in

#პორტფოლიო – 10 ვიდეორგოლი ფროდაქშენ სააგენტო CONTACT-ის ნამუშევრებიდან

„პორტფოლიო მაჩვენეთ“ – თანამშრომლობა, მეტწილად, ამ სიტყვებით იწყება. სააგენტოს ან კონკრეტული სფეროს შემოქმედს, პირველ რიგში, მისი ნამუშევრებით აფასებენ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რუბრიკაში #პორტფოლიო სხვადასხვა სააგენტოსა და შემოქმედებითი სფეროს პროფესიონალების ნამუშევრებს მოვუყაროთ თავი. ამჯერად, ფროდაქშენ სააგენტო CONTACT-მა მოუყარა 1200 ნამუშევრიდან 10 ვიდეორგოლს თავი და სწორედ მათ გაგაცნობთ.

ევექსი კლინიკები – Health Club

„ამ ვიდეორგოლზე მხოლოდ იმის თქმა შეგვძლია რომ რაც დრო გადის უფრო და უფრო მეტად მოგვწონს,“ – გვითხრეს სააგენტოში.

თოდუას კლინიკა – სუსხიან ზამთარში ახალ წელს სითბო ქმნის!

„ვფიქრობთ, ეს ვიდეორგოლი არაერთი საახალწლო კამპანიისა და ვიდეორგოლის შთაგონებად იქცა, რაც კიდევ უფრო გვახარებს. ჩვენი და ZIGZAG კოლაბორაციისთვის დიდი მადლობა ნათია გოგიას.“

ეშლი ჰოუმსთორი – ეს შენი სახლია

„ავეჯის სახლ „ეშლისთვის“ შემქნილი ვიდეორგოლი და მუსიკა ჩვენთვისაც იყო და რჩება მაგალითად, როგორ უნდა ითანამშრომლოს დამკვეთმა, კარგი შედეგის მისაღებად. ყველა ექსპერიმენტში გვერიდით გვედგა და ასე შეიქმნა ეს პროექტი მუსიკოს /კომპოზიტორ ლუასთან ერთად.“

ფარმადეპო – ჩაეხუტე დედას

„ცხოვრებაშიც არაერთხელ გვიფიქრია, რას ვჩუქნით ყველაზე მნიშნველოვანს 3 მარტს დედას. ეს კითხვა ყველა ჩვენგანს უჩნდება. ამ ბრიფის მიღებისას მივხდით ყველაზე მთავარს, რომ ჩახუტებასა და სიყვარულზე დიდი საჩუქარი არაფერია. თითქოს მარტივია, თითქოს, ეს საჩუქარი არცაა, მაგრამ ვფიქრობ თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, ეს დასკვნა დაფუძნებულია დედების პასუხებზე.“

Gepherrini – WHEN INSPIRATION IS LIMITLESS!

გეფერინის ჩინეთის ბაზარზე შესვლა ასე აღნიშნეს.

 

AmEx – ბარათი ყოველდღიურობისთვის

ლიბერთი ბანკი – შაქრო+ნანული=❤️

„რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით ლიბერთი ბანკთან და სწორედ მაშინ შეიქმნა ეს პროექტი, რომელიც მათვისააც დღესაც ლიდერ პოზიციებზეა და იცით რატომ? ნამდვილია/გულწფელია და ესაა მისი მთავარი რეცეპტი.

ჩემი ქალაქი მკლავს

„ორგანიზაციასთან „ჩემი ქალაქი მკლავს“ ერთად ვფიქრობდით, უფრო მეტად როგორ გაგვემახვილებინა ყურადღება ამ პრობლემაზე და შევქმენით ვიდეო, რომელიც ჩვენს ერთ-ერთ განაკუთრებულ ნამუშევრად მიგვაჩნია.“

ფარმადეპო – ზრუნვით იცვლება სამყარო

ამ რეკლამას Ads Of The World-ზეც ნახავთ.

მინერალური წყალი „კობი“ – როცა სიცოცხლე გწყურია

„ეს ვიდეორგოლი იყო ჩვენი პირველი პროექტი, რომელზეც Saatchi & Saatchi Tbilisi-ის კონცეპტის მიხედვით ვიმუშავეთ.“

აქვე, ბონუსად, გიზიარებთ კიდევ ერთ კამპანიას:

არდი – ისევ კარგზე ფიქრით

„არდისთვის შექმნილი ვიდეორგოლი სულ გვახსენებს, რომ კარგზე ფიქრით ყველაფერი საუკეთესო კვლავაც წინ არის!“

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

„ქურდობა“ Old Spice-ის ახალ იუმორისტულ რეკლამაში

ISS-დან გადაღებულ ფოტოზე დედამიწის ატმოსფერო ოქროსფრად ანათებს