in

Concept Space Moedani-ში Cognify-ს მიერ ორგანიზებული ღონისძიება ჩატარდა

ავლაბარში მდებარე მულტიფუნქციურმა კომპლექსმა, „მოედანმა“ თავის ახალ სივრცეში Concept Space Moedani, რომელიც განკუთვნილია გამოფენებისა და კონფერენციებისთვის, განათლების ცენტრ Cognify-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას უმასპინძლა.

მასტერკლასი ეხებოდა თემას „ახალგაზრდა თაობების მართვა — საქართველოს პერსპექტივა“ (Leading New Generations — Georgian Perspective), რომელიც ჩაატარა ლიდერშიფის მიმართულებით მსოფლიოს წამყვანმა პროფესორმა, კულტურული ინტელექტის ექსპერტმა და რუმინეთის საპატიო კონსულმა ჟენევაში — გუიდო ჯანასომ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მსხვილი ბიზნესების, მათ შორის სარესტორნო და საბანკო სექტორის წარმომადგენლები.

გვიდო ჯანასო საქართველოს პირველად ერთი წლის წინ კოგნიფაის მოწვევით ესტუმრა, რის შემდეგაც მან მაღალ დონეზე 5-ჯერ ჩაატარა ლიდერობის ტრენინგი ქართული ბიზნეს სექტორის წამყვანი კომპანიების საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის.

კოგნიფაი არის განათლების პრესტიჟული ცენტრი საქართველოში, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს წამყვან პროფესორებს, საერთაშორისო ექსპერტებს სინგაპურიდან, დოჰადან, პარიზიდან, ჟენევიდან, რომლებიც 2024 წელს თავიანთ მრავალფეროვან პროგრამას (ლიდერშიფი, კულტურული ინტელექტი, ადამიანური რესურსების მართვა, ხელოვნური ინტელექტი, მარკეტინგი, პროექტის მენეჯმენტი და სხვ.) წარუდგენენ ქართულ აუდიტორიას.

მოედანი კი, როგორც თბილისის ახალი სივრცე სოციალიზაციისთვის, ბევრ საინტერესო ღონისძიებას აანონსებს სხვადასხვა ასაკის, საქმიანობის თუ ინტერესების ადამიანებისთვის.

[R]

ნახეთ: როგორ გადაიქცა ნარჩენები ქანდაკებებად

რა ღირებულება აქვს კორპორაციულ მიზანს