in

კონტენტ მარკეტინგის 6 გამორჩეული მაგალითი

რა ქმნის დიდებულ კონტენტ მარკეტინგს? ეს კითხვა ალბათ ბევრჯერ დაგისვამთ საკუთარი თავისთვის. პლატფორმამ contentmarketinginstitute გამოავლინა თავისი რჩეულები 2022 წელს და წარმოგიდგენთ მათ, როგორც კონტენტ მარკეტინგის კარგ ნიმუშებს.

Salesforce

Salesforce-მა გამოაქვეყნა ვიდეოების სერია #BossTalks, რომელშიც კომპანიის ბიზნეს ოფიცერი მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილავდა მნიშვნელოვან საკითხებს თავისი საქმიანობის გარშემო. კომპანიის მენეჯმენტი განმარტავს, რომ მათ ეს სერია დაინახეს, როგორც გზა LinkedIn-ის მომხმარებელთა ახალი ჯგუფისკენ, იმის საჩვენებლად, თუ რას აკეთებს Salesforce. Salesforce-ს ასევე ესმის კომპანიის ბლოგზე ამ ინტერვიუების გამოქვეყნების ძალა, რაც შედეგებითაც მტკიცდება. ბლოგების გვერდების ნახვებმა მოლოდინს 15%-ით გადააჭარბა.

რობ ბედო

მეორე მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ რეჟისორი რობ ბედო. როდესაც NBC Universal-მა Sports Engine შეიძინა, ბედომ თავის თავზე აიღო მისია –  მოეზიდა ახალგაზრდები ოლიმპიადაზე. 

ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც NBC-მა შეიძინა Sports Engine, ვებპროგრამული უზრუნველყოფის და მობილური აპლიკაციების პროვაიდერი ახალგაზრდებისთვის, მოყვარულთა და პროფესიონალური სპორტისთვის და შექმნა NBC Sports Next, ახალგაზრდებზე ორიენტირებული პლატფორმა, რომელიც ოჯახებსა და ბავშვებს სპორტთან უფრო დააახლოებდა. 

რობმა ასევე შეიმუშავა 122-გვერდიანი ციფრული სახელმძღვანელო ბავშვებისთვის, რომელიც მოიცავდა ახსნა-განმარტებებს, სპორტსმენების ისტორიებს, კროსვორდებს, თავსატეხებს და სხვა. ამ წიგნმა 10000-ზე მეტი ჩამოტვირთვა მოიპოვა და შემოვიდა მოთხოვნაც, რომ მსგავსი ნამუშევარი პეკინისთვის გაკეთებულიყო. რობმა და მისმა პატარა გუნდმა არც ეს დაიზარეს და 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადისა და პარაოლიმპიადისთვის სწრაფად დაამუშავეს ახალი გზამკვლევი, რომელიც 12000-ზე მეტჯერ ჩამოტვირთეს. 

მეტიც, ცოტა ხნის წინ მოეწყო ღონისძიება, სადაც გზამკვლევების ბეჭდური ვერსიები წარადგინეს და მათზე მოთხოვნა იმდენად მაღალი იყო, რომ ზოგიერთებმა ორ-ორი ეგზემპლარიც კი მოითხოვეს.

დაიან დი კოსტენზო 

ის Millie Magazine-ის მთავარი რედაქტორია და შექმნა ორი დამოუკიდებელი სარედაქციო პუბლიკაცია, რომელსაც ექსკლუზიური სპონსორი ჰყავდა. ფინანსური ჟურნალი ქალებისთვის, რომელიც წელიწადში 4-ჯერ გამოდის, სპონსორისთვისაც და იდეის ავტორისთვისაც მომგებიანი აღმოჩნდა. ის საკმაოდ დიდ მიზნობრივ ჯგუფზე გავიდა. მას შემდეგ, რაც პირველი ნომერი 1 მილიონ მკითხველს გაუგზავნეს, ჩატარდა გამოკითხვა, რომლითაც დადგინდა, რამდენად კმაყოფილი იყო აუდიტორია. გამოხმაურება იმდენად დადებითი აღმოჩნდა, რომ მეორე ტირაჟი გაზარდეს 1,25 მილიონამდე.

მეტ ჰარტლი

ის კორპორაციული და საზოგადოებრივი ურთიერთობების ხელმძღვანელია TD Bank Group-ში. მან წამოიწყო TD Stories სერია, სადაც მთავარი არის არამედ პროდუქტის გაყიდვა, არამედ ამბების გადმოცემა. ისინი ყვებიან ისტორიებს, რომლებიც შეესაბამება მათ საკომუნიკაციო მიზნებს: ეს ეხება ბრენდის შექმნას, ლიდერულ აზროვნებასა და ფინანსურ ცოდნას. 

ამ კონტენტის გაშვებამ ფუნდამენტურად შეცვალა TD Bank-ის ურთიერთობა და კომუნიკაცია თავის აუდიტორიასთან.

ნიკ ლეიკი

ოთხი წლის წინ, ნიკ ლეიკი ცარიელი ფურცლის წინაშე აღმოჩნდა. მისი დავალება იყო, შეექმნა კონტენტ მარკეტინგის სტრატეგია და გუნდი Pega-სთვის, B2B ბრენდისთვის, AI-ზე მომუშავე გადაწყვეტილებებისა და სამუშაო ნაკადის ავტომატიზაციისთვის.

როგორც პატარა კომპანიის წარმომადგენლისთვის, რომელიც კონკურენციას უწევს ტექნოლოგიის ზოგიერთ ყველაზე ცნობილ კომპანიას, ლეიკისთვის ეს გამოწვევა იყო. მან დაიწყო პროგრამის შემუშავება.

Pega-ს Future of Work პროგრამა მოიცავდა ორიგინალურ კვლევას, რომელიც დაფუძნებულია 3000-ზე მეტი უფროსი ბიზნეს ლიდერისა და წინა ხაზზე მყოფი IT პერსონალის გამოკითხვაზე. ამ გამოკითხვის შედეგად, ნიკმა და გუნდმა გამოაქვეყნეს ნიშებზე ორიენტირებული ანგარიშები კონკრეტულ პერსონებზე დაყრდნობით, მათ შორის იყო ოპერაციების მომავალი, მარკეტინგის მომავალი და მომხმარებელთა მომსახურების მომავალი. Future of Work კამპანიის წარმატებამ განაპირობა ნიკის შემდეგი კონტენტი, ჟურნალი GO!, რომელიც არის ლამაზი, ჟურნალისტურად გამართულად დაწერილი გამოცემა. ის მუშაობს როგორც ციფრული, ისე ბეჭდური ჟურნალის სახით. ციფრული ვერსია, რომელიც ლოკალიზებულია ექვს ენაზე, მართავს რეგიონულ მარკეტინგს, აუდიტორია კი მუდმივად ჩართულია მასში.

სარა ტოლი

როდესაც სარა ტოლი შეუერთდა კომპანიას 2018 წელს, Black & White Zebra შედგებოდა სამი ადამიანისგან: კომპანიის დამფუძნებელი, კრეატიული დირექტორი და თავად სარა. ახლა სარა ზედამხედველობს დაახლოებით 30-კაციან გუნდს, რომლებიც ქმნიან და მართავენ  ბიზნესზე ორიენტირებულ პუბლიკაციას.

მათი მთავარი საიდუმლო მასშტაბირებაა. კონტენტი, რომელსაც გუნდი ქმნის გათვლილია მრავალ ადამიანზე, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი მასში, აინტერესებთ ეს სფერო. სარამ და მისმა გუნდმა შექმნეს სისტემა, რომელიც ზუსტად მოერგო შესაბამის აუდიტორიას. მათი ერთ-ერთი გამოცემა, The Digital Project Manager ემსახურება საგანმანათლებლო შინაარსს და 1 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. საიტს კი დაახლოებით 400,000 ნახვა აქვს ყოველთვიურად. პოდკასტებს, რომლებსაც გამოცემა აქვეყნებს, 1000-ზე მეტი ჩამოტვირთვა აქვს ყოველ კვირაში.

ამ ადამიანებმა ნამდვილად შექმნეს სწორი კონტენტი სწორ დროს. დაფიქრდით, თქვენ რა უნდა შესთავაზოთ მომხმარებელს მეტი ჩართულობის მოსაზიდად, რა არის ის, რაც ყველაზე საინტერესო იქნება თქვენი ბრენდისგან…

Pepsi შეზღუდული რაოდენობის S’mores-ის კოლექციას უშვებს

რისკენ გვიბიძგებს მოწყენილობა და როგორ დავძლიოთ ეს გრძნობა?