ბრუკლინელ ფოტოგრაფ ვინი აუზე უნდა გესაუბროთ, რომელიც დროს „ადამიანების, ცხოველების, საკვებისა და იმ სივრცეების გადაღებას უთმობს, რომლებშიც ეს ყველაფერი ერთად იყრის თავს“. ახალი სამაგიდო წიგნი Cone of Shame-იც ამის მაგალითია, სლენგია, რომელიც „ელიზაბეტის საყელოს“ ასახავს, უფრო მარტივად გასაგები რომ იყოს, ვეტერინარულ საყელოს შინაური ცხოველებისთვის — დიდი ზომისაა, პლასტმასისგან მზადდება და კონუსის ფორმა აქვს, კისერზე ამაგრებენ ხოლმე, რათა ჭრილობების ან ქირურგიულად დამუშავებული ადგილების კბენა ან ლოკვა აირიდონ თავიდან. სახელი კი იმ ფაქტიდან მოდის, რომ მათი ტარების დროს ცხოველები კომიკურად და სტრესულად გამოიყურებიან.
წიგნში 60 ძაღლის ფოტოს ვხედავთ, მიზანი ფინანსების მოძიება და ცნობიერების ამაღლებაა იმ შინაური ცხოველებისთვის, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო საჭიროებები აქვთ. საინტერესოა, რომ თითოეული ძაღლი, საყელო და ფონი აბსტრაქტული ფორმებით, ტონებითა და ტექსტურებით შექმნეს. საყელოები კი დიზაინერ მარი იან მორვანს ეკუთვნის. რაც შეეხება ინსპირაციას, ამაზე ფოტოგრაფს შემდეგი პასუხი აქვს:
„Cone of Shame-ის ინსპირაცია ორი რაღაცისგან დაიბადა. პირველი, ყოველთვის ვხედავდი ძაღლებს ვეტერინარული საყელოთი პოსტქირურგიულ შემთხვევებში და ეს სურათი თუ ფორმა ჩემს გონებაში მოექცა. ვიცოდი, რომ ამ ვიზუალში რაღაც ძლიერი იყო და მისთვის რაღაც საინტერესოც შემეძლო გამეკეთებინა. ასევე მომწონდა ის, რომ საყელოებში ძაღლები ერთდროულად მოწყენილად და მხიარულად გამოიყურებოდნენ. ამ საყელოს ტრანსფორმაციული ბუნებაც აქვს, როცა უკეთია, ძაღლის ენერგიას გადმოგვცემს, ამიტომ მინდოდა, შემექმნა სერიები, რომლებიც ჩვენს ხედვას გარდაქმნიდა საყელოს მიმართ. გადავწყვიტე, რომ ზემოდან ქვემოთ დამემაგრებინა, რაღაც დიდებულ, მშვენიერ და შემოქმედებით მომენტად მექცია“.
მეორე საკითხი კი ვინის ძაღლი ტარტინის დაძინება იყო, ყელის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, ერთი თვე უმკურნალეს, თუმცა არაფერმა უშველა და ფოტოგრაფს ერთ-ერთი ურთულესი გადაწყვეტილების მიღება მოუწია — „ძალიან რთული და სევდიანი იყო, თუმცა ამასთან, მაღალი სამედიცინო გადასახადების შესახებაც მენიშნა, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ გადასახადების მიხედვით არ მოუწევდათ ადამიანებს გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ, ამ სერიებით ფულს გადაუდებელი საჭიროების მქონე ძაღლებისთვის დავაგროვებ“.
აშკარაა, რომ უის პროექტი მეტად კეთილშობილურ მიზანს ემსახურება, თუმცა ცალკე ყურადღებას იპყრობს არაორდინალური ვიზუალები, რომლებსაც ქვემოთ გაჩვენებთ: