in ,

„კონსიერჟ თბილისის“ ინოვაციური მომსახურება, რომელიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ

Startauperi
Startauperi
liza xabazashvili
ლიზა ხაბაზაშვილი

საქართველოს ბაზარზე ახალი, ინოვაციური მომსახურება გამოჩნდა. კომპანიამ „კონსიერჟ თბილისი“ პირადი კონსიერჟის მომსახურება დანერგა, რომელიც თავად იზრუნებს თქვენთვის რესტორნის, ან სასტუმროს დაჯავშნაზე, კონცერტის ბილეთების შეძენაზე, ღონისძიებების ორგანიზებასა, თუ სხვა ყოველდღიურ საზრუნავზე, თქვენ კი, უბრალოდ უფრო მეტ დროს დაუთმობთ საყვარელ საქმეს, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. რა მომსახურებას სთავაზობს კომპანია კლიენტებს და როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა, ამის შესახებ მარკეტერთან, უფრო დეტალურად, „კონსიერჟ თბილისის“ დამფუძნებელმა, ლიზა ხაბაზაშვილმა ისაუბრა.

M: რა მომსახურებას სთავაზობს კლიენტებს „კონსიერჟ თბილისი“?

„კონსიერჟ თბილისი“  ქართულ ბაზარზე  2015 წლიდან გამოჩნდა. თავდაპირველად, სანამ ქართული საზოგადოება ზოგადად გაეცნობოდა კონსიერჟის კონცეფციას, უცხოელი სტუმრების მომსახურებაზე ვიყავით ორიენტირებული. განვითარებულ ქვეყნებში, განსაკუთრებით ევროპაში, კონსიერჟის სერვისი საქმიანი ადამიანების ქაოტური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ მას მხოლოდ ყოველდღიური პრობლემების მოსაგვარებლად არ იყენებენ. კონსიერჟი, ასევე, ასოცირდება ფუფუნებასთან და ცხოვრების სტილის მართვასთან, რაც გულისხმობს საოცნებო ადგილებზე წვდომას თქვენთვის სასურველ ღონისძიებებზე.  კონსიერჟი არის ადამიანი, რომელიც თავს გაგრძნობინებთ განსაკუთრებულად და გამორჩეულად და თქვენს სურვილებს რეალობად აქცევს.

M: როგორ გაჩნდა კომპანიის დაარსების იდეა?

იდეა, საზღვარგარეთ მოგზაურობისას, საკონსიერჟო მომსახურების გამოყენების შედეგად გაჩნდა. გარდა იმისა, რომ არასოდეს მაქვს დრო დამოუკიდებლად დავგეგმო ჩემი მოგზაურობა, კომფორტის მოყვარული ადამიანი გახლავართ, ხოლო ყოველდღიური საზრუნავის თავიდან აცილების შესაძლებლობა ჩემთვის ძალიან დიდი დახმარებაა. ამასთან, ყოველთვის საიმედოა, როდესაც გეგულება ადამიანი, რომელიც აგაცილებს სტრესს და მოგაწოდებს კომპეტენტურ ინფორმაციას, შენთვის სასურველ საკითხთან დაკავშირებით.

გადავწყვიტეთ, საკონსიერჟო კულტურა საქართველოშიც დაგვენერგა. ვხედავდით, რომ საქართველოს ბაზარზე მსგავსი მომსახურების მოთხოვნა იყო. ჩატარებული კველევების შედეგადაც გამოჩნდა საერთო სურათი და გადავწყვიტეთ, ეს მომსახურება ერთ სივრცეში გაგვეერთიანებინა, დაგვეზოგა დრო ხალხისთვის და აგვერიდებინა მათთვის სტრესი.

concierge

M: რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული ამ ბიზნესის წამოწყება?

საკონსიერჟო მომსახურება ახალია საქართველოს ბაზრისთვის. ამ ბიზნესის წამოწყების მთავარი გამოწვევა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ნაწილობრივ იმ მიდგომის შეცვლა იყო, რომ დახმარება არ სჭირდებათ სასტუმროს დასაჯავშნად, ან სხვა მომსახურების მისაღებად. ბევრი თვლის, რომ ყველაფერს თავად მოაგვარებენ, მაგრამ როდესაც საქმიანი ადამიანი ხარ და არაფრის დრო არ გრჩება, კონსიერჟი ნამდვილი ფუფუნებაა. სხვა მხრივ, რაიმე განსაკუთრებული დაბრკოლება არ შეგვხვედრია. პირიქით, ჩვენი პარტნიორები დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ კონსიერჟის მომსახურების დანერგვას.

M: რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებელს?

“კონსიერჟ თბილისი” არის ერთადერთი ბუტიკური ტიპის კონსიერჟ მომსახურების სააგენტო საქართველოს ბაზარზე, ვინც კლასიკური ტიპის, დახვეწილ საკონსიერჟო მომსახურებას სთავაზობს საკუთარ მომხმარებელს და შესაბამისად, ექსკლუზიური სერვისის მიმწოდებლები ვართ. მუშაობის სამი ძირითადი მიმართულებაა:

  • ცხოვრების სტილის მართვა და პირადი კონსიერჟი, რომელიც პირადი კონსიერჟის მომსახურებას გულისხმობს. კონსიერჟი დაგიჯავშნით მაგიდას რესტორანში, გამოგიძახებთ ტაქსს, თქვენს მაგივრად შეუკვეთავს ბილეთებს, საჩუქრებსა და ყვავილებს, დაგიგეგმავთ მოგზაურობას, მოგიწყობთ წვეულებას, დაგეხმარებათ შოპინგის პროცესში და მოგიგვარებთ საყოფაცხოვრებო პრობლემებს.
  • VIP ტურისტული მომსახურება ბიზნეს შეხვედრების დაგეგმვას, ბიზნესის რეგისტრაციის კონსულტაციას, ბიზნეს და საშვებულებო მოგზაურობის დაგეგმვას გულისხმობს.
  • ორპორატიული მომსახურება კი, კორპორატიული ღონისძიებების, გასვლითი ტურების, ბიზნეს ფორუმებისა და კონფერენციების, თუ სხვადასხვა წვეულებების დაგეგმვას გულისხმობს.

კონსიერჟ

M: ვინ არის თქვენი მოხმარებელი?

სამიზნე აუდიტორია არის როგორც ინდივიდუალები, ისე კორპორატიული სეგმენტი. ზოგადად, საკონსიერჟო მომსახურების მომხმარებელი არის საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე საზოგადოება. ტურისტული მიმართულების 90%-ს უცხოელი დამსვენებლები და ბიზნეს დელეგაციები შეადგენენ. ქართულ კორპორატიულ სეგმენტში ყველაზე მეტად მაინც ღონისძიებების მართვის მიმართულებაა დამკვიდრებული.

M: რაც შეეხება „კონსიერჟ თბილისის“ გუნდს…

„კონსიერჟ თბილისში“ თავი მოიყარა მაღალკვალიფიციურმა გუნდმა და შეიქმნა მრავალპროფილიანი სააგენტო. ჩვენი ცოდნა ვრცელდება ისეთ სფეროებზე, როგორიცაა ტურიზმი, ინვესტორთან ურთიერთობა, ღონისძიებების მართვა, მარკეტინგი, პიარი და საერთაშორისო და სამთავრობო სტრუქტურებთან ურთიერთობა. ამ ყველაფრის უკან დგას ჩვენი 7 კაციანი გუნდი. მე და ჩვენი კომპანიის გენერალური მენეჯერი, შეიძლება ითქვას, მთავარი კონსიერჟები ვართ. ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება გუნდის დანარჩენ 5 წევრს და ამჟამად, ისინი ჩვენთან ერთად უძღვებიან კონსიერჟ ტურიზმისა და კონსიერჟ ივენთ მენეჯმენტის მიმართულებას.

კონსიერჟების შერჩევის კრიტერიუმები საკმაოდ კომპლექსურია. ის უნდა იყოს კვალიფიციური, ჰქონდეს ძალიან კარგი კონტაქტები, იყოს კომუნიკაბელური, გულდასმით ისმენდეს კლიენტების მოთხოვნებს, ჰქონდეს მოტივაცია და ის სულისკვეთება, რითაც ჩვენ ეს ბიზნესი დავიწყეთ.

კონსიერჟ

M: რა საფასო პოლიტიკა გაქვთ?

ჩვენ მომხმარებლებს ხელმისაწვდომ ფუფუნებას ვთავაზობთ. გვაქვს, როგორც ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებული, ისე ზოგადი საწევრო პაკეტები და უკვე კლიენტთან მოლაპარაკებების შედეგად, ხდება მისთვის მისაღები ფასის დადგენა. ოქროს პაკეტის შემთხვევაში, მინიმალური გადასახადი იწყება წელიწადში 550 ლარიდან + VAT, პლატინუმ პაკეტის შემთხვევაში კი, 750 ლარიდან + VAT. ასევე, მათ შეეძლებათ სპეციალური ფასდაკლებებით სარგებლობა რესტორნებსა და სასტუმროებში და წლის განმავლობაში ფულსაც დაზოგავენ.

M: სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

პირველი ოქტომბრიდან მომხმარებელს შევთავაზებთ 24/7-ზე საკონსიერჟო მომსახურებას ქოლ-ცენტრის მეშვეობით, სადაც კვალიფიციური ოპერატორები მოემსახურებიან კონსიერჟ კლუბის პაკეტების მფლობელებს და მიაწვდიან ნებისმიერი სახის ინფორმაციას.

ჩვენი სტრატეგიის ნაწილია, არსებული მომსახურებების ასორტიმენტის გაზრდა და პარტნიორი რესტორნებისა და სასტუმროების ქსელის მუდმივად გაფართოება, რომ მომხმარებელი მუდმივად განახლებად და დახვეწილ მომსახურებას იღებდეს. ამ ეტაპზე, საკმაოდ დიდია დაინტერესება ბაზარზე: სასტუმროებს სურთ, გავუკეთოთ კონსიერჟ სერვისი, მოგვმართავენ სამშენებლო კომპანიები და დაინტერესებაა ფინანსური სექტორიდანაც. ასევე, 2017 წლის სტრატეგიის ნაწილია მომსახურებათა გლობალური დაფარვის განვითარება. ჩვენ ყოველთვიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, მსოფლიოს მაშტაბით, ანალოგიურ საკონსიერჟო სააგენტოებთან და ვცდილობთ, საუკეთესო პირობები მოვიპოვოთ ჩვენი კლიენტებისათვის.

კონსიერჟ

როგორ არ დავნებდეთ და გავაგრძელოთ მოძრაობა

McDonald’s-მა ჯანსაღ კვებაზე დაიწყო ზრუნვა