27
Aug
2018

როდესაც სახლი აღარ გაქვს! როგორ მოხვდნენ ჯუნგლების ბინადრები დაბინძურებულ ქალაქში

27 Aug 2018

Elit Electronics


ჯუნგლების ბინადარი და ყველასთვის საყვარელი პერსონაჟები, ალბათ, ვერასდროს წარმოიდგენდნენ უსახური, უფერული და დაბინძურებული ქალაქის ქუჩებში თუ აღმოჩნდებოდნენ, ისევე, როგორც სხვადასხვა ტყის ბინადრები ვერ წარმოიდგენდნენ სახლის გარეშე დარჩენას. Sumatran Orangutan Society-ის და სააგენტო Don’t Panic-ის ახალ, ერთობლივ ვიდეორგოლში ჯუნგლების ბინადრები – ყველასთვის საყვარელი დათვი ბალუ და მისი მეგობრები ურბანულ – სრულიად უცხო და შეუფერებელ გარემოში ხვდებიან. კამპანია ბუნების დაბინძურებისა და გარემოს გაუფრთხილებლობის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად, უფრო კონკრეტულად კი, ვიდეორგოლით, მისი ავტორები ტყის ჩეხვის სამწუხარო შედეგებთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებას ცდილობენ და მიზნის მისაღწევად ორიგინალურ, ამასთან ემოციურ გზას იყენებენ – „ტყის ჩეხვა ტოვებს ცხოველებს სახლის გარეშე, არ დავუშვათ, რომ ეს იყოს მათი ამბის დასასრული“.

 

განხილვა