჭანჭიკებით, ბოლტებით, ხის ნაჭრებით, ზამბარებით, რეზინითა და ათასი სისულელით, რაც ასე საჭიროა თოჯინების თეატრში… – რეზო გაბრიაძე

თბილისში ციფრული ტექნოლოგიების ექსპოზიცია ნოემბერში გაიმართება !