in

კონტენტ მარკეტინგის 5 ტრენდი, რომელიც 2023 წელს უნდა გაითვალისწინოთ

ჯერ კიდევ 1999 წელს ჯეფ ქენონმა დაწერა: კონტენტ მარკეტინგში კონტენტი იმისათვის იქმნება, რომ ადამიანებს ის ინფორმაცია მივაწოდოთ, რომლისკენაც მიისწრაფვიან. უკვე საუკუნის თითქმის მეოთხედის გასვლის შემდეგ კი, გასაოცარია, თუ რამდენი მარკეტერი აწყდება ამ პირველ დაბრკოლებას. დიახ, ისინი გვაწვდიან ინფორმაციას, მაგრამ ეს არ არის ის, რასაც დღეს მკითხველი ეძებს. 

კონტენტ მარკეტერები, რომლებიც მხოლოდ შიდა მხარეებს აკვირდებიან, ანუ რა შეუძლიათ თქვან საკუთარი ბიზნესის შესახებ, რატომ არის მათი პროდუქტი თუ მომსახურება ღირებული და რა სარგებელს მისცემს მათი შეთავაზება მომხმარებლებს, ყოველთვის წააგებენ იმ მარკეტერებთან, რომლებიც გარე ფაქტორებს აქცევენ ყურადღებას, მაგალითად, რა აინტერესებს მის სამიზნე აუდიტორიას, რას ეძებენ ისინი, რაში ჩართვას ისურვებდნენ…

უნდა ვაღიაროთ — ერთ-ერთი გზა იმისათვის, რომ თქვენი სამიზნე აუდიტორიისთვის რელევანტური დარჩეთ, არსებული ტრენდების გამოყენებაა. ხოლო მომავალ წელს კონტენტ სტრატეგიის წარმართვა რომ გაგიმარტივდეთ, ქვემოთ მოცემულ კონტენტ მარკეტინგის 2023 წლის სავარაუდო ტრენდებს უნდა გაეცნოთ:

1. ელექტრონული ვაჭრობა

ელექტრონული ვაჭრობა რეკორდული სიჩქარით განაგრძობს ზრდას. Morgan Stanley-ის კვლევის თანახმად, 2026 წლისთვის Ecommerce ყველა ტიპის საცალო ვაჭრობის 36%-ს შეადგენს, რადგან დღეს მოხერხებულობას უფრო და უფრო მეტი მყიდველი ანიჭებს უპირატესობას. ბუნებრივია, ამასთან ერთად, ონლაინ საცალო ვაჭრობის ბრენდებს შორისაც გაიზრდება კონკურენცია. აქ კი მარკეტერები იმ კონტენტისკენ უნდა ისწრაფოდნენ, რომლებიც შემდეგ საკითხებს ეხება:

  • ჰიბრიდული ვაჭრობა
  • პერსონალიზაცია
  • სოციალური ვაჭრობა 
  • Live shopping

2. მეტავერსი და თამაშები

ალბათ, ბევრ თქვენგანს სმენია, რომ აუდიტორიას იქ უნდა შეხვდეთ, სადაც არის და თუ დღეს მარკეტერებს სერიოზულად აქვთ განზრახული ახალგაზრდებთან წვდომა, მაშინ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეტავერსში შესვლის დროა. ეს უკანასკნელი სწორედ Z თაობაში სარგებლობს დიდი პოპულარობით, ვირტუალური სივრცეა, სადაც ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან, ეთამაშებიან, ურთიერთობენ, ევაჭრებიან და ა. შ. ინტერნეტის Web2 ეპოქიდან Web3 ეპოქაზე გადასვლას ეხება, რომლის მიღმაც არცერთი მარკეტერი უნდა დარჩეს. 

მკითხველებს არა მარტო აინტერესებთ, რას ნიშნავს მეტავერსი ინდუსტრიისთვის, არამედ ისიც, თუ როგორ შეუძლიათ მათ ბრენდებს აქ წარმატების მიღწევა. ასე რომ, 2023 წელს ბრენდები მოქმედ რჩევებს მოძებნიან იმისათვის, თუ როგორ მოხვდნენ მეტავერსში, როგორ დახვეწონ თავიანთი სტრატეგიები და მარკეტინგული შესაძლებლობები ვირტუალური სამყაროსთვის. იქნება ეს თამაშში არსებული რეკლამები, აუდიო რეკლამების შესაძლებლობები თუ ვირტუალურ ინფლუენსერთა მარკეტინგი. 

3. მონაცემები და კონფიდენციალურობა

Google-მა ამ წლის დასაწყისში უკვე გამოაცხადა, რომ ისინი ე. წ. მესამე მხარის ქუქიებს 2024 წლამდე ისევ გამოიყენებენ, რითაც ინდუსტრიას მისცემენ მეტ დროს კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული თვალთვალის საწინააღმდეგო ინოვაციებისთვის… თუმცა მიუხედავად ამისა, უნდა ვაღიაროთ, რომ „ქუქიები“ ერთ დღეს მაინც წარსულს ჩაბარდება. 

ამას დამატებული Apple-ის App Tracking Transparency (ATT) და შეგვიძლია ვთქვათ, რომ აუდიტორიის მონაცემების შედარებით მარტივად შეგროვების, გაზომვისა და გამოყენების პროცესი დასრულდება. 2023 წლიდან კი მარკეტერები ამ სიცარიელის შესავსებად უნდა მოემზადონ, რაშიც მათ კვლავ კონტენტი დაეხმარება. 

გარდა იმისა, თუ როგორ მიიღონ „ქუქის“ მონაცემები, მარკეტერები იმასაც უნდა დააკვირდნენ, როგორ გაანალიზონ არსებული მონაცემები საუკეთესოდ. ციფრულ მარკეტერთა 76% ამბობს, რომ ისინი ე. წ. ატრიბუციის მოდელებს იყენებენ, თუმცა ეს ანალიზის პროცესს ართულებს. 2023 წელს კი მათ ზუსტად ის კონტენტი უნდა მოძებნონ, რომლებიც ატრიბუციის გამოწვევების დაძლევაში დაეხმარებათ.

აქ კიდევ ერთი შესაძლებლობა ისეთი გასართობი კონტენტია, რომელშიც ჩართვის სურვილი სხვებსაც გაუჩნდებათ. ხოლო იმისათვის, რომ კონტენტ მარკეტერები სხვებისგან გამოირჩეოდნენ, მათ მიერ შექმნილი კონტენტი ხელმისაწვდომი, ყოვლისმომცველი და პიროვნების მქონე უნდა იყოს. 

4. აუდიო

დიახ, 2022 წელი აუდიო კონტენტის მიმართ მზარდი ინტერესით გამოირჩევა. ალბათ, აქ პოდკასტები გახსენდებათ, რომელთა რაოდენობაც საგრძნობლად იზრდება. ეს ბრენდებისთვის ახალ ნიშასაც წარმოადგენს, სადაც მათ აუდიტორიის ჩართვის შანსიც ეძლევათ. მარკეტერებმა კი უნდა გაიაზრონ, როგორ გააკეთონ რეკლამები საუკეთესოდ პოდკასტებში, როგორ უზრუნველყონ ბრენდის შესაბამისობა და როგორ გაზომონ შედეგები. მათ უნდა ესმოდეთ, როგორ შეუძლიათ მათივე ბრენდებს ეფექტური პოდკასტის კონტენტის სტრატეგიის გამოყენება. 

თუმცა ეს არ არის ერთადერთი სივრცე, სადაც აუდიო წარმატებულია. აქ სათამაშო ინდუსტრიაში რეკლამების გაშვებაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, ბრენდები არა მხოლოდ ვიზუალური, არამედ აუდიო რეკლამებისკენაც მიისწრაფვიან. AudioMob-ისა და YouGov-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მობილური მოთამაშეების 75% ვიდეოებში აუდიო რეკლამას ანიჭებს უპირატესობას.

5. ინფლუენსერთა მარკეტინგი

უნდა ვაღიაროთ, რომ ინფლუენსერთა აღქმა ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა, თუ ადრე ისინი უბრალოდ არაფრისმცოდნე ადამიანებად მიიჩნეოდნენ, რომლებსაც პოპულარობის გარდა არაფერი სურდათ, დღეს მათ ჩვეულებრივ გამომცემლებად თვლიან. დიახ, ეს რადიკალური ცვლილებაა და სრულად ეწინააღმდეგება წარსულში გაჟღერებულ მოსაზრებებს… ისინი სხვა გამომცემლების მსგავსად, იყენებენ კონტენტს, რათა ააგონ და შეინარჩუნონ რელევანტური აუდიტორია. ბრენდებისთვის კი ეს უკანასკნელი უმნიშვნელოვანესი საკითხია. 

მიუხედავად ამისა, ინფლუენსერთა მარკეტინგი ჯერ მაინც საწყის ეტაპზეა. ბრენდებმა, რომელთაც მისი გამოყენება სურთ, უნდა იცოდნენ, როგორ იპოვონ სწორი ინფლუენსერი, უნდა აირჩიონ მიკრო თუ მაკრო-ინფლუენსერი, ფასიანი თუ ბრენდირებული კონტენტი? რომელი სოციალური მედიაა მათთვის ყველაზე ეფექტური? და ა. შ. მაგრამ ამ პრაქტიკული კითხვების მიღმა, მარკეტერები სულ უნდა აკვირდებოდნენ, როგორ ახერხებს ინფლუენსერთა მარკეტინგი განვითარებას… 

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2022-ის კონკურსი დასრულდა

მეცნიერებმა 3D ბეჭდვის ტექნიკით სისხლძარღვები შექმნეს!