in

„კონსიერჟ თბილისი” უკვე ლოს ანჯელესში

კონსიერჟ თბილისი უკვე 10 წელია ქართულ ბაზარზეა და პრემიუმ კონსიერჟ მომსახურებასთან ერთად ღონისძიებების ორგანიზებასაც სთავაზობს მომხმარებელს.

2025 წელს ბრენდი უკვე საქართველოს საზღვრებს გასცდა და ახალი, საინტერესო ეტაპი დაიწყო კალიფორნიის შტატში, კერძოდ, ლოს ანჯელესში. კონსიერჟ თბილისის თანადამფუძნებელი ლიზა ხაბაზაშვილი ახალ პროექტს, BEACH NOW-ს ჩაუდგა სათავეში.

წარმოგიდგენთ ინტერვიუს ლიზა ხაბაზაშვილთან, რომელიც მოგვიყვება თავისი გზის შესახებ, თუ როგორ გადაიტანა კონსიერჟ თბილისის ბიზნესმოდელი ლოს ანჯელესში და როგორია ახალი ბრენდის სამომავლო გეგმები.

კონსიერჟ თბილისი იყო პირველი ქართული კომპანია, რომელმაც კლასიკური საკონსიერჟო მომსახურება შესთავაზა მომხმარებელს. წარმატებული საქმიანობის შემდეგ კონსიერჟ თბილისის ბიზნესმოდელი გასცდა საქართველოს ფარგლებს და კალიფორნიაში, კერძოდ, ლოს ანეჯელესში დაიდო ბინა.

კონსიერჟ თბილისი უკვე ლოს ანჯელესშია და Beach Now-ს ბრენდის სახელით ოპერირებს. ის უნიკალურ საკონსიერჟო მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს ლოს ანჯელესის სანაპიროებზე. იქიდან გამომდინარე, რომ კალიფორნიაში მცხოვრებთათვის ოკეანის სანაპიროზე დროის გატარება მათი ცხოვრებისა და კულტურის ნაწილია, ბიჩ კონსიერჟის იდეა და Beach Now-ს ხედვა საინვესტიციოდ მიმზიდველი გახდა. ეს პირველი პრეცედენტია ჩვენს გარემოში, როცა ქართული ბიზნესმოდელი დაპორტირდა აშშ-ში.

ასე გადაწყდა, რომ კონსიერჟ თბილისი იწყებს დივერსიფიკაციას. ჩაეყარა საფუძველი ძალიან მნიშვნელოვან და საინვესტიციოდ მრავალმხრივ პერსპექტიულ პროექტს. დაიწერა ბიზნესგეგმა და დამუშავდა ბრენდის იდენტობა. პროცესი იმდენად აზარტული აღმოჩნდა, რომ ბოლო ექვსი თვეა, უწყვეტ რეჟიმში დაიწყო სასიამოვნო ფუსფუსი ორ კონტინენტს შორის.

ამასთან, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ Beach Now-ს დაპირება „You show up and we take care of the rest” ზუსტად  ასახავს ქართული სტუმართმოყვარეობის ღირებულებებს. შეიძლება ითქვას, რომ ქართული სტუმარმასპინძლობის სულისკვეთება დღეს უკვე სამხრეთ კალიფორნიაში იკიდებს ფეხს.

აქ ახლა ჩემს შვილთან, მაშოსთან ერთად ვარ. ამ ახალ თავგადასავალში ისიც სიხარულით ჩაერთო. მაშომ ბაკალავრის ხარისხი სან-ფრანცისკოს სახელმწიფო უნივერსიტეტში წარჩინებით მიიღო. როგორც წარჩინებულმა სტუდენტმა, იმუშავა The St. Regis San Francisco სასტუმროში, სტუმრების მომსახურების წარმომადგენელის პოზიციაზე. მისი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება სტუმრების პრემიუმმომსახურებასა და ღონისძიებების ოპერირებაში მნიშვნელოვანია, როგორც კორპორაციულ კლიენტებთან მუშაბის კუთხით, ასევე, მისი მომავალი კარიერის ამ მიმართულებით განვითარებისათვის. ამიტომ ჩემთვის ორმაგად საპასუხისმგებლო და სასიხარულოა, რომ ახლა უკვე ერთად გავუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას Beach Now-ს კიდევ უფრო გაფართოებისა და განვითარებისთვის.

როგორია ⁠⁠პირველი მასშტაბური პროექტი უდიდეს მუსიკალურ ფესტივალთან, რომელიც ახლახან ჩატარდა LA-ში. გაგვიზიარეთ კოლაბორაციის სირთულეები და განწყობები…

BeachLife Festival უკვე 7 წელია იმართება „რედონდოს” სანაპიროზე, ლოს ანჯელესში და, შეიძლება ითქვას, რომ კალიფორნიელებისთვის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ფესტივალის ხედვა და მისია თანხვედრაშია Beach Now-ს მთავარ არსთან – ორივე ბრენდის მთავარი მისიაა, შექმნას დაუვიწყარი მომენტები ზღვასთან, რაც აერთიანებს კალიფორნიის სანაპიროს კულტურას, ცოცხალ მუსიკას და უნიკალურ გამოცდილებას.

იქიდან გამომდინარე, რომ კონსიერჟ თბილისის მოტივატორი ფრაზაც არის „No is not an option”, ვიფიქრე, რატომაც არა?!  უნდა მივცე ჩემს თავს და ახლად რებრენდირებულ ბრენდსაც ამის შესაძლებლობა. შევავსე აპლიკაცია, შედგა ინსპირაციული შეხვედრა, გავუზიარე კონსიერჟ თბილისის ისტორია,  ჩემი გამოცდილება სტუმარმასპინძლობისა და ღონისძიებების დაგეგმვის კუთხით და ასე შედგა წლის ყველაზე მნიშვნელოვანი კოლაბორაცია Beach Now-ს ისტორიაში. მათ დაინახეს Beach Now-სა და BeachLife ფესტივალის სინერგია. გაიმართა გრანდიოზული მუსიკალური ღონისძიება, რომელშიც 40-ამდე ცნოიბილმა არტისტმა მიიღო მონაწილეობა და მათ შორის იყვნენ: Lenny Kravitz, Sublime, Alanis Morissette და სხვები.

BEACH NOW ფესტივალზე წარმოდგენილი იყო საკუთარი VIP ზონით. ფერადი ქოლგები, კომფორტული ლაუნჯზონა, ბრენდირებული აქსესუარები, ბარი და სპეციალურად მოწყობილი ფოტოკუთხე – ლოს ანჯელესისა და კონსიერჟ თბილისის გუნდის ერთობლივი შრომის შედეგად მოეწყო და ფესტივალზე ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სივრცედ იქცა.

ეს ჩვენი პირველი მასშტაბური და წარმატებული სვლა იყო და გაჩერებას არ ვაპირებთ.

უფრო კოკრეტულად რას სთავაზობს “Beach Now” მომხმარებელს?

BEACH NOW მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურ კონსიერჟ მომსახურებას, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სანაპიროზე კომფორტული და დაუვიწყარი დროის გატარებას. ის გათვლილია როგორც ორი ადამიანისთვის, ისე სამეგობროსთვის და კორპორაციული წვეულებებისთვის. ეს შეიძლება იყოს: გუნდური აქტივობები, იოგა მზის ამოსვლისას, კომპანიის პიკნიკები, უფროსების და ბავშვების დაბადების დღეები, იუბილეები, სხვადასხვა შეკრებები, საქორწინო ღონისძიებები, ვახშმები, წვეულებები და სხვა.

Beach Concierge ითვალისწინებს ყველა დეტალს, რაც დამკვეთისთვის მნიშვნელოვანია – ამინდის პროგნოზიდან დაწყებული, კომფორტული ავეჯით, მუსიკით, პარკინგითა და ქეითერინგით დასრულებული. ჩვენს სტუმრებს შეუძლიათ, უბრალოდ, აირჩიონ სასურველი დღე  ყველა საჭირო დეტალზე კი BEACH NOW ზრუნავს. დამკვეთს შეუძლია, თამამად ჩაეშვას მზის სხივებსა და ოქროსფერი ქვიშის სიმშვიდეში, მიენდოს ოკეანის ტალღების ჰარმონიას და უბრალოდ დატკბეს ყოველი წამით…

როგორ მოხდა Beach Now-რებრენდინგი?

ეს ბრენდი 10 წლის წინ შეიქმნა ლოს ანჟელესის ერთ-ერთ ცნობილ Venice beach-ის სანაპიროზე. ბუნებრივია, როცა მე და მაშომ მიზნად დავისახეთ ბრენდის გაფართოება საჭირო იყო ცვლილებები შეგვეტანა.

ბრენდის იდენტობასა და ლოგოზე იმუშავა ქართულმა კომპანიამ ISTUDIO. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ტატუკა ჭუმბურიძესა და მის გუნდს. ოთხი თვის განმავლობაში 11-საათიანი სხვაობით კალიფორნიასთან, სხვადასხვა ფოკუსჯგუფებთან მუშაობით, ბევრი განსხვავებული აზრის თუ კრიტიკის მიუხედავად, რომ ლოგოზე აუცილებლად ადგილობრივ, LA დიზაინერთან უნდა მემუშავა, მან ფანტასტიკურად გაართვა თავი დასმულ ამოცანას და დღეს Beach Now-ს აქვს ერთ-ერთი გამორჩეული, ახალგაზრდული, პრანჭია და თამამი იდენტობა, რომელიც კარგად გამოხატავს ოკეანის სანაპიროსთან ცხოვრების წესს.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

იქიდან გამომდინარე, რომ BEACH NOW მაინც სეზონურ ბიზნესად ითვლება (მიუხედავად იმისა, რომ ლოს ანჯელესში 9/10 თვე სანაპიროს სეზონია), გადავწყვიტე, რომ ეს ბრენდი გასცდეს ოქროსფერ სანაპიროს და VIP სტუმრებისთვის უნიკალური ტურები დავაორგანიზოთ კონსიერჟ თბილისთან კოლაბორაციით.

ეს იქნება განსაკუთრებული შესაძლებლობა ადამიანებისთვის, რომ ყველანაირი ძალისხმევის გარეშე ჩამოვიდნენ კალიფორნიაში, ეზიარონ ჰოლივუდურ ცხოვრებას, მოხვდნენ ადგილებში, სადაც მხოლოდ ვარსკვლავები დადიან და შეიქმნან დაუვიწყარი მოგონებები. წინ გვაქვს ლოს ანჯელესში FIFA-ს მსოფლიო თასი 2026 და ოლიმპიური თამაშები 2028. განსაკუთრებული შეთავაზებები მალე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.beachnow.me

www.conciergetbilisi.com

[R]

BTU-ს ახალი კამპუსი მრავალფუნქციური სივრცეებით და ტექნოლოგიური ლაბორატორიებით

„წიგნის ბაზარი – არდადეგები“ – დაისვენე შინაარსიანად! – ლიტერატურული თავგადასავალი საქველმოქმედო მისიისთვის