მაღალი რგოლის ლიდერებს აქვთ მნიშვნელოვანი ამოცანა. მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები რთული სტრატეგიული საკითხების ირგველივ, რომელთა განხილვის ირგვლივაც უამრავი ადამიანია ჩართული და მონაცემებიც იმაზე მეტყველებს, რომ არსებული სტრატეგია უფრო ეფექტურია. ასეთი რამ ხშირად ხდება და ხელმძღვანელებსაც უამრავ კითხვაზე უწევთ პასუხის გაცემა: უნდა შეინარჩუნონ ძირითადი ბიზნესი თუ შექმნან ახალი მზარდი ბრენდი? უნდა ჩადონ ინვესტიცია ახალ ტექნოლოგიაში, თუ უფრო მეტად დააკვირდნენ დინამიკას?
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, შემუშავდა ინსტრუმენტი, რათა ლიდერებს გაუადვილდეთ ამ გამოწვევასთან გამკლავება. ეს გახლავთ სტრატეგიული სპარინგის სესია – იმერსიული, ინტერაქციული დისკუსიები, რომლებიც სპეციალურადაა შექმნილი, რათა დაეხმარონ ჯგუფებს იმ ბუნდოვანების დანახვაში, რომელიც ახლავს დღევანდელ არაპროგნოზირებადობას. მათ „სპარინგ სესიებს“ ვუწოდებთ, რადგან ესაა მიზანმიმართული ადგილები, იდეების ირგვლივ აქტიური განხილვისთვის. ეს სესიები ეხმარება გუნდებს გაერთიანდნენ საკვანძო ვერსიებთან, დაინახონ წინსვლის პერსპექტივა და გაააქტიურონ ინდივიდუალური თუ კოლექტიური ცვლილებები.
მაგალითად, სტრატეგიული სპარინგის სესიები შეიძლება იყოს ძალიან ეფექტური ინსტრუმენტი დისტანციური სამუშაოდან „ოფისში დაბრუნების“ (RTO) თემატიკის დისკუსიებისთვის. თანმიმდევრული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მსგავსად, არ არსებობს ერთი „სწორი“ პასუხი დისტანციურ, ჰიბრიდულ და საოფისე საკითხის დისკუსიაში. ძირითადი პრინციპების გამოყენებას შეუძლია ლიდერთა გუნდებს და კრიტიკულ დაინტერესებულ მხარეებს საშუალება მისცეს გამართონ შედეგიანი მსჯელობა და შექმნან ისეთი RTO მიდგომა, რომელიც შეესაბამება კონტექსტსა და საჭიროებებს.
დიალოგები უნდა იყოს დაფუძნებული მონაცემებზე
Amazon ამის კარგი მაგალითია. ის აწარმოებს მონაცემებით ინფორმირებულ დიალოგებს. „ამაზონში“ მნიშვნელოვანი შეხვედრების დასაწყისში სიჩუმეა. შეხვედრების მონაწილეები დაკავებულები არიან ექვსგვერდიანი დოკუმენტების კითხვით, სადაც აღწერილია ეს საკითხი. მის ავტორებს არაფრის წარმოჩენა არ სურთ. პირიქით, ისინი მიზნად ისახავენ ამ საკითხზე გულწრფელი დისკუსიის ხელშეწყობას.
ეს სტრატეგიული სპარინგის სესიის არსებითი მახასიათებელია. ეს არ არის თავდასხმა PowerPoint-ით ან ინფორმაციის სხვა ცალმხრივი გადაცემით. ეს დებატებიც კი არ არის, სადაც ერთი მხარე მეორის წინააღმდეგ იბრძვის. თავის წიგნში „დიალოგის შესახებ“ ფიზიკოსმა დევიდ ბონმა აღნიშნა, რომ დიალოგი არ არის „პინგ-პონგი, სადაც ხალხი იდეებს წინ და უკან ურტყამს და თამაშის მიზანია მოგება ან საკუთარი თავისთვის ქულების მოპოვება“, არამედ – „ერთობლივი მონაწილეობა, რომელშიც ჩვენ არ ვთამაშობთ ერთმანეთის წინააღმდეგ, არამედ ვეთამაშებით ერთმანეთს.“
ამ ტიპის დიალოგი ადამიანებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში რთავს. W. Chan Kim-ისა და Renée Mauborgne-ის ადრინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს ურჩევნიათ „პროცედურული“ სამართლიანობა (სამართლიანი პროცესი) ვიდრე „დისტრიბუციული“ სამართლიანობა (სამართლიანი შედეგი). ინკლუზიური დიალოგი ქმნის ჩართულობას – მაშინაც კი, თუ ინდივიდები საბოლოოდ არ ეთანხმებიან კონკრეტულ შედეგებს.
გახადეთ არეულობა ხილული
ჯგუფები ხშირად ამთავრებენ შეხვედრებს იმ ფიქრით, რომ ისინი უფრო თანმიმდევრულები არიან, ვიდრე სხვები. ამიტომ მათ სჭირდებათ, რომ ებრძოლონ ჯგუფურ აზროვნებას (როდესაც ინდივიდების პოზიცია წინასწარ ემთხვევა მოგვიანებით წარმოშობილ ჯგუფურ შეხედულებას), იერარქიის ეფექტს (როდესაც ინდივიდებს ერიდებათ უფროსების მოსაზრების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება) და სოციალურ ლპობას (როცა ინდივიდი დუმს, რადგან ლაპარაკი მათ უფრო მეტ სამუშაოს დაუმატებს), რათა მინიმუმამდე დაიყვანონ უფსკრული ინდივიდის პირად აზრებსა და მათ საჯაროდ გამოხატვას შორის. სტრატეგიული სპარინგის სესიის მიზანი არ არის ბრმა შეთანხმებამდე მიყვანა. ეს არის შეცდომების განსაზღვრა.
ნებისმიერ სტრატეგიულ სპარინგ სესიაზე მომავალი სამუშაო საკითხის შესახებ, მნიშვნელოვანია მოძებნოთ აუცილებელი დაშვებები სხვადასხვა მიდგომებს მიღმა. დააკონკრეტეთ და შეამოწმეთ. არ მიიღოთ ისეთი განცხადებები, როგორიცაა „უმჯობესია სახლიდან მუშაობა“. ამის ნაცვლად, ითხოვეთ ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა „კვირაში ორი დღე დისტანციურად მუშაობა იწვევს თანამშრომლების ჩართულობის ქულების 10%-ით ზრდას“ ან „კვირაში საჭირო დღის ქონა ოფისში გამოიწვევს ინჟინრების გამოხმაურების 20%-ით ზრდას“. რაც უფრო კონკრეტულია მოსაზრება, მით უფრო მეტად შეგიძლიათ მისი გამოკვლევა და ტესტირება.
ვარაუდებზე ფოკუსირებას ორი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, ეს ახდენს დისკუსიის დეპერსონალიზაციას. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, თქვენ მიჯნავთ პიროვნებასა და მასთან კამათს. ეს პროდუქტიული შემოქმედებითი აბრაზიის საშუალებას გაძლევთ. მეორეც, ის ყურადღებას ამახვილებს სფეროებზე, სადაც მეტის შესწავლა გჭირდებათ, კვლევის ან ექსპერიმენტების საშუალებით.
წყარო: HBR











