in

Amazon კომპიუტერული მეცნიერების კურსებს დააფინანსებს

veon
veon

ამაზონი“ სკოლებში კომპიუტერული მეცნიერების კურსებს დააფინანსებს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ერთწლიანი პროგრამის მიზანია, მოსწავლეებს ხელი შეუწყოს ამ მიმართულებით განათლების მიღებაში, მოამზადოს და ბიძგი მისცეს, მათ, თუნდაც, მომავალი პროფესიის არჩვევისას.

კურსის ფარგლებში, ისინი  უფასოდ გახდებიან AWS Educate-ის წევრები. ეს არის „ამაზონის“ დაფინანსებული საგრანტო პროგრამა კომპიუტერული მეცნიერების სპეციალისტებისა (პედაგოგები, მკვლევარები) და ამ პროფესიით დაინტერესებული მოსწავლეებისათვის.

პროექტი 1000-ზე მეტ High School-ში, ანუ საშუალო განათლების ბოლო საფეხურზე განხორციელდება. სწავლას აქ ნებისმიერი მსურველი შეძლებს, თუმცა, განსაკუთრებულ აქცენტს დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლებზე აკეთებენ. როგორც კომპანიაში ამბობენ, მოზარდები, რომლებიც დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები არიან, 8-10-ჯერ უფრო ხშირად იღებენ უმაღლეს განათლებას კომპიუტერულ მეცნიერებების მიმართულებით, თუ მათ საბაზისო განათლება უკვე აქვთ.

„გვსურს, ყველა მოზარდს და განსაკუთრებით მათ, ვინც საზოგადოების პრივილეგირებულ ფენას არ ეკუთნის, კომპიუტერული მეცნიერების შესწავლის საშუალება ჰქონდეს“, – ამბობს „ამაზონის“ წარმომადგენელი ჯეფ უილკი.

„ფოთში, 2020 წლის ბოლოს, ღრმაწყლოვანი ნავმისადგომი გვექნება“ – ირაკლი კერვალიშვილი

ავტოგასამართი სადგური მობილურ აპლიკაციაში – Gulf