in

3 გზა, როგორ დავეხმაროთ დამკვეთებს წარმატების მიღწევაში, კონტენტის საშუალებით

თქვენი მომხმარებლების წარმატებას თქვენს ბიზნესზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. როდესაც ისინი კარგ შედეგებს იღებენ, ერთიმხრივ, უფრო მეტად ყიდულობენ თქვენგან პროდუქტს, მეორე მხრივ კი, თავიანთ მეგობრებს უამბობენ თქვენ შესახებ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

თუმცა, საკმაოდ ბევრი ბრენდი უშვებს ამ შესაძლებლობას და არ ითვალისწინებს მომხმარებლების მხარდაჭერის მნიშვნელობას. შედეგად, მომხმარებელი დაბნეულია – იზრდება მისი ხარჯები და მცირდება მისი მოთხოვნა შესყიდვაზე. ამ გამოწვევის წინ მდგომი დამკვეთის დახმარება კი, კონტენტის საშუალებით, გონივრულად შეგიძლიათ, თუკი სტრატეგიულად დაურთავთ თქვენი მომხმარებლისთვის საინტერესო საკვანძო დეტალებს და ამას გარკვეული ინტენსივობით გააკეთებთ.

მაინც, როგორაა შესაძლებელი კონტენტის გამოყენება მომხმარებლის წასახალისებლად?

აჩვენეთ, როგორ გამოიყენონ თქვენი პროდუქცია

როდესაც აფასებთ თქვენი და მომხმარებლის შეხების წერტილებს, ნუ იფიქრებთ, რომ მომხმარებელმა სრულყოფილად იცის, როგორ გამოიყენოს თქვენი პროდუქტი. ამდენად, არც დამატებითი ახსნა და რჩევა იქნება ზედმეტი. შეხედეთ შემოქმედებითად და იფიქრეთ, რაში შეიძლება გამოიყენოს მომხმარებელმა თქვენი პროდუქტი ისე, რომ ეს მისთვის სრულყოფილი გამოცდილება იყოს. ამისათვის, მარტივი საერთო შეკითხვით დაიწყეთ და შემდეგ გააფართოვეთ შესაბამის მიზანზე ორიენტირებული კონტენტი.

აჩვენეთ, როგორ მიაღწიონ სასურველ შედეგს, თქვენი პროდუქტის გამოყენებით

ხშირად, მომხმარებელი თქვენს პროდუქტს სხვა დეტალებთან კომბინაციაში იყენებს, სასურველი შედეგის მისაღწევად. თქვენ შეგიძლიათ მათი გზამკვლევი იყოთ, როგორ გაზარდონ ეფექტურობა, თქვენი პროდუქტის დახმარებით. ამაზე თქვენს მომხმარებლებთან ერთად იფიქრეთ. მიიღეთ მათგან უკუკავშირი, შეფასება, მოისმინეთ სურვილები. შემდეგ კი, მოამზადეთ კონტენტი, რომელიც მათ საკვანძო შეკითხვებს უპასუხებს. ეს შეიძლება იყოს ვიდეო, სადაც კომფორტულადაა ახსნილი დეტალები. მთელი სტრატეგია მიმართული უნდა იყოს პოტენტენციური მომხმარებლების სწორი აქცენტებით მოზიდვა, რითაც დამკვეთებს თქვენი პროდუქტის საშუალებით მიზნის მიღწევას ასწავლით.

აგრძნობინეთ მხარდაჭერა ახლა, რაც მათ დაბრკოლებების გადალახვასა და წარმატების მიღწევაში დაეხმარება

გარკვეული პროდუქტებისთვის, წარმატებამდე საკმაოდ ბევრი მენტალური დაბრკოლებაა გადასალახი. სწორედ ამიტომ, ზოგიერთი ბრენდი მომხმარებელს საკუთარ კომუნას უზიარებს, რაც ორი კომპანიის მომხმარებელთა ბაზას აერთიანებს.

კომუნის გაზიარების ასპექტის გარდა, შეგიძლიათ პირდაპირ დაუკავშირდეთ საკუთარ მომხმარებლებს, უპასუხოთ მათ კითხვებს რეალურ დროში და ურჩიოთ, როგორ გაუმკლავდნენ გამოწვევებს.

თუკი მომხმარებლების დახმარებას ეცდებით, ყველა მოიგებს – თქვენი დამკვეთებიც კმაყოფილები იქნებიან და თქვენი კომპანიაც შეინარჩუნებს ლოიალურ მომხმარებელს. შედეგად, ყველა მოგებულია.

 

წყარო: Inc



გააუქმე ყველა წესი! – Samsung-ის კამპანია

ერთიანობა, KFC-ის ენაზე