წვიმიან და ტალახიან ამინდში თეთრი კედების ჩაცმა ძვირად შეიძლება დაგიჯდეთ. თუმცა, კომპანია Firebox-მა, ამ პრობლემასთან გასამკლავებლად, ფეხსაცმლის პრეზერვატივი შექმნა. პროდუქტი, სახელწოდებით Air Max 97 წყლისა და დაბინძურებისგან იცავს და თან, მრავალჯერადი გამოყენებისაა. ახალ პროდუქტთან დაკავშირებით, Firebox-მა სახალისო რეკლამა გამოუშვა.