in

როგორ გამოიყურება კონტენტის შემქმნელთა ეკონომიკური მაჩვენებელი

TikTok-ზე წარმატების მიღწევის შემდეგ, თომას პეტროუმ დააარსა Hype House, საკოლაბორაციო სახლი, სადაც ტიკტოკერები ერთად ცხოვრობდნენ, ქმნიდნენ ვიდეოებს და ზრდიდნენ მიმდევრებს პეტროუს ხელმძღვანელობითა და მხარდაჭერით. ის არის ერთ-ერთი იმ მრავალი კონტენტის შემქმნელიდან, რომელმაც სახელი ამ სფეროთი გაითქვა.

პირველ რიგში, ვთქვათ, რა არის შემქმნელთა ეკონომიკა…

ეს ეკონომიკა არის ადგილი, სადაც შემქმნელები კონტენტს აუდიტორიას უზიარებენ და მონეტიზაციის შესაძლებლობების დახმარებით, შემოსავალს გამოიმუშავებენ. ის ასევე მოიცავს იმ ბიზნესებს, რომლებსაც შემქმნელები იწყებენ თავიანთი კონტენტის შემდგომი ზრდისთვის.

შემოქმედი ეკონომიკა ახლა იზრდება. ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია დარჩეთ ხაზზე და არ ჩამორჩეთ მოვლენებს.

შემოქმედთა ეკონომიკის ზოგადი სტატისტიკა, blog.hubspot-ზე დაყრდნობით, ასე გამოიყურება:

  • 18-24 წლის ახალგაზრდების 30% და 25-35 წლის ახალგაზრდების 40% საკუთარ თავს კონტენტის შემქმნელებს უწოდებს.
  • შემქმნელები, ძირითადად, ახალგაზრდები არიან.
  • შემქმნელთა 46,7% სრულ განაკვეთზე უძღვნის ამ საქმეს თავს.
  • შემქმნელთა საუკეთესო წარმომადგენლები არიან საგანმანათლებლო მიმართულების ადამიანები, ბლოგერები, მწვრთნელები, მწერლები და მხატვრები.
  • სრული განაკვეთის შემქმნელები აუდიტორიის ჩართულობისთვის იყენებენ საშუალოდ 3,4 არხს.
  • ყოველკვირეულად, კონტენტის შესაქმნელად დახარჯული დროის საშუალო რაოდენობა 1-5 საათია. 
  • კონტენტის შემქმნელები ამბობენ, რომ მათი მთავარი გამოწვევა ისეთი კონტენტის პოვნაა, რომელიც მათ სწორად წარმოაჩენს.
  • კონტენტის შემქმნელთა 61% ამბობს, რომ აქვეყნებს კონტენტს გასართობად, 34% აქვეყნებს იმიტომ, რომ აღფრთოვანებულია კონტენტით, რომელსაც აზიარებენ და 31% აქვეყნებს კონტენტს ახალი პოტენციური ჰობის გამოსაკვლევად.
  • მარკეტერების 52% ეყრდნობა შემქმნელებს მათი სოციალური საზოგადოების გასაძლიერებლად, ხოლო 41% ამბობს, რომ სურს ითანამშრომლოს კონტენტის შემქმნელებთან მათი ბრენდის ღირებულებების პოპულარიზაციისთვის.
  • კომპანიები ქირაობენ შემქმნელებს, რომ მათთან ერთად შექმნან საგანმანათლებლო შინაარსი. გახსნან პროდუქციის ყუთები და სხვა.
  • კონტენტის შემქმნელთა უმრავლესობა აზიარებს 0-დან 10-მდე დაფინანსებულ პოსტს წელიწადში.

როგორია შემქმნელთა ეკონომიკა ციფრებში

  • შემქმნელთა ეკონომიკა ამჟამად 300-ზე მეტი სტარტაპისგან შედგება. 
  • ბაზრის ზომა დაახლოებით 104,2 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. 
  • კონტენტის შემქმნელებს პირველი დოლარის მოსაპოვებლად საშუალოდ ექვსნახევარი თვე სჭირდება. 
  • კონტენტის შემქმნელები ამჯობინებენ თავიანთი კონტენტის მონეტიზაციას Instagram-სა და TikTok-ზე.
  • დამწყებ შემქმნელთა 59%-ს ჯერ არ გაუკეთებია თავისი კონტენტის მონეტიზაცია.

რატომ მოგვდის საუკეთესო იდეები შხაპის დროს?

4 გზა Email დაგზავნისთვის ეფექტური ტექსტის დასაწერად