in

რა გვიქმნის მოტივაციას?

#მეტი დრო ცხოვრებისთვის

თამარ კიკვაძე ქონექშენსის თანა-დამფუძნებელი

თითოეულ ჩვენთაგანს მოტივაციის ჩვენი წყარო გვაქვს, როგორც საქმეში ასევე პირად ურთიერთობებში. Connections-ის მოტივაცია მისი შედეგია – როდესაც ჩვენი ჩართულობით კომპანია თავისთვის გუნდის ახალ წევრს, ხოლო ადამიანი თავისი ინტერესების შესაბამის ახალ გუნდს და სამუშაო გარემოს პოულობს.

ისეთ კომპანიასთან შეხვედრა, რომლისთვისაც გუნდის წევრები და მათზე ზრუნვა პრიორიტეტია ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. ასეთ დროს მოძიება შერჩევის და რეკრუტინგის პროცესიც გაცილებით საინტერესო და შედეგიანია. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ არარსებობს რეცეპტები და ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ალბათ ყველაზე მეტად წარმატებული ისეთი კომპანიაა, რომელიც თავად ეკითხება მის ახალ თუ არსებულ გუნდის წევრს – რა არის საჭირო იმისთვის რომ მოტივირებულად იმუშაო.

მოტივაციას წარუმატებელი პროექტიც კი გვძენს, როდესაც რაღაცა არ გამოგვივიდა, ესეც ახალი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ მომავალში კიდევ ვცადოთ, ვცადოთ უკეთესად და შედეგიც მივიღოთ.

ახალმა ონლაინ რეალობამ და დისტანციურმა სამუშაო გარემომ ახალი შესაძლებლობები შეგვიქმნა. ამ ეტაპზე ჩვენი ახალი გამოწვევა და მიზანი საერთაშორისო ბაზარი და ქართველი ტალანტების უცხოეთში დასაქმებაა (resource and staff augmentation). ვმუშაობთ ახალი საერთაშორისო პარტნიორების მოზიდვაზე და მათთვის გუნდის წევრების მოძიება, შერჩევის, რეკრუტინგის და staff augmentation ის სერვისზე.

თითოეული პროექტი და ახალი საქმეც ჩვენთვის მოტივაციაა, რომ უფრო მეტი შეგვიძლია.

მოტივირებული და ბედნიერი ადამიანი ხომ ყველაფერს უკეთესად აკეთებს.

#რა გვიქმნის მოტივაციას
#მეტი დრო ცხოვრებისთვის
#რეკრუტინგი
www.linkedin.com
connections.ge

[პარტნიორის კონტენტი]

ამელი – „ყვავილების მაღაზიობანა“, რომელიც დიდ ბიზნესად იქცა

კოსმოსი უხილავი კედლებითაა სავსე — ახალი თეორია