in

საკონსულტაციო კომპანია „ანოვამ“ ლოგო და ვიზუალური სტილი განაახლა

კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია „ანოვა“ 2017 წელს, საქართველოში, ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა. კომპანია თანამშრომლობს საფინანსო ორგანიზაციებთან, რითეილისა და ჰორეკა სექტორთან, სტარტაპებთან და კლიენტებს მათზე მორგებულ კვლევებსა და მარკეტინგული/ბიზნეს სტრატეგიების განვითარებაში დახმარებას სთავაზობს.

ანოვამ“ კომპანიის ლოგოსა და სხვა ვიზუალური მასალის სრული რებრენდინგი გააკეთა: რესთაილინგის ფარგლებში, დაიხვეწა ლოგო და შეიქმნა ვიზუალური იდენტობის სისტემა; შეიქმნა ახალი საფირმო სტილი, რომელიც ადვილად დასამახსოვრებელია და უკეთ უზრუნველყოფს ორგანიზაციის ცნობადობა. ახალი ლოგო ორგანზომილებიანია და მინიმალისტური დიზაინითაა შექმნილი. ლოგოზე დატანილია თითის ანაბეჭდი, რაც იდენტობის შეცნობაზე მიუთითებს, გამოყენებული თბილი ყვითელი ფერი კი, კომპანიას მეტად აახლოებს კლიენტებთან. კვლევითი კომპანიის ლოგოს განახლების მიზანი თანამედროვეობასთან უკეთ მორგება, ვიზუალური იდენტობის გამარტივება, განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა და მომავლის ხედვების წარმოჩენაა. თუმცა, ლოგოს ცვლილების მიუხედავად, უცვლელია „ანოვას“ ღირებულებები: მარტივი და სწრაფი კომუნიკაცია, მომხმარებლებთან ინდივიდუალური მიდგომა, ამომწურავი ინფორმაციის ფლობა. რებრენდინგზე დიზაინ კომპანიამ Bold Monkey იმუშავა.

ბიზნეს გარემო, დღეს, ახალი სირთულეების წინაშე აღმოჩნდა, რომლებიც სწრაფ რეაგირებას და სწორ, ქმედით ნაბიჯებს მოითხოვს. ამისათვის, საჭიროა როგორც აწმყოს გაანალიზება, ისე მომავალი გამოწვევებისთვის მომზადება. კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია „ანოვა“ ბიზნესებს ბაზრის ანალიზის, ბრენდის ცნობადობის, გაყიდვების არხების ანალიზის, პროდუქტის განვითარების, მომხმარებელთა კმაყოფილების, მარკეტინგული მაჩვენებლებისა და სხვა მნიშვნელოვანი კვლევების საშუალებით საქმიანობის განვითარებაში ეხმარება. ეს პროცესი კი, ისეთ მნიშვნელოვან კითხვებზე გაგცემთ პასუხს, როგორებიცაა: ვინ არის თქვენი მომხმარებელი? რას და რამდენს ყიდულობს ის? რომელია მისი საყვარელი ბრენდი? რა აძლევს მას მოტივაციას, რომ თქვენი პროდუქტი იყიდოს? რა ფაქტორების გავლენით იყიდის მომხმარებელი თქვენს პროდუქტს მომავალში?

ამის მისაღწევად კი, „ანოვამ“ მონაცემთა შეგროვების ციფრული პლატფორმები შექმნა და დღევანდელი გამოწვევების საპასუხოდ, პარტნიორებს დისტანციური კვლევის თანამედროვე საშუალებებს სთავაზობს.

 

პარტნიორის კონტენტი 

უფასო გარე რეკლამა კომპანიებს, რომლებსაც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეაქვთ წვლილი – Billboards Base-ის კამპანია

ეკატერინე ბერიძის ემოციებით გაცოცხლებული ხელნაკეთი თოჯინები