24
Jun
2019

ევროპის სადაზღვევო კომპანიები, ინდუსტრიის მომავალზე, ყოველწლიურ სამიტზე იმსჯელებენ 

24 Jun 2019

18-19 სექტემბერს, ჰოლანდიაში, მე-4, ყოველწლიური სამიტი Connected Claims Europe გაიმართება. ღონისძიების მთავარი მიზანი სადაზღვევო სისტემის გაუმჯობესება და მომხმარებელთა მოთხოვნებზე მომსახურების მაქსიმალურად მორგებაა.

სამიტის ორგანიზატორი Insurance Nexus-ია. პლატფორმა ხელს უწყობს სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციას, გამოცდილების გაზიარებას, ქმნის ერთიან ქსელს, ატარებს კვლევებს და ა.შ. მათი თქმით, სამიტში ევროპის წამყვანი საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების ხელმძღვანელები მიიღებენ მონაწილეობას და მათთვის და მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ. ღონისძიებას 250-მდე დელეგატი დაესწრება და საკუთარ გამოცდილებაზე, სადაზღვევო სექტორში არსებულ გამოწვევებზე, ასევე, მომხმარებელთა მოთხოვნების კიდევ უფრო ეფექტურად დაკმაყოფილების გზებზე ისაუბრებენ.

სამიტის სპიკერები იქნებიან:

Mario Ricco, Global Head of Claims, Generali

Jonathan Clark, Global Head of Business Solutions Claims, SCOR

Alexandrina Scorbureanu, Head of Projects, ERGO Group AG

Annarita Roscino, Head of Predictive Analytics, Zurich

Marc Scheidegger, Claims Director- Continental Europe, Chubb

Julian Millar, Head of Claims, Travelers

John Smalley, Group Claims Change Manager, RSA

Martin Kroos, Head of Claims, Achmea

Sam White, CEO, Pukka Insure

Wolfgang Hundertmark, Head of Claims, Germany, Austria, Switzerland, AIG

Janthana Kaenprakhamroy, CEO, Tapoly

Leire Jimenez, CEO, MAPFRE Asistencia

Andrea Lorenzoni, Global Chief Claims Officer of Commercial Insurance, Zurich

Rory Conway, Chief Compliance Officer, Europe, ME & Africa, Metlife

Jan-Erik Fredriksson, Nordic Head of Process Development, Strategy, & Claims, If P&C Insurance

William Quibell, Head of Major Loss and Supplier Management, Legal & General

David Fisher, Catastrophic & Injury Claims, AXA

Boris Persak, Senior Specialist, Fraud Investigations, Generali

ორგანიზატორების თქმით, სამიტის სპიკერები, მონაწილეებს მხოლოდ თეორიული ინფორმაციას არ გაუზიარებენ და უბრალოდ რჩევებს არ მისცემენ. დელეგატები, ინტერაქტიული სესიების ფარგლებში, იმსჯელებენ მომხმარებლების პრობლემებზე და შეეცდებიან, მათ მოსაგვარებლად ადგილზევე მიიღონ გადაწყვეტილებები. მონაწილეებს ნეთვორქინგის საშუალებაც ექნებათ – ისინი დაგეგმავენ 1:1 შეხვედრებს სადაზღვევო ინდუსტრიის წამყვან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, პირადად გაესაუბრებიან და ჩამოაყალიბებენ მათთან სამომავლო, საქმიან ურთიერთობებს.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია და დღის წესრიგი ხელმისაწვდომია სპეციალურ ბმულებზე.

[R]

განხილვა