14
Jan
2020

კონსიერჟ თბილისი – “განებივრება” თანამედროვე საქმიანი ადამიანებისათვის

14 Jan 2020

21 საუკუნეში თანამედროვე ადამიანების გამოწვევა მოუცლელობაა. სულ უფრო ნაკლები დრო რჩება ისეთი რუტინული საქმეების მოსაგვარებლად, როგორიცაა, მაგალითად, ბილეთის შეძენა, სასტუმროს ან რესტორნის დაჯავშნა, ტრანსპორტირების დაგეგმვა და ა.შ. მაინც, როგორ შეიძლება, რომ თანამედროვე ბიზნეს სერვისების დახმარებით, გავიმარტივოთ ყოველდღიურობა და საქმეების ნაწილი მაინც გადავაბაროთ სხვას?

დღესდღეობით, ასეთი სერვისი უკვე არსებობს და მას ჩვენ კონსიერჟად მოვიხსენიებთ. კონსიერჟი არის ადამიანი, რომელიც საქმიანი ადამიანებისთვის აგვარებს  ისეთ საკითხებს, რომელსაც დიდი ენერგია, დრო და მონდომება სჭირდება, რისთვისაც დატვირთული გრაფიკის მქონე პირები  ვერ იცლიან.

ლიზი ხაბაზაშვილი – კომპანია „კონსიერჟ თბილისის“ დამფუძნებელი

“მართალი გითხრათ, ახლაც დამკვიდრების ეტაპზე ვართ. ჩვენი მიზანია, კონსიერჟის როლი, ფუნქცია და უპირატესობები გავაცნოთ ადგილობრივ ბაზარს. ჩვენი მომხმარებელი საქართველოში მცხოვრები უცხოელები არიან, ან ქართველები, რომლებმაც იციან საკონსიერჟო მომსახურების უპირატესობები. შესაბამისად, ამ ეტაპზე ძირითადი გამოწვევაა გადავიდეთ ინდივიდუალური საწევრო პაკეტების გაყიდვაზე, მეტმა ადამიანმა გააცნობიეროს ამ სერვისის საჭიროება და გადალახოს წმინდა ქართული სტერეოტიპი, რომ ყველაფერს გააკეთებს მეგობრების შეწუხებით. კონსიერჟის უნიკალური კონტაქტებით და ცოდნით არავის შეწუხება არაა საჭირო, კომპანიაში ერთი ზარით გვარდება თქვენი მოთხოვნა.”

ნინო სხირტლაძე – კომპანია „კონსიერჟ თბილისის“ აღმასრულებელი დირექტორი

“როდესაც ვსაუბრობთ კონსიერჟ თბილისზე, აქ ვგულისხმობთ ფორს-მაჟორულ სიტუაციებში ჩვენს მოქნილობას, სისხარტესა და კავშირებს. რამდენიმე მაგალითი რომ მოვიყვანო ჩვენი უახლესი პრაქტიკიდან, მაგალითად, ლონდონში ჩვენმა უმსხვილესმა დამკვეთმა ვერ მოასწრო სავაჭრო გამოფენისათვის ბანერების და პრომო მასალების დაბეჭდვა, შესაბამისად მოგვმართა ჩვენ, ღონისძიებამდე 24 საათით ადრე. გამომდინარე იქიდან, რომ Concierge Tbilisi-ს ჰყავს სანდო პარტნიორები ლონდონში და გავამხელ ეს იყო „Saatchi & Saatchi”, ჩვენ 12 საათში დავამზადეთ ყველა მასალა და დავახვედრეთ გაწყობილი პრომო კუთხე ჩვენს დამკვეთს.”

Concierge Tbilisi-ს მოუწია სერ რიჩარდ ბრენსონისათვის უნიკალური ნარდის შერჩევა, რომ ჩვენს VIP კლიენტს მისთვის წაეღო საჩუქრად. ბრენსონი ზრუნავს გარემოზე, შესაბამისად ნარდის ფიგურები არ უნდა ყოფილიყო სპილოს ძვლის. ჩვენმა გუნდმა შეძლო გამორჩეული ხარისხისა და სილამაზის ნარდის მოძიება და კლიენტის სასიამოვნოდ გაოცება.

როგორც კონსიერჟ თბილისში ამბობენ, აქ სწავლობენ დამკვეთის  ინტერესებს, იკვლევენ მათ და საბოლოოდ სთავაზობენ მათ თხოვნებზე იდეალურად მორგებულ სერვისს.

ალბათ ამიტომაც, კონსიერჟ თბილისის საახალწლო კამპანიის არსიც ადვილად გასაგები ხდება. როგორც თავად ამბობენ, მომხმარებლები აქ უნივერსალური მომსახურებით არიან განებივრებულები. საახალწლო კამპანიაც შესაბამისი ჰეშთგეით გამოჩნდა. #გაანებივრეს ფარგლებში სპეციალურად შერჩეულ ადრესატებს პირადი კონსიერჟის მომსახურებით გაანებივრებენ.

 

სიურპრიზი გულისხმობს ერთწლიან საკონსიერჟო მომსახურების ბარათთან ერთად,  წამყვან რესტორნებსა თუ სასტუმროებში ვიზიტს. კონსიერჟ თბილისის პარტნიორი კომპანიები, ისინი, ვინც დღეს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიას ავითარებენ, იღბლიან ადრესატებს თავისთან უმასპინძლებენ.

კომპანიაში გადაწყვიტეს ყოველდღიური საზრუნავის გარდა თავიანთი წევრების სოციალურ პასუხისმგებლობაზეც ეზრუნათ და 2020 წლის განმავლობაში “კონსიერჟ თბილისი” ყოველთვიურ შენატანს გააკეთებს დედების ფონდში.

 

[R]

განხილვა