in

#მეტი, ვიდრე რეკრუტინგი – „ქონექშენსი“ პარტნიორებს მათზე მორგებულ შერჩევის პროცესს სთავაზობს

#მეტი, ვიდრე რეკრუტინგი – ეს სიტყვები ალბათ ყველაზე კარგად აღწერს კომპანიას, რომლის მიზანიც დაარსების დღიდან არის კომპანიებს შესთავაზოს მათზე მორგებული შერჩევის პროცესი.

„ოპერატიული, სწრაფი, პროფესიონალი და მეგობრული კომპანია“ – ასე ახასიათებენ „ქონექშენსს“ მისი პარტნიორი კომპანიები.

„ჩემი კომპანიაც ჩემნაირია, ის ჩვეულებრივი „ბრენდამიანია”, ისეთი როგორებიც ჩვენ ვართ. გუნდის თითოეული წევრი ვცდილობთ მუდმივ განვითარებას. არც რამდენიმე კვირა სჭირდება საქმის გაკეთებას და არც გაუკეთებელი საქმე არსებობს, მთავარი მონდომება და მოტივაციაა.

ყოველთვის შედეგზე ვართ ორიენტირებული: ანაზღაურებას მხოლოდ მას შემდეგ ვიღებთ, როდესაც შედეგს მოვუტანთ კომპანიას, – ამბობს თამარ კიკვაძე, „ქონექშენსის“ თანადამფუძნებელი.

ახალმა რეალობამ კიდევ უფრო კარგად წარმოაჩინა „აუთსორს“ სერვისების მნიშვნელოვნება. ასევე – რა ადმინისტრაციული და ფინანსური სარგებელი შეიძლება მოუტანოს კომპანიას სწორად შერჩეულმა „აუთსორსმა“.  

ქონექშენსიც“ ზუსტად იმიტომ შეიქმნა, რომ დააკავშიროს ადამიანები ერთმანეთთან, აპოვნინოს ერთმანეთი გუნდს და გუნდის მომავალ წევრს. სიტყვა Connections ინგლისურად ხომ სწორედ დაკავშირებას ნიშნავს. ასე გაჩნდა კომპანიის სახელწოდებაც.

ჩვენი გამორჩეულობა სხვადასხვა ინდუსტრიების ცოდნაშია. „ქონექშენსი“ 2022 წლიდან განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, გუნდის ახალი წევრები მნიშვნელოვან ღირებულებას ქმნიან კომპანიაში. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ საშუალო და დიდი ზომის კომპანიებს, სტარტაპებს მათზე მორგებული საინტერესო პირობებით.

დღევანდელი „ონლაინ“ სამყარო იძლევა თანამშრომლობის უამრავ შესაძლებლობას და გვახარებს, რომ უკვე ქართული კომპანიებიც აძლევენ საშუალებას თანამშრომლებს, “work from anywhere“ პრინციპით იმუშაონ. ჩვენთვის ორმაგად საინტერესოა ისეთი კომპანიებისთვის გუნდის წევრების შეძენა, რომლებიც ზრუნავენ თანამშრომლების მოტივაციაზე, აძლევენ მათ საშუალებას ოპოვნონ ბალანსი საქმესა და პირად ცხოვრებას შორის. ბედნიერი თანამშრომელი, ბედნიერია საქმის კეთების დროსაც, რაც კომპანიების წარმატების საწინდარია.

2021 წლიდან კომპანიას მომსახურების ახალი მიმართულება – „აუთსორს გაყიდვები და ბიზნეს კონსალტინგი“ დაემატა,“ – ამბობს ნინო ხაჭაპურიძე, „ქონექშენსის“ თანადამფუძნებელი.

„ქონექშენსის“ პირველი პარტნიორი, ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულებით, კომპანია PSolutions-ია, რომელიც შემდეგი მიმართულებით მუშაობს: „რითეილ“ სერვისი, შესყიდვების „აუთსორსი“ და საინვესტიციო პროექტები.

PSolutions არის #მეტი, ვიდრე კომპანია. ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როდესაც რაღაცას ქმნი, რომელიც გაცილებით მეტია ვიდრე, უბრალოდ, სამსახური ან პროექტი.

ველით და მზად ვართ, რომ უფრო მეტი კომპანიის პარტნიორები გავხდეთ, მათთვის ახალი გუნდის წევრების შერჩევის პროცესში.

[პარტნიორის კონტენტი]

„ელვისი“ სტარტაპებს საჩუქრების დარიგებაში ეხმარება

პრიმო ალდაგისგან — პირველი პერსონალური მომსახურება, ამჯერად სადაზღვევო ინდუსტრიაში