in

კონტენტ მარკეტინგის მნიშვნელობა თანამედროვე მარკეტინგში

წლიდან წლამდე, ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა ასტრონომიულად იზრდება, შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ინფორმაციასთან ადამიანებს უფრო მარტივად და სწრაფად აქვთ წვდომა. სწორედ ამიტომ, ტრადიციული მარკეტინგის ეფექტურობა იკლებს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

როდესაც მომხმარებელი იღებს რაიმე ნივთის ან სერვისის ყიდვის გადაწყვეტილებას, მცირე კვლევის ჩასატარებლად ინტერნეტს მიმართავს — საძიებო სისტემის ან უბრალოდ ფეისბუქზე მეგობრებში შეკითხვის დასმით, ხერხი ბევრია. შესაბამისად, მათზე სტანდარდული რეკლამებით ზეგავლენის მოხდენა რთულდება და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გართულდება.

ერთ-ერთი პასუხი ამ ტიპის გამოწვევაზე არის კონტენტი მარკეტინგი.

რას ნიშნავს კონტენტ მარკეტინგი?

ეს ტერმინი პირველად ჰაბსპოტმა დაამკვიდრა. კონტენტ მარკეტინგი არის მომხმარებლისთვის ფასეული, რელევანტური და საინტერესო კონტენტის წარმოება და დისტრიბუცია ციფრულ თუ არაციფრულ არხებში. კონტენტ მარკეტინგის სტრატეგიის მეშვეობით, მარკეტერებმა უნდა შეძლონ მომხმარებლების მოზიდვა, კონვერტაცია და მათში ლოიალურობის გაჩენა.

კონტენტ მარკეტინგი არ უნდა გავაიგივოთ ციფრულ ან სოციალურ მედია მარკეტინგთან.

დიდი ალბათობით, მარკეტერების უმრავლესობა იყენებს კონტენტ მარკეტინგის ელემენტებს თავის კომუნიკაციაში. თუმცა, ისევე როგორც ყველა სფეროში, მარკეტინგშიც მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობა და სტრატეგიის ქონა.

სანამ კონტენტის წარმოებას დაიწყებთ, ჯერ სტრატეგია უნდა შეიმუშავოთ.

  • რა არის ბიზნესის მიზანი?
  • რა არის მარკეტინგის მიზანი?
  • რა არის კონტენტ მარკეტინგის მიზანი?

პირველ რიგში, ამ სამ შეკითხვაზე უნდა გასცეთ პასუხი. შემდეგ უნდა დაადგინოთ, ვინ არის თქვენი მომხმარებელი, რა ტიპის ინფორმაციას ეძებს და რა ტიპის კონტენტით შეგიძლიათ დააკმაყოფილოთ მათი ინტერესი.

კონტენტ მარკეტინგი გულისხმობს, შეწყვიტოთ თქვენი სერვისისა და პროდუქციის აგრესიული, პირდაპირი შეთავაზება და გახდეთ მომხმარებლების მეგობრული მრჩეველები.

მაგალითად, ვინმე ქალბატონი ქეთევანი ეძებს ახალ სარეცხ მანქანას. ბილბორდებზე, ინტერნეტში, ტელევიზორში უამრავი რეკლამა ესმის, უამრავი შეთავაზებებითა და აქციებით. ქეთევანისთვის მნიშვნელოვანია, შეიძინოს სარეცხი მანქანა, რომელიც იოლად არ გაფუჭდება. როგორ მოვერგოთ ქეთევანის სურვილებს? ერთ-ერთი გზა არის, გამოიყენოთ ციფრული პლატფორმა, იმისთვის, რომ მომხმარებლებს აუხსნათ, რატომ ფუჭდება მაცივრები და როგორ უნდა აირიდონ ეს თავიდან. ნუ დაუწყებთ იმის მტკიცებას, რომ თქვენი მაცივარი ყველაზე გამძლეა, მას მსგავსი წინადადება მრავალჯერ აქვს მოსმენილი. როდესაც ქეთევანი თქვენი მეშვეობით საჭირო და საინტერესო ინფორმაციას მიიღებს, გაუჩნდება ნდობა ბრენდის მიმართ.

რა ტიპის კონტენტი შეგიძლიათ შესთავაზოთ მომხმარებელს?

ინფორმაციული პოსტები, ვიდეო ტუტორიალები, ბლოგი, 1-2 წინადადებიანი სწრაფი რჩევები, რეალური ქეისები, კვლევები,  გზამკვლევები, პრეზენტაციები, ინფოგრაფიკები და ა.შ.

კონტენტი მრავალი სახის არსებობს, მთავარია, მისი შედგენისას გონებაში გაიხსენოთ შეკითხვა: “რაში გამოადგება ეს ჩემს მომხმარებელს?” თუ ამ კითხვაზე პასუხი არ გაქვთ, ესე იგი, რაღაც უნდა შეცვალოთ.

არის თუ არა კონტენტ მარკეტინგი შედეგიანი?

ამ შეკითხვაზე დადებითი პასუხი მრავალი ფაქტით შეიძლება დავამტკიცოთ.

  • 200 მილიონ ადამიანზე მეტი იყენებს ad-blocker-ს, რაც თქვენს ონალინ რეკლამას ტყუილად გაფლანგულ ფულად აქცევს.
  • კონტენტ მარკეტინგის გამოყენებით, ვებსაიტს საშუალოდ 8-ჯერ მეტი ადამიანი სტუმრობს, ვიდრე ტრადიციული ონლაინ რეკლამის გამოყენებით.
  • კონტენტ მარკეტინგის ხარჯი საშუალოდ 62%-ით ნაკლებია, ვიდრე ტრადიციული მარკეტინგის, შედეგი (რაც დაინტერესებული პირების რეალურ მომხმარებლებად გადაქცევაში გამოიხატება) კი სამჯერ მეტია.
  • მარკეტერები, ვინც კონტენტ მარკეტინგის სტრატეგიას იყენებენ, იზიდავენ ექვსჯერ მეტ მომხმარებელს, ვიდრე ისინი, ვინც არა.
  • კონტენტ მარკეტინგი არის უფრო პერსონალიზირებული და მომხმარებელზე მორგებული, შესაბამისად, ემოციური კავშირი ბრენდთან არის ბევრად მტკიცე, ვიდრე ტრადიციული რეკლამით.

 

ავტორი: გვანცა გარმელია – მარკეტერი



საერთაშორისო ორგანიზაცია Research House-ის დაკვეთით საქართველოს შესახებ ილუსტრაციები შეიქმნა

ზეწოლა ქალბატონებზე და ოჯახის შექმნისთვის განსაზღვრული ვადები – SK-II-ს საპროტესტო ვიდეორგოლი