Channel 4-ის Paris 2024 Paralympic Games-ის ფილმი გვეუბნება, რომ პარაოლიმპიელებიც ზუსტად ისე ექვემდებარებიან ბუნების ძალებს, როგორც ყველა სხვა… თუმცა ამას წინ მეტად საინტერესო კვლევა უძღოდა, რომლის თანახმადაც მაყურებელთა 60%-ს პარაოლიმპიური თამაშების ნახვა იმიტომ სურს, რომ ნახონ, როგორ უმკლავდებიან სპორტსმენები თავიანთ შეზღუდულ შესაძლებლობებს. საინტერესო სპორტული შეჯიბრის ყურება კი გამოკითხულთა 37%-ს სურდა.
შესაძლოა, თქვენთვის ეს ბევრს არაფერს ამბობდეს, მაგრამ სიტყვა გამკლავება ფილმის ავტორებს ერთ რაღაცაზე მიანიშნებთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები კვლავ პრობლემაა და ხშირად უთანასწორობასაც ბადებს… ამგვარად, შშმ პირთა ინკლუზიურ სააგენტო Purple Goat-თან თანამშრომობა გადაწყვიტეს და გვაჩვენეს პარაოლიმპიელები, რომლებიც ისე უმკლავდებიან სამყაროს ძალებს, როგორც ნებისმიერი სპორტსმენი, განურჩევლად მათი შესაძლებლობებისა.
2-წუთიან ფილმში პერსონაჟების სერია გაგვაცნეს — გრავიტაცია, წელს ზემოთ შიშველი, ღიპიანი კაცია, რომელიც ტახტში მჯდომი ლუდს მიირთმევს, ხახუნი, მრბოლელი ბიჭი, ხოლო დრო გულშემატკივარი ქალი. მოკლედ კამპანია მიზნად ისახავს, პარაოლიმპიელების მიმართ არსებულ კეთილგანწყობილ, მაგრამ არასწორ წარმოდგენებს დაუპირისპირდეს. დანარჩენი კი თავად ნახეთ:
Paris 2024 Paralympic Games-ისთვის შემუშავებულმა გზავნილმა ბილბორდებზეც გადმოინაცვლა:















