in

რეალურ მაგალითებზე დაყრდნობილი 5 გაკვეთილი კონტენტ მარკეტინგის შესახებ

რა განასხვავებს ყველაზე წარმატებულ კონტენტ მარკეტერებს კონკურენტებისგან? 

მათ არ სურთ უბრალოდ შეინარჩუნონ წარმატება. პირიქით, ისინი ავითარებენ თავიანთ შესაძლებლობებს, იმეორებენ შემოქმედებით მიღწევებს და აფართოებენ ღირებულებებს, რომლებსაც ისინი აუდიტორიას აწვდიან.

წარმოგიდგენთ 5 ნიმუშს, რომელმაც კონტენტის მარკეტინგის 2022 წლის დაჯილდოებაზე ჯილდოები უკვე აიღო:

ჩადეთ ინვესტიცია იმაში, რომ გახდეთ სანდო ინფორმაციის წყარო

კლივლენდის კლინიკის Health Essentials ბლოგი დიდი ხანია აღიარებულია, როგორც კონტენტ მარკეტინგის წარმატების ისტორია. მისი კონტენტ მარკეტინგის აღმასრულებელი დირექტორი, ამანდა ტოდოროვიჩი 2016 წლის Content Marketer-ის ჯილდოს ფლობს. 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მისმა გუნდმა გააფართოვა ბრენდის ვებსაიტი და დაამატა ჯანმრთელობის ბიბლიოთეკა. ეს არის ონლაინ ენციკლოპედია, რომელიც მომხმარებლებს ნამდვილად შეუძლიათ გამოიყენონ. Google ძიებებიდან ნაჩვენები იყო, რომ 2021 წელს კლივლენდის კლინიკის მთავარ ვებსაიტზე ტრაფიკის 80%-ზე მეტი მოდიოდა ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის შესახებ. კონტენტ მარკეტინგის გუნდში წერის მიმართულების პერსონალი სამჯერ გაიზარდა და SEO გუნდი 16 ადამიანამდე გაფართოვდა. ამ რესურსების გამოყენებით კლივლენდის კლინიკამ თავისი ჯანმრთელობის ბიბლიოთეკა უფრო ყოვლისმომცველ და კონკურენტუნარიან რესურსად აქცია და 2021 წელს 2000-ზე მეტი ახალი სტატია გამოუშვა.

ამანდა ამბობს, რომ მთავარი იყო კონტენტის გუნდი დარჩენილიყო ორიგინალური, მარტივი სტრატეგიის ერთგული.

იპოვეთ ნიშა

Foundry 360-მა, ინდუსტრიული სავაჭრო გამომცემლის Dotdash Meredith-ის შიდა კონტენტის სააგენტომ, გამოავლინა აუდიტორიის ნიშა შინაურ ცხოველთა საზოგადოებაში – ადამიანები, რომლებსაც ჰყავთ კატები და ძაღლები. 2021 წლის მაისში, მაღალი დონის ნაციონალური ბრენდის Mars Petcare-ის სპონსორთან ერთად, მათ გამოუშვეს ბეჭდური ჟურნალი Paw Print, რომელიც წელიწადში ორჯერ გამოდის.

შინაურ ცხოველებთან დაკავშირებული კონტენტი ინტერნეტში ძალიან გავრცელებულია. კითხვებზე პასუხების მისაღებად, შინაური ცხოველების მფლობელებს შეუძლიათ, გაეცნონ მილიონობით ვებგვერდს, რომელიც შესთავაზებს რჩევებს, პროდუქტის ინფორმაციას და სხვა.

ჟურნალმა Paw Print მოიპოვა პირველი ადგილი კონტენტ მარკეტინგის კონკურსში და ახალი ბეჭდური პუბლიკაციების კატეგორიებში. 

გამოიყენეთ თქვენი ბრენდის ხმა საუბრის გასაჩაღებლად

2021 წლის ივნისში AT&T-მა გამოყო 750,000 აშშ დოლარი The Trevor Project-ის მხარდაჭერისთვის, ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს სუიციდის პრევენციას და კრიზისულ ინტერვენციას LGBTQ ახალგაზრდებისთვის. ამ ვალდებულების ხაზგასასმელად, AT&T და სააგენტო Hearts & Science პარტნიორობდნენ მედია კომპანია ATTN-თან, სადაც ზიარდებოდა რეალური ცხოვრებისეული ისტორიები ტრანს, არაბინარული და გენდერული შეუსაბამობის საზოგადოების წევრებისგან.

The Love Connection არის დაუმუშავებელი დოკუმენტური სტილის სერია, რომელიც მოაქვს ძალიან საჭირო ინფორმირებულობა იმ უსამართლობის შესახებ, რომელსაც ხშირად განიცდიან აღნიშნული საზოგადოების წევრები. თითოეული ვიდეო მოგვითხრობს ადამიანის ისტორიას AT&T ბრენდის საკვანძო გზავნილითა და დახვეწილი აქცენტით კავშირის შენარჩუნების მნიშვნელობაზე.

ვიდეოების გმირები, მიუხედავად ნეგატიური დამოკიდებულებისა ხალხის მხრიდან, მოუწოდებენ სხვებს „იცხოვრონ საკუთარი პირობებით“. ამ კამპანიამ  გამოიმუშავა უაღრესად დადებითი შედეგები ბრენდისთვის, მისი მედია პარტნიორისთვის და The Trevor Project-ისთვის. Content Marketing Awards-ში ვიდეომ Love Connection 1-ელი ადგილი დაიკავა.

აუდიტორიის ნდობის გასამყარებლად შეინარჩუნეთ თბილი დამოკიდებულება მასთან

ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ კრონის დაავადებითა და წყლულოვანი კოლიტით ხშირად გრძნობენ თავს იზოლირებულად და მათი ხშირად არ ესმით. ნაწლავის ამ ქრონიკული ანთებითი დაავადებების სიმპტომები არაპროგნოზირებადია, რაც არღვევს ყოველდღიურ საქმიანობას. 

ამ პაციენტების მხარდასაჭერად და ინსპირაციის მიზნით, რომ მართონ თავიანთი სიმპტომები უფრო ეფექტურად, კონტენტ მარკეტინგის სააგენტო The Fat Lady-მ შექმნა ორი ბლოგი თავისი ფარმაცევტული კომპანიის კლიენტისთვის, Takeda: Wijhebbencrohn და Wijhebbencolitis (ორივეზე წვდომა შესაძლებელია wijhebbencrohn.be-ის საშუალებით).

ორივე ბლოგი რეალური პაციენტების პირადი ჩვენებებით არის შევსებული. ის ქმნის ღია, დამხმარე სივრცეს, სადაც პაციენტებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ სხვებს, რომლებსაც ესმით, თუ რას განიცდიან, და მათ მეგობრებსა და ახლობლებს შეუძლიათ გაიგონ, თუ რას განიცდიან.

ოთხი წლის განმავლობაში Takeda გაიზარდა 50-ზე მეტ რეგულარულ კონტრიბუტორამდე. საიტი აღწევს 213000-ზე მეტ ვიზიტორს წელიწადში, აქედან 70% კი ორგანულად შემოდის.

Takeda-მ მოიპოვა პირველი ადგილი ბლოგის კატეგორიაში, Content Marketing Awards-ში.

შემოიტანეთ ინოვაცია იქ, სადაც საფუძველი მყარია

როგორ აღწევს ძლიერი და გავლენიანი B2B ბრენდი ზრდის ამბიციურ მიზნებს, მიუხედავად ხანგრძლივი გლობალური პანდემიისა, რომელიც აფერხებდა ცოცხალ ღონისძიებებზე დასწრებას?

2021 წლის აგვისტოში კომპანია Salesforce-მა გამოუშვა Salesforce+, ინოვაციური, ბიზნესზე ორიენტირებული კონტენტის სერვისი. ის აერთიანებს 12 მაუწყებლობას პირდაპირი ღონისძიებებისთვის და 14 ორიგინალურ სერიას, რომელიც Salesforce-მა შექმნა ნულიდან.

ამ პლატფორმის ინსპირაცია დაკვირვებით მოვიდა: Salesforce-ის B2B აუდიტორია სულ უფრო მეტად ამჯობინებს ვიდეოთი ჩართვას, ვიდრე სხვა საკომუნიკაციო ფორმატს. ბრენდმა თავისი ცოცხალი გამოცდილების უმეტესობა ციფრულზე გადაიტანა, რადგან მან დაიწყო ვიდეოზე ორიენტირებული პროგრამირება. Salesforce ამბობს, რომ თავდაპირველმა შედეგებმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა მათ ტრაფიკს და მომხმარებლის ჩართულობის მოლოდინს. ბრენდი ასევე ემზადება პლატფორმის მახასიათებლებისა და ფუნქციონირების გაუმჯობესებისთვის.

Salesforce+-მა მოიპოვა საუკეთესო ჯილდოები კონტენტ მარკეტინგის პროგრამაში და ვიდეოს გამოყენებისთვის კონტენტ მარკეტინგის კატეგორიებში.

ხელოვნური ფოთოლი მზის სინათლის ენერგიას საწვავად გარდაქმნის

მანქანები, რომლებმაც მე-20 საუკუნის აშშ-ის ავტოისტორია დაწერეს