in

ტელეარხის ძალიან სასაცილო პასუხი მაყურებლების კრიტიკაზე

BOG
BOG

ოდესმე შეგინიშნავთ ის ფაქტი, რომ ჩვენ აღარ ვცხოვრობთ იმ ერაში, სადაც „მომხმარებელი ყოველთვის მართალია“?!

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ამ საკითხის მიმართ დამოკიდებულებას მაინც არ ცვლის, თუ ოდესმე, თქვენი სოციალური როლი რაიმე მომსახურების გაწევას გულისხმობდა, გეცოდინებათ, რომ მომხმარებელი, ძალიან ხშირად, ცდება.

და სხვებისთვის რაც უფრო თვალსაჩინოა კონკრეტული საქმიანობა, მით მეტ კრიტიკასა და საჩივარს იმსახურებს.

და ვინ შეიძლება ყველაზე მეტად გააკრიტიკონ, თუ არა ტელეპერსონები?

ნაცვლად მოძულეების, ე.წ. ჰეითერების იგნორისა, ბრიტანულმა Channel 4-მა გადაწყვიტა, იმ საჩივრებისთვის, მაყურებლებისგან პიროვნებებისა თუ პროგრამების გამო რომ იღებდნენ, რეკლამა მიეძღვნა.

მიუხედავად იმისა, დიდ ბრიტანეთში ცხოვრობთ თუ არა და გაქვთ თუ არა წარმოდგენა ამ ადამიანებზე, კამპანიის “Complaints Welcome“ – „საჩივრები მიღებულია“ გზავნილი და მასში მონაწილე ადამიანების სასაცილო უკუკავშირი, ნებისმიერ შემთხვევაში, გასაგებია.

ვიდეორგოლი ტელევიზიის ადამიანური თუ ტექნიკური რესურსით შეიქმნა.

adjarabet.com „არიქას“ გამარჯვებულს დაასახელებს, რომელიც იაპონიაში გაემგზავრება

Bolt საჭმლის მიტანის სერვისს ამატებს