მე-10 და მე-11 კლასელებისთვის, კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ იწყება – მოსწავლეებმა ყალბი ახალი ამბები (Fake News) უნდა გამოავლინონ. კონკურსის მიზანი, მოზარდებში მედია წიგნიერების, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარებაა. ნამუშევრების წარდგენა 16 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით არის შესაძლებელი.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/namdvilitumogonili/videos/347767592765220/?epa=SEARCH_BOX” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
„კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებმა უნდა აღმოაჩინონ ქართულ მედიასივრცეში (ინტერნეტი, ტელევიზია, ბეჭდური მედია და სხვა) გავრცელებული ყალბი ინფორმაცია – „Fake News“, რომელიც ეხება საქართველოში მომხდარ ამბავს და ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ახალი ამბავი. გარდა ამისა, უნდა წარმოაჩინონ აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად, თავად დაადგინონ რეალური ფაქტები, ამბავი. დავალების წარმოსადგენად, მოსწავლეებს შეუძლიათ, თავად შეარჩიონ ფორმატი – ვიდეო ან მულტიმედია ნამუშევარი, პრეზენტაცია თუ სხვა ალტერნატიული კრეატიული ფორმა“.
კონკურსს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და „მედიააკადემია“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად ატარებს. გამარჯვებულებს სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილი ჟიური გამოავლენს.
„I ადგილზე გასული მოსწავლე პრიზის სახით MacBook Pro-ს, II ადგილზე – iPhone XS, ხოლო III ადგილზე – iPad Pro + Apple Pencil-ს მიიღებს. მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები 2019 წლის 16 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ სპეციალურ ბმულზე“.