in

„ჩემს ტანსაცმელს ვენატრები!“ – ფოტოპროექტი იზოლაციაზე, როგორც „კონცეპტუალური სევდა“

„ვენატრები ჩემს ტანსაცმელს“

„თუ ახლა შენი ყველაზე დიდი პრობლემა მოწყენაა, იცოდე, რომ ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი ხარ. დაგვეხმარე, რომ მედიცინის მუშაკებს კომფორტი შევუქმნათ. მათ, ვისაც ამის პრივილეგია არ აქვთ“.

„ვცადოთ ახალი რეცეპტი“

სააგენტო M&C Saatchi-ში, კამილა გურჟეოსა და იევა პაულინას ინიციატივით, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ მელანქოლიასთან დაკავშირებული ფოტოპროექტი – „კონცეპტუალური სევდა“ შეიქმნა. მისი მიზანია, ეროვნული ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის გუნდის წევრებს – ექიმებსა თუ მოხალისეებს მხარი ფინანსურად დაუჭირონ.

„თავიც უნდა გავისუფთაო“
„მე ჩემი სახლი ვარ“

დღეს, ძალიან მარტივია, სახლმა სული შეგიხუთოს. ერთ დროს, ჩვენი ცხოვრება მრავალფეროვანი იყო, მაგრამ დაუსრულებელ ციკლად გვექცა სახლიდან მუშაობა, სახლიდან სწავლება, მზარეულობა, რეცხვა, წმენდა… ისევ მზარეულობა და მერე ისევ რეცხვა.

„სადილად რა გვაქვს?
„სულ ცოტა, მზე მაინცაა გარეთ“
„ჩამოკიდეთ იქ“

„კონცეპტუალური სევდა“ ჩვენს დღევანდელ ყოფას აღწერს – კავშირს სახლთან, საგნებსა თუ საკვებთან, იზოლაციის დროს.

ესაა ნამუშევრები – მელანქოლიით, ნოსტალგიითა და იუმორით ნაზავი.

„მე, მე და ისევ მე“

თიბისიმ  უზბეკეთში საბანკო საქმიანობის ლიცენზია მიიღო

Pornhub-მა საკუთარი პაროდიული ვებგვერდი ScrubHub შექმნა