in

„დაცინვა და ბულინგი მეტ მოტივაციას მაძლევს“ – ვინ არის ხელბურთის კონგოელი ვარსკვლავი?

ფიზიკური მონაცემებისა და ჭარბი წონის გამო, ხელბურთელი მასიური დაცინვის ობიექტი გახდა

Sporti
Sporti

ხელბურთის მსოფლიოს ჩემპიონატზე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრები პირველად მონაწილეობს, სადებიუტო შეხვედრაში მათი მეტოქე არგენტინის ნაკრები იყო, შეხვედრა სამხრეთ ამერიკელების გამარჯვებით, ანგარიშით 26-22 დასრულდა.

ტურნირის მონაწილეების გაცნობისა და სავარჯიშო პროცესის ამსახველი კადრების შემდეგ, საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა კონგოელების მძიმეწონიანი ფორვარდი, გოტიე მვუმბი. ფიზიკური მონაცემებისა და ჭარბი წონის გამო, ხელბურთელი მასიური დაცინვის ობიექტი გახდა.„რედითსა“ და სოციალური მედიის სხვადასხვა გვერდზე უამრავი Meme და ფოტო დაიდო, კიბერბულინგის მიუხედავად, სადებიუტო შეხვედრაში მვუმბი ერთ-ერთი გამორჩეული იყო, მან არგენტინელთა კარი ოთხჯერ აიღო და მისმა ასპარეზობამ მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. მატჩის შემდეგ, ხელბურთელმა აღნიშნული საკითხის ირგვლივ ისაუბრა:

სიმართლე გითხრათ, ინტერნეტში დიდ დროს არ ვატარებ. ვიცი, რომ იყო უამრავი დაცინვა და ბულინგი, ეს ჩემმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმაც ნახეს, ვიცი, რომ ძალიან განიცადეს, თუმცა მე ამ ყველაფერს მოტივაციისთვის ვიყენებ, ეს უფრო მეტ ძალას მაძლევს. ასეთ ტურნირზე პირველად ვთამაშობთ, მაგრამ არცერთი მეტოქის არ გვეშინია, მათ, ჩვენ მსგავსად, ორი ხელი და ორი ფეხი აქვთ, დასაკარგი არაფერი გვაქვს, გვინდა, ჩვენი ქვეყანა უფრო მეტ ადამიანს გავაცნოთ და ჩვენი ხალხი გავახაროთ.

ინტერნეტსივრცეში მვუმბის ფრენბურთის „შაკი“ შეარქვეს, აღნიშნულ ფაქტს თავად ლეგენდარული კალათბურთელი შაკილ ო’ნილი გამოეხმაურა, მან საკუთარი ინსტაგრამის გვერდიდან კონგოელს პირადად მიმართა:

 

„ამბობენ რომ ფრენბურთის შაკი ხარ…. რა ხდება?“

ხელბურთელმა ამ ვიდეომიმართვის შემდეგ, საკუთარ ინსტაგრამზე ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by @gauthiermvumbi


Pentagram-მა Warner Bros.-ის ახალი ლოგო წარადგინა

საერთო სამუშაო სივრცე Terminal “Eurasian Startup Awards”-ის ფინალისტებს შორის მოხვდა