in

რა კავშირია მადლიერებასა და კეთილდღეობას შორის?

მსოფლიო ამჟამად პანდემიის შუაგულში იმყოფება, სადაც ყველაზე სასარგებლო რამ, რაც ყველა ჩვენგანს შეუძლია გააკეთოს, სახლში დარჩენა და სხვებისგან შორს ყოფნაა. დაკეტილია სკოლები, რესტორნები, საოფისე შენობები და კინოთეატრები. ბევრ ადამიანს თავს სამყაროსგან გათიშული ჰგონია და ეშინია.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ინფექციის ზრდის ტემპის, სამედიცინო წყაროების დეფიციტისა და ეკონომიკური კრიზისის დროს, ასევე არსებობს მაგალითები, როდესაც ადამიანები ეძებენ ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პირველ ხაზზე მყოფი პირებისადმი მადლიერების გამოხატვის გზებს. მაგალითად, ევროპის ბევრ ქვეყანაში ადამიანები მადლიერებას გამოხატავენ სამედიცინო პერსონალისთვის მათი აივნებიდან ტაშის დაკვრით. 

არაერთმა ფსიქოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ მადლიერების შეგრძნება ცხოვრებას ბევრად უფრო სასიამოვნოს ხდის. და მაინც, რაში გამოიხატება ეს?

მადლიერებისა და კეთილდღეობის კავშირი

2013 წელს ფსიქოლოგებმა რობერტ ემონსმა და რობინ სტერნმა მადლიერება განმარტეს, როგორც სასიამოვნო შეგრძნებების დაფასება და იმის გაცნობიერება, რომ ეს ყველაფერი ვიღაცას უკავშირდება.

მადლიერებას და კეთილდღეობას შორის მართლაც მჭიდრო კორელაცია არსებობს. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ გრძნობენ და გამოხატავენ მადლიერებას, ამბობენ, რომ პოზიტიურ ემოციებს უფრო ხშირად განიცდიან, როგორიცაა: ბედნიერება, ოპტიმიზმი, სიხარული. ამავე დროს, მათ აქვთ უარყოფითი ემოციების დაბალი დონე, როგორიცაა სიბრაზე, შფოთვა, დეპრესია და სირცხვილი. ისინი ასევე აღნიშნავენ ცხოვრების კმაყოფილების უფრო მაღალ დონეს.

გარდა ამისა, მადლიერი ადამიანები უფრო მარტივად პოულობენ ცხოვრების მიზანს, უფრო მარტივად პატიობენ ურთიერთობებში და მათი კავშირები უფრო მეტად ხარისხიანია. ასევე, მადლიერ ადამიანებს უკეთესადაც სძინავთ.

არსებობს რამდენიმე სარწმუნო ახსნა მადლიერებისა და კეთილდღეობის აშკარა კავშირის შესახებ. შეიძლება ეს იყოს მადლიერება, როგორც პოზიტიური ობიექტივი, რომლის საშუალებითაც სამყაროს უფრო მიმზიდველს ვხედავთ.

მაგალითად, მადლიერი ადამიანები შეიძლება იყვნენ მიდრეკილნი, დაინახონ ადამიანებსა და სიტუაციებში სიკეთე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაკლებად კრიტიკული ხედვა სხვებისა და საკუთარი თავის მიმართ.

მადლიერი ადამიანები შეიძლება ბუნებრივად იყვნენ მიდრეკილნი ურთიერთდახმარებაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებისკენ. როდესაც ერთი ადამიანი მეორესთან გამოხატავს მადლიერებას, სავარაუდოდ, მეორე ადამიანი მეტ “ინვესტიციას” ჩადებს ამ ურთიერთობაში და მის სიმტკიცეზე იზრუნებს.

მადლიერების სავარჯიშოებს არც ისე დიდი ეფექტი აქვთ

ამასთან, ამ კვლევას აქვს ერთი მნიშვნელოვანი სიგნალი. ეს გვიჩვენებს, რომ მადლიერება კორელაციაშია კეთილდღეობასთან, მაგრამ ეს არ ადასტურებს, რომ მადლიერების გამოხატვა რეალურად აუმჯობესებს კეთილდღეობას.

ფსიქოლოგებმა ჩაატარეს არაერთი ექსპერიმენტი იმის დასადგენად, იწვევს თუ არა მადლობის გადახდა მეტ კეთილდღეობას. მაგალითად, შეიძლება ადამიანებმა სახლში გააკეთონ მადლიერების სავარჯიშოები და შემდეგ მოახდინონ თავიანთი კეთილდღეობის შესახებ ანგარიშის წარდგენა. ეს სავარჯიშოები მოიცავს მადლობის წერილის დაწერას ან ყველაფერ იმის ჩამოწერას ჟურნალში, რისთვისაც მადლიერები არიან.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რამდენიმე მიმოხილვითი ნაშრომი, მიუთითებს იმაზე, რომ მადლიერების სავარჯიშოები საკმაოდ სუსტ გავლენას ახდენს კეთილდღეობაზე. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ასეთი მადლიერების სავარჯიშოები მხოლოდ ცოტათი ზრდის ბედნიერებას და ცხოვრების კმაყოფილებას. ანალოგიურად, დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომებზე მოქმედება ასევე მცირე იყო.

გამოხატეთ მადლიერება, რათა სხვებს დაეხმაროთ

მადლიერების გამოხატვას, რასაკვირველია, დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა, მადლიერება არ უნდა მივიჩნიოთ, როგორც მხოლოდ თვითდახმარების საშუალება, საკუთარი ბედნიერებისა და კეთილდღეობის გაზრდისთვის.

ამის ნაცვლად, მადლიერება შეიძლება იყოს ყველაზე ღირებული, როგორც სხვისი პატივისცემისა და აღიარების გზა. მართლაც, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მადლიერების გამოხატვა იწვევს ურთიერთობების გაუმჯობესებას როგორც მადლიერების გამომხატველის, ასევე მიმღების მიმართ. 2010 წელს მკვლევარმა – ფსიქოლოგმა სარა ალგომ დაასკვნა, რომ რომანტიკული ურთიერთობებისთვის მადლიერება “გამაძლიერებელი ხერხი” იყო.

ამ გლობალური პანდემიის დროს, ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია მადლიერების გამოხატვა არამხოლოდ ჩვენს ცხოვრებაში მყოფ მნიშვნელოვან ადამიანებთან, არამედ უამრავი საჯარო მოხელის, ჯანდაცვის პროფესიონალებისა და სხვების მიმართ, რომლებიც იბრძვიან სხვადასხვა ფრონტზე იბრძვიან.

წყარო: Fast Company



რისთვის უნდა ვიყოთ მადლიერები 2020 წელს? – Pornhub-ის კამპანია

Netflix-ის ინოვაციური „კულტურის მახასიათებლები“