ევროპაში არსებობს ასეთი გაერთიანება Soundreef, რომელიც ყოველთვიურად ზომავს, თუ როგორ იყენებთ მუსიკას YouTube-ზე. იმისათვის, რომ ეს მონაცემები თქვენამდე მოვიდეს, თქვენ უნდა ატვირთოთ მუსიკა ციფრულ მაღაზიებში და გაააქტიუროთ Content ID.
რა არის Content ID?
Youtube-ზე მილიონობით ვიდეოა. კონტენტის ადვილად იდენტიფიცირებისთვის და მის სამართავად, საავტორო უფლებების მფლობელებს შეუძლიათ გამოიყენონ სისტემა სახელწოდებით Content ID.
Youtube Content ID არის თქვენი ტრეკის რეალური მაჩვენებელი. ის საშუალებას აძლევს Youtube-ს დააკავშიროს ტრეკები მათი უფლებების მფლობელებთან. ეს სიმღერების ავტორებსა და გამომცემლებს საშუალებას აძლევს, მასშტაბურად და ავტომატიზირებულად შეძლონ იდენტიფიცირება ნებისმიერი Youtube ვიდეოსი, რომელიც თქვენს საკუთრებაში არსებულ კონტენტს მოიცავს.
Content ID-თან მუშაობით, Youtube-ს შეუძლია მოძებნოს თქვენი მუსიკა იმ ვიდეოებში, რომლებიც თქვენ (ან სხვა მომხმარებლებმა) გადაწყვიტეთ აგეტვირთათ. წარმატებული აღმოჩენის შემდეგ, Youtube აცნობებს ყველა მფლობელს, რომლის შესახებაც აქვს ინფორმაცია.
ამ შემთხვევაში, საავტორო უფლებების მფლობელებს აქვთ სამი ვარიანტი:
- სთხოვონ Youtube-ს რეკლამის ინტეგრაცია ვიდეოში, რეკლამიდან მიღებული შემოსავლის წილის სანაცვლოდ;
- მისცენ უფლება Youtube-ს, გახადოს ვიდეო ხელმისაწვდომი რეკლამის გარეშე;
- სთხოვონ Youtube-ს, წაშალოს ვიდეო.
როგორ მუშაობს?
Youtube-ის Content ID სისტემა გარანტიას აძლევს უფლებების მფლობელებს, მუსიკის გამოყენებას რეალურ დროში ადევნონ თვალი და წვდომას უხსნის შემდეგ სერვისებზე: მონეტიზაცია და გამოყენების მონიტორინგი. Content ID გთავაზობთ ეფექტურ საავტორო კაპიტალიზაციას კრეატორებისა და შემსრულებლებისთვის, ასევე, წაშლის ალტერნატივას, თქვენი მუსიკის თქვენი ნებართვის გარეშე გამოყენებისას.
შესაძლოა, უკვე არის თქვენი კონტენტი Content ID-ის ნაწილი. ზოგმა კომპოზიტორმა არც იცის, რომ მისი მუსიკა უკვე არის Content ID სისტემაში.
თუ აქამდე გქონიათ გამოცდილება და გადაწყვიტეთ თქვენი მუსიკის გამოქვეყნება ციფრული დისტრიბუტორის საშუალებით, რომელიც Content ID-ის გააქტიურებას უზრუნველყოფს, თქვენი ტრეკები უკვე შეიძლება იყოს Youtube-ის მონაცემთა ბაზაში. ბევრი კომპოზიტორი ამაზე მაშინ გებულობს, როცა საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ შეტყობინებას იღებს საკუთარ Youtube არხზე. სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევებში არც ისე ადვილია დეტალების მიღება იმ პირობების შესახებ, რომლებიც არეგულირებს თქვენი ტრეკის გამოყენებას.
ხშირად, Youtube-სა და ციფრულ დისტრიბუტორებს შორის შეთანხმებები მიღებულია და თქვენ შეიძლება უარი მიიღოთ კონტენტზე წვდომაზე.
ამიტომ, თქვენთვის მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ თქვენი კომერციული პარტნიორების გამჭვირვალობას. იკონტაქტეთ პროაქტიულად თქვენს ლეიბლთან და/ან ციფრულ დისტრიბუტორთან, რომელსაც ენდობით, დარწმუნდით, რომ თქვენ გაქვთ წვდომა გადაწყვიტოთ როდის, როგორ და თუ აძლევთ უფლებას მესამე მხარეებს ატვირთონ თქვენი კონტენტი Youtube-ზე.
როგორ მოვითხოვოთ Youtube-ის Content ID-ის გააქტიურება?
პლატფორმის Help განყოფილებაში შეგიძლიათ იპოვოთ კონტენტის იდენტიფიკაციის აპლიკაცია. ესაა პირველი ნაბიჯი სერვისზე წვდომისკენ.
მოთხოვნის ფორმის შევსება საკმაოდ მარტივია: თქვენ მოგიწევთ მიუთითოთ საკონტაქტო ინფორმაცია, საავტორო უფლებებით დაცული კონტენტის ოდენობა და მიზეზები, რის გამოც გადაწყვიტეთ გამოიყენოთ Content ID სისტემა.
გახსოვდეთ: მოთხოვნის ფორმის შევსება ავტომატურად არ იძლევა Content ID-ის გააქტიურების გარანტიას. თავად Youtube-ის ცნობით: „YouTube ანიჭებს Content ID-ს მხოლოდ საავტორო უფლებების მფლობელებს, რომლებიც აკმაყოფილებენ კონკრეტულ კრიტერიუმებს“. მაგალითად, თუ Youtube მიიჩნევს, რომ არ მიაწოდეთ საკმარისი მტკიცებულება თქვენი საკუთრების შესახებ, შეიძლება უარყოს მოთხოვნა.
ამ ტიპის ხელსაწყოებზე წვდომა არ არის თანაბრად სიცოცხლისუნარიანი დიდი და პატარა სიმღერების ავტორებისთვის და გამომცემლებისთვის. აპლიკაციის პროცესებმა, ფაქტობრივად, შეიძლება განსაკუთრებული უპირატესობა მისცეს იმ უფლებების მფლობელებს, რომლებიც ფლობენ კონტენტის უფრო ფართო სპექტრს.
მათთვის, ვინც უარი მიიღო, არსებობს ალტერნატიული სერვისები, როგორიცაა Youtube კონტენტის გადამოწმების პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს უფლებების მფლობელებს შესთავაზოს შესაძლებლობა მოითხოვონ წაშლის შეტყობინებები, უკანონოდ ატვირთული ვიდეოებისთვის, რომლებიც შეიცავს მათ კონტენტს.
საუკეთესო გამოსავალი დამოუკიდებელი მუსიკალური კრეატორებისთვის, რომლებსაც Content ID-ის გააქტიურება სურთ, არის შუამავალთან მუშაობა, როგორიცაა ციფრული დისტრიბუტორი, რომელიც უზრუნველყოფს Youtube Content ID-ს მოწოდებულ სერვისებს შორის.
წყარო: soundreef