in ,

კონტაქტი სამი „კლიკით“

სავარაუდოდ, დაფიქრებულხართ, რამდენ დროს ხარჯავთ სმარტფონის აპლიკაციებზე და თუ დაფიქრებულხართ, გამოდის, დახარჯული დრო საკმაოდ დიდია. მაგრამ გიფიქრიათ, რა გზას გადიხართ საჭირო აპლიკაციის ჩართვამდე? რამდენჯერ გიწევთ აპლიკაციების ჩამონათვალის გადასქროლვა, ან თვალების მოჭუტვა, რომ უამრავ პატარა აიქონში თქვენთვის სასურველი შეარჩიოთ?

როგორც ტევე მარკეტის წამყვანები ამბობენ: ეს უკვე აღარ არის პრობლემა! და შავ-თეთრი კადრი, სადაც ვინმე შეწუხებული სახით დაჰყურებს ტელფონს ფერადდება და ადამიანიც იღიმის.

რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ისეთ აპლიკაციებს, როგორიც facebook ან instagram-ია, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით მათი ადგილმდებარეობა და მარტივად შეგვიძლია მივაგნოთ, რადგან ყოველდღე ვიყენებთ, თუმცა რამდენი ისეთი აპი ავსებს ჩვენივე სმარტფონის მეხსიერებას, რომელიც მხოლოდ ერთხელ გამოვიყენეთ და ველოდებით კიდევ როდის დაგვჭირდება?

მოკლედ, გამოსავალი არსებობს და ეს გამოსავალი Star Phone-ია, ერთი აპლიკაცია, რომელიც გააერთიანებს დანარჩენებს. დაზოგავთ დროს (ნერვებსაც) და გაიმარტივებთ, როგორც ძებნის, ისე ამა თუ იმ აპლიკაციის გამოყენების პროცესს.


თუ ბევრი თავისუფალი დრო, რკინის ნერვები და ისეთი სმარტფონი გაქვთ, რომელშიც ჰაბლის ტელესკოპის სამართავი პროგრამის ჩაწერის შემდეგ, კიდევ დაგრჩებათ ადგილი რამდენიმე ფილმისთვის, Star Phone ნამდვილად არ არის თქვენთვის. თუმცა, თუ ოდესმე საჭირო ბანკის ფილიალის, ან ბანკომატის მოსაძებნად გუგლში რუკა გაგიხსნიათ, რომელიც არასოდეს ისე არ დიდდება, როგორც გსურთ; თუ რომელიმე აპლიკაცია მხოლოდ ერთი ოპერაციის შესრულებისთვის დაგიინსტალირებიათ და თუ კომპანიებთან დასაკავშირებლად მათი ფეისბუქ გვერდის მოძებნა და შემდეგ სადმე, საგულდაგულოდ დამალული ტელეფონის ნომრის აღმოჩენით გამოწვეული „სიხარული“ თქვენთვის უცხო ხილი არ არის, ჩაიწერეთ Star Phone, რადგან ეს ყველაფერია რასაც ეძებთ და ეს ყველაფერი ერთ აპლიკაციაშია მოქცეული.

Star Phone, რომელსაც შეგიძლიათ სტარფოუნი ან სტარ ფოუნი დაუძახოთ (არამც და არამც სტარ ფჰოუნი) სიახლეა ქართულ ბაზარზე, თუმცა უკვე 77 ქვეყანაში წარმატებით უმარტივებს ადამიანებს კომუნიკაციას. ის  გამოირჩევა მარტივი და მეგობრული ინტერფეისით, სადაც შეგიძლიათ ნებისმიერი ინფორმაცია, საშუალოდ, სამი კლიკის დახმარებით მიიღოთ. აპლიკაციაში იპოვით თქვენს საყვარელ და ისეთ კომპანიებსაც, რომლებზეც აქამდე არაფერი იცოდით და აქვე ნახავთ ყველა საჭირო ინფორმაციას მათ შესახებ, ისარგებლებთ მათივე სერვისებით და თუ რომელიმესთან დაკავშირება მოგინდებათ, დაივიწყეთ გუგლი, Star Phone-ს შეუძლია ყველაზე სწრაფად დაგაკავშიროთ თქვენთვის საჭირო კომპანიასთან.

დრო ლიმიტირებული რესურსია, ნუ დახარჯავთ მას ისეთი ინფორმაციის მოძიებაზე, რომელიც ჩვენ უკვე მოვიძიეთ, თქვენთვის დავახარისხეთ და ერთ აპლიკაციაში მოვაქციეთ, აპლიკაციაში, რომელიც ქართულ ბაზარზე მომუშავე კომპანიების ყველაზე დიდი ციფრული ბაზაა და ეს ბაზა შენს სმარტფონშია.

 

[პარტნიორის კონტენტი]

Miami Ad School Tbilisi-ში სწავლა 2020 წლის სექტემბრიდან დაიწყება!

Apple-მა ვირტუალური რეალობის მიმართულებით მომუშავე კომპანია იყიდა