17
Dec
2019

#გაანებივრე – „კონსიერჟ თბილისის“ საახალწლო კამპანია

17 Dec 2019

2019 წელი, საქართველო. წარმოიდგინეთ, იღებთ საახალწლო საჩუქარს და ეს არც მეტი არც ნაკლები, ბოთლში მოთავსებული წერილია – ლენტით შეკრული გრაგნილი. ზუსტად ისეთი, როგორსაც, ძველად, მიჯნური, თავის სატრფოს გაუგზავნიდა, უფრო სწორად ზღვას თუ ოკეანეს გაატანდა. ან რომელიმე ახალგაზრდა თავისსავე ოცნებებს ჩამოწერდა და ბოთლში საგულდაგულოდ გადახვეულს წყალს „მისცემდა“. მაგრამ რომანტიკულ და ჯადოსნურ თავგადასავლებს დრო ხომ ვერაფერს აკლებს?! ასეთივე ამბავი, დღეს საქართველოშიც შეიძლება მოხდეს. თუმცა, რატომ „შეიძლება“, როცა უკვე ხდება – კონსიერჟ თბილისი“ საახალწლო კამპანიას #გაანებივრე იწყებს.

ამ „ჯადოსნური და განსაკუთრებული“ ამბის შთაგონების წყაროდ, სწორედ, ოცნებებისა თუ სასიყვარულო ბარათების ოკეანეებისთვის გატანების ტრადიცია იქცა – „კონსიერჟ თბილისის“ მიერ იდენტიფიცირებული ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, 1-წლიან საკონსიერჟო მომსახურების ბარათთან ერთად მიიღებენ ბოთლში მოთავსებულ სიურპრიზს. საჩუქრის ადრესატები ის იღბლიანები არიან, ვინც საკონსიერჟო მომსახურება უკვე გამოსცადა საკუთარ თავზე ან 2020 წელს გამოცდის. ზუსტად ისე, როგორც ძველ თქმულებებსა და თავგადასავლებშია, თუმცა ამჯერად ოკეანეში უგზოუკვლოდ გაშვებული სურვილები ახდება. კომპანიები, რომლებიც დღეს წამყვან რესტორნებს თუ სასტუმროებს წარმოადგენენ კონსიერჟის წევრებს თავის სივრცეში უმასპინძლებენ.

აღსანიშნავია, რომ წელს „კონსიერჟ თბილისი“ 5 წლის იუბილეს აღნიშნავს. როგორც კომპანიაში ამბობენ, ისინი, საქართველოში  სტუმარ – მასპინძლობის სრულიად ახალ კონცეფციას ამკვიდრებენ.

 ამით „კონსიერჟ თბილისი“ ერთისმხრივ შიდა ტურიზმის ხელსშემწყობ პლატფორმად პოზიციონირდება და მეორეს მხრივ კომპანიად, რომელიც საკუთარ ერთგულ წევრებს ანებივრებს. საჩუქრის ადრესატებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ წამყვანი რესტორნების სამზარეულო. დაისვენონ ადგილობრივ სასტუმროებში. გაანებივრონ საკუთარი თავი და თავად გამოსცადონ მომსახურების მაღალი ხარისხი. საკონსიერჟო მომსახურებაც ხომ ზუსტად ეს არის. რესტორნების და სასტუმროების მაღალი სერვისის გარეშე არც კი იარსებებდა. კოლაბორაცია, რომელიც საბოლოოდ სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის ხელშემწყობ პლატფორმად იქცევა – ეს იყო ჩვენი მთავარი მამოძრავებელი იდეა”

რაც შეეხება პარტნიორ კომპანიებსა და მათ საჩუქრებს, „კონსიერჟ თბილისის“ საახალწლო კამპანიას შემდეგი სასტუმროები და რესტრონები შეუერთდნენ:

„მადლობას ვუხდით ყველა პარტნიორს, ვინც ჩვენს საახალწლო კამპანიაში ჩაერთო და ვისაც ყოველდღიურად შეაქვს თავისი წვლილი ქართული სტუმარ – მასპინძლობის ინდუსტრიის განვითარებაში. “

[R]

განხილვა