in

გორილა თავისუფლებას ითხოვს! – PETA-ს კამპანია ცხოველთა უფლებებისათვის

მთავარი გმირი ნამდვილი კი არა, კომპიუტერული ტექნოლოგიით შექმნილი მაიმუნია

ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია PETA-ს ერთ-ერთი მისია დიდი მაიმუნების ზოოპარკის ტყვეობიდან დახსნა და გათავისუფლებაა. ორგანიზაციაში თვლიან, რომ გორილები, შიმპანზეები და ორანგუტანები, ერთადერთი მიზნით, მხოლოდ ვიზიტორების გასართობად არიან გალიაში გამომწყვდეულები. PETA-ს წარმომადგენლობაში ფიქრობენ, რომ დიდი მაიმუნების ტანჯვა უნდა დასრულდეს. ორგანიზაციამ, სტუდია FABLEfx-თან ერთად, სოციალური კამპანია დაიწყო. სარეკლამო რგოლის მთავარი პერსონაჟი კომპიუტერული ტექნოლოგიით აწყობილი გორილაა, რომელიც გრაფიკულად იმდენად დახვეწილია, რომ მისი ნამდვილისგან გარჩევა გაგიჭირდებათ. 

ასე წარუდგინა PETA-მ თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი გორილა „ქოზი“, თუ გნებავთ მყუდრო, მოხერხებული გორილა საზოგადოებას. სარეკლამო ვიდეორგოლის რეჟისორი ჯესპერ ოლსონია.

სარეკლამო რგოლში რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალია, რომლებზეც ახლა გიამბობთ. 

პირველი, რა თქმა უნდა, კამპანიის მთავარი მიზანია. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სურთ, დიდი მაიმუნები ზოოპარკის გისოსებში კი არა, თავისუფლად, ბუნებაში ცხოვრობდნენ. ამისთვის, გადაწყვიტეს, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიცნოს „ქოზი“. სპეციალური ჰეშტეგიც კი შექმნეს – #ThrowBrandThursday.

ალბათ, უყურადღებოდ არ დაგრჩენიათ მელოდია, გორილა რომ უსმენს – ჯგუფ Queen-ის სიმღერა “I want to break free” („თავისუფლება მინდა“, „გათავისუფლება მინდა“). კამპანიის მთავარ გზავნილად და მოწოდებად სწორედ თავისუფლება იქცა.

„ამ სიმღერას რომ ვუსმენთ, თითქოს, ყოველდღიური რუტინისგან ვთავისუფლდებით. ასეც მოხდა – პირველად რომ ეს სინგლი გამოვიდა, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, რეპრესიული რეჟიმებში მცხოვრები მოქალაქეების ჰიმნად იქცა, ჰიმნად თავისუფლებისა. ზუსტად იგივე ემოცია აქვს ჩვენს მთავარ გმირს – მას სურს, მოიპოვოს თავისუფლება“.

და ბოლოს, კამპანიის მთავარი გმირი, კომპიუტერული გრაფიკით შექმნილი გორილა შემთხვევით არ გამხდარა.

„ეს არაჩვეულებრივი სარეკლამო რგოლი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შემოქმედებით ადამიანებს შეუძლიათ, ძალიან საინტერესო და ემოციური ამბავი სპეცეფექტების საშუალებით ისე გადმოგვცენ, რომ ცოცხალი ცხოველები არ გამოიყენონ.

ალბათ, გაინტერესებთ, როგორ შეიქმნა გორილა ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელიც ძალიან ჰგავს ნამდვილს. ნახეთ ვიდეო გადასაღები მოედნიდან.

Credits:

Client: PETA

Director: Jesper Ohlsson

VFX: FABLEfx

Production: The Chapel Films

DOP: Mattias Rudh

Grade & Online: Tomas Wall @ Cinegrace

Sound: Red Pipe

იყავი ფორმაში მოდის გულისთვის – Pit Stop Lagos-ის კამპანია

“არ დალიო და მართე” – Renault-ის კამპანია