in

ასეთი იყო 2022 წელი CONTACT-ისთვის

წლის შეჯამების სტატიების სერიის ფარგლებში, დღეს, ვიდეოკონტენტ სააგენტო CONTACT-ის განვლილ თვეებს შევაჯამებთ. 2022 წლის სიახლეებსა და მიღწევებზე CONTACT-ის კრეატივ დირექტორი გოგიტა ჩიკვაიძე გვიყვება.

2022 წელი გამორჩეული იყო გამოწვევების სიმრავლით და ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებით. ასევე, რა თქმა უნდა, ამ წელმა მძაფრი და მტკივნეული ემოციები მოიტანა, რაც უკრაინის საომარ მდგომარეობას უკავშირდება. ამ ყველაფერმა ჩვენი გუნდის წევრებზე, როგორც რიგით ადამიანებზე, ასევე სააგენტოს საქმიანობაზეც იმოქმედა.

CONTACT-მა მზაობა გამოთქვა უკრაინის მხარდასაჭერი კონტენტის უსასყიდლოდ შექმნაზე და ამ ინიციატივის ფარგლებში, არაერთ ფიზიკურ და იურიდიულ პირთან ვითანამშრომლეთ.

ტრადიციულად, ამჯერადაც შევაჯამეთ გასული წელი. კიდევ ერთხელ გადავხედეთ განხორციელებულ პროექტებს და მიღებული სურათი საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ეს ერთ ვიდეორგოლში გავაერთიანეთ.

2022-ში ასობით შემოქმედებით ადამიანთან ვითანამშრომლეთ, განვავითარეთ მეგობარი კომპანიების საკომუნიკაციო პლატფორმები და 15-მდე ახალი პარტნიორიც დავიმეგობრეთ.

2022-მა მკაფიოდ დაგვანახა ახალი შესაძლებლობები და მიგვანიშნა რა შეიძლება იყოს სააგენტოს განვითარების შემდეგი ეტაპი.

ჩვენს ინდუსტრიაში და ასევე CONTACT-ისთვისაც, გასულ წლებთან შედარებით, დამკვეთი კომპანიების მხრიდან იმატა შემოქმედებით კონტენტზე მოთხოვნამ, რომელიც ფოკუსირებულია ხარისხზე და აქვს მკაფიო მიზანი. ვფიქრობ ეს ყველა სააგენტოსთვის სასურველი ცვლილებაა და ჩვენთვისაც იქცა დამატებითი მოტივაციის მიღების წყაროდ.

ეს მიდგომა მომავალში საქართველოს ბაზარს უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს გახდის, რაც სააგენტოს მუშაობის ხარისხსაც მეტად გააუმჯობესებს და მომავალი გეგმების განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

წლის მთავარი გეგმა ქვეყანაში სააგენტოს პოზიციების გაძლიერება და შესაძლებლობების საუკეთესოდ ჩვენება იყო. შედეგად, მივიღეთ პარტნიორების გაზრდილი რაოდენობა და საინტერესო ბრიფები. ვფიქრობთ, გასული წელი CONTACT-ის ისტორიის ახალ ეტაპად იქცა და შეიძლება ერთგვარ ტრამპლინადაც ჩაითვალოს. 

ვიდეოკონტენტი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია კომუნიკაციაში. ჩვენ ამის  შექმნის დღიდან გვჯეროდა და ახლა, არა მხოლოდ გვჯერა, არამედ ვხედავთ და ასევე თვალს ვადევნებთ, რამდენად სწრაფად იმატებს ამ ინსტრუმენტზე მოთხოვნა ბაზარზე. ეს ხდება არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ ევროპაში, აშშ-ში და ზოგადად მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიაში.

გასულმა წელმა კიდევ უფრო კარგად აჩვენა ის ძალა, რაც ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს აქვს და რამდენად ვაძლიერებთ და ვამოტივირებთ ერთმანეთს. მოკლედ ერთმანეთი უფრო მეტად დავაფასეთ. გარდა ამისა,

კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ რამდენად არასტაბილურ სოციო-პილიტიკურ გარემოში ვცხოვრობთ და ვმოღვაწეობთ. ამ პირობებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ერთმანეთის გაძლიერება და საიმედო პარტნიორების მხარდაჭერა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე საზღვარგარეთის ბაზრებზე მხოლოდ ვფიქრობდით, ახლა კი, სააგენტოს შექმნიდან 2 წლის შემდეგ, დარწმუნებულები ვართ ჩვენს ძალებსა და შესაძლებლობებში – ფიქრები კი მიზნებად გადაიქცა. 

2023 წელს, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ადგილობრივი კომპანიებისთვის საუკეთესო მომსახურების გაწევაა, რომ სათქმელი მაქსიმალურად შემოქმედებითად მიაწოდონ მაყურებლებს და მთავარი მესიჯები ეფექტურად მიიტანონ მომხმარებლამდე.

2023 წლის მიზნები უკვე დავისახეთ და შესასრულებლად ახალი ძალებით ვემზადებით. ბოლო ორი წლის მანძილზე მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე, CONTACT-ის გუნდმა შეძლო გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე სანდო  და მოწინავე ვიდეო კონტენტ სააგენტო საქართველოს მასშტაბით (და არა მხოლოდ). ახლა კი გვინდა ეს თამასა შევინარჩუნოთ და საზღვრებს გარეთ მეტად გავიტანოთ.

აღმოჩნდა, რომ ყველაფერი რაც წარმოვიდგინეთ და მიზნად დავისახეთ, ჩვენი გუნდის უდიდესი მონდომებისა და დაუღალავი შრომის შედეგად, რეალურობად იქცა.

შესაბამისად, ახალ წელს ახალი მოტივაციითა და შემართებით ვხვდებით და გვჯერა, რომ 2023 სააგენტოსთვის კიდევ უფრო მეტი წარმატებისა და CONTACT-ის მომტანი იქნება.

აიხდინე ამერიკული ახალი წლის ოცნება კვარიათში, ლიც რეზორტის New York Funky Night გალაზე

Leavingstone: 2022 წლის შეჯამება