14
Jan
2015

CONCIERGE TRAVEL-ის ბრენდინგი – ია დარახველიძე

14 Jan 2015

მარკეტერი წარმოგიდგენთ ქართველი დიზაინერის და Behance Portfolio Review Tbilisi-ს გამარჯვებულ ია დარახველიძის ბრენდინგის პროექტს, რომელიც მან CONCIERGE TRAVEL-ის თვის გააკეთა.

M: რას საქმიანობს თავად კომპანია?

ია დარახველიძეCONCIERGE TRAVEL-ი ე.წ. კონსიერჟ-სერვისის მქონე ტურისტული სააგენტოა, რომელიც თქენი ინტერესებისა და სურვილების შესაბამის მოგზაურობას დაგიგეგმავთ. ამ კომპანიის სახით კლიენტებს უკვე ეყოლებათ პირადი ასისტენტი, რომელიც კომპეტენტურად და გონივრულად დაუგეგმავს მას ტურს განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში. ერთი სიტყვით CONCIERGE TRAVEL-ი მოგზაურობის დაგეგმვისას პირადად თქვენთვის შესრულებული შეკვეთის გამოცდილებას შეგიქმნით მომსახურების მაღალი ხარისხის დაცვითა და თქვენი ბიუჯეტის გათვალისწინებით.

M: რა იყო ამოცანა?

ჩემი ამოცანა იყო შემექმნა ბრენდის იდენტობის ე.წ. ხილული ნაწილი CONCIERGE TRAVEL-ისთვის, ანუ მე ვიზრუნე ბრენდის ვიზუალური ელემენტების: ლოგოს, სიმბოლოს, ფერებისა და შრიფტის, ასევე ვებ-გვერდის ინტერფეისის და კორპორატიული საკანცელარიო მასალების დიზაინის შექმნაზე.

ბრენდინგის ვიზულურ მხარეს საუკეთესოდ უნდა გადმოეცა კომპანიის ხედვა, ბრენდის ფასეულობები და მთავარი განმასხვავებელი თვისებები. ერთი სიტყვით ჩემს მიერ შექმნილ დიზაინს უნდა შეექმნა კონკრეტული ემოცია ბრენდის იმიჯთან დაკავშირებით.

M: როგორ მიმდინარეობდა პროექტზე მუშაობა?

რა თქმა უნდა, თავიდან კარგად გავეცანი კომპანიის საქმიანობას და მისიას, ბრენდის პოზიციონირებას, მთავარ განმასხვავებელ თვისესბებს და ფასეულობებს. საერთოდ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კარგად ვიცნობდე ბრედის იდენტობის რაციონალურ მხარეს, რადგან ის ვიზუალური ნაწილის შექმნისთვის ყველაზე კარგი შთაგონების წყაროა.

CONCIERGE TRAVEL-ის ლოგო, სიმბოლო, ფერები და ბრენდის სხვა ვიზუალური ელემენტები გვიტოვებს იმის შეგრძნებას რომ ეს ბრენდი გთავაზობთ მაღალი ხარისხის ტურისტულ მომსახურებას, ერგება თქვენს ინტერესებს და სურვილებს, სანდოა, პროფესიონალია, ორგანიზებულია, დადებითად განგაწყობთ, კარგი გემოვნება აქვს, პატივსაცემია, გიტოვებთ ექლუზიურობის განცდას, ამავდროულად ხემისაწვდომია, ეს ბრენდი გასაღებია თქვენი დაუვიწყარი და კომფორტული მოგზაურობისთვის.

სწორედ გასაღები წარმოადგენს ბრენდის სიმბოლოს, რაც ბრენდის დაპირებსათან, ფასეულობებთან და ასევე სახელწოდებასთან – კონსიერჟთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. არჩევანის წინაშე ვიდექი. ვფიქრობდი ბაფთაზე და გასაღებზე. და ბოლოს არჩევანი მაინც გასაღებზე შევაჩერე, რადგან ეს საგანი უფრო ინტერაქტიულია, ორივე მხარეს მოიცავს კომპანიას და კლიენტს. ანუ მას თქვენი ერთგული კონსიერჟი გადმოგცემთ რომ გახსნათ და აღმოაჩინოთ თქვენთვის ექსკლუზიურად დაგეგმილი მოგზაურობა.

ლოგო კომბინირებული ტიპის არის ანუ ის ე.წ combination mark-ს წარმოადგენს, სადაც შერწყმულია ორივე სიმბოლო და სახელწოდება. სიმბოლოს დიზაინში გამოვიყენე Line Craft-ის ტექნიკა.
concierge-travel

concierge travel 3

concierge travel

concierge travel 2

სრულად: https://www.behance.net/gallery/22573387/CONCIERGE-Travel

განხილვა