in

კონტენტ მარკეტინგი ბიზნესის აწმყოა

„სხვადასხვა ქვეყნებში რეკლამის დამკვეთები ყოველწლიურად ზრდიან ბიუჯეტებს კონტენტურ რეკლამაზე“

pasha-statiebi
pasha-statiebi

4a9f45e79d8fcc1098e7f22e43a93fd8ნუ დაუჯერებთ მას, ვინც გეტყვით, რომ კონტენტ მარკეტინგი ბიზნესის მომავალია. არა, კონტენტ მარკეტინგი უკვე აწმყოა. დასავლელი ანალიტიკოსები უკვე დაჟინებით ამტკიცებენ, რომ მარკეტინგის ეს მიმართულება სწრაფი ტემპებით იზრდება. დასავლეთში კონტენტ მარკეტინგზე საუბარი მასობრივად 2009 წელს დაიწყეს, დღეს კი კონტენტ მარკეტინგი მსოფლიო მარკეტინგული ბაზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტენდენციაა.

კონტენტ მარკეტინგი – მიზნრობივი აუდიტორიის მიზიდვის მიზნით მოთხოვნადი კონტენტის შექმნისა და გავრცელების მარკეტინგული ტექნოლოგიაა. სხვადასხვა ქვეყნებში რეკლამის დამკვეთები ყოველწლიურად ზრდიან ბიუჯეტებს კონტენტურ რეკლამაზე, შესაბამისად ადგილობრივი მედიაგამომცემლები თავის მხრივ, ზრდიან ხელსაყრელ შეთავაზებებს რეკლამის დამკვეთებისთვის, რომლებიც ამჯობინებენ მათი რეკლამა კონტენტის სახით ვინმე სხვამ, მაგალითად ჟურნალ – გაზეთებმა გააკეთონ.  კონტენტ მარკეტინგი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა „პალიტრა მედიასთვის“. რას სთავაზობს ჰოლდინგი რეკლამის დამკვეთებს და რატომ არის მნიშვნელოვანი კონტენტ მარკეტინგი თქვენი კომპანიის წარმატებისთვის, ამის შესახებ „პალიტრა მედიას“ კონტენტ მარკეტინგის მთავარ კონსულტანტს სალომე მეცხვარიშვილს ვესაუბრეთ.

– რატომ გადაწყვიტა „პალიტრა მედიამ“ კონტენტ მარკეტინგის მიმართულებით აქტიური მუშაობა. საიდან გაჩნდა იდეა? 

მიმაჩნია, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა ავყოლოდით მსოფლიოს ამ ტენდენციას, რადგან ჩვენ გვაქვს ამის დიდი რესურსი. სხვადასხვა აუდიტორიაზე მორგებული, ყველაზე რეიტინგული პრინტ თუ ინტერნეტ გამოცემები, რადიო, ტელევიზია – ჩვენ ვფლობთ ყველა იმ პლატფორმას, რომელიც მნიშვნელოვანია სამიზნე აუდიტორიისთვის კონტენტის მისაწოდებლად. თანაც კონტენტზე მუშაობენ ჩვენი მედიაჰოლდინგის გამოცდილი ჟურნალისტებისა და რედაქტორებისგან შემდგარი გუნდი. სტრატეგიულ ნაწილზე – არხების შერჩევაზე, თემების ფორმირებასა და დამკვეთისთვის საჭირო მესიჯების კრეატიულად მიწოდებაზე კი პიარისა და მარკეტინგის ჯგუფია პასუხისმგებელი. ჩვენ მაქსიმალურად ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა რესურსსა და პლატფორმას კონტენტ მარკეტინგის ეფექტური მუშაობისთვის.

– რა არის დღეს ყველაზე მოთხოვნადი კონტენტ მარკეტინგში?

კონტენტ მარკეტინგი ქმნის და ავრცელებს ღირებულ, დროულ, საჭირო ინფორმაციას განსაზღვრული სამიზნე აუდიტორიის ყურადღების მისაქცევად, შთაბეჭდილების მოსახდენად და შედეგად, ქცევის ჩამოსაყალიბებლად. დღეს ამ მიმართულებაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ინფოგრაფიკები და ვიდეოინფოგრაფიკებია. ის ვიზუალიზაციას უკეთებს კონტენტს, შედეგად კონტენტი იქცევს მკითხველის ყურადღებას, ის ადვილად აღიქვამს ინფორმაციას და ამახსოვრდება დიდი ხნის მანძილზე. ამიტომ ჩვენ ბოლო პერიოდში აქტიურად ვიყენებთ ამ ინსტრუმენტს, რაზეც ჩვენივე ჰოლდინგის დიზაინერები მუშაობენ. ასევე, დიდი მოთხოვნაა, მოგეხსენებათ, სოციალურ ქსელებზე. ჩვენს ინტერნეტ თუ პრინტ გამოცემებს აქვთ ძალიან მაღალლაიქერებიანი “ფეისბუქის” გვერდები, რომლებსაც აქტიურად ვიყენებთ კონტენტური მასალების გასაზიარებლად.

– როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა გააკეთოს არჩევანი კომპანიამ კონტენტ მარკეტინგზე? 

დღეს მომხმარებლები არჩევანს აკეთებენ იმ ბრენდებზე, რომლებიც მაქსიმალურად ორიენტირებული არიან მომხმარებლის საჭიროებებზე, ინტერესებსა თუ გართობაზე. კონტენტ მარკეტინგი ქმნის მომხმარებლისთვის ღირებულ და საინტერესო ამბავს. ჩვენ ვაწვდით ადამიანებს საჭირო, ემოციურ ამბავს, რომელიც მათ ამახსოვრდებათ, ამაზე საუბრობენ, აქვეყნებენ პოსტს, უზიარებენ შთაბეჭდილებებს მეგობრებს. შესაბამისად ასე ხდება ამბავი ვირუსული, თემაში უამრავი ადამიანი ერთვება და მიზანიც მიღწეულია – ყალიბდება მომხმარებელთან მყარი, ხანგრძლივი ურთიერთობა, ჩნდება ნდობა კომპანიის მიმართ და ძლიერდება ბრენდი.

– რამდენად მოთხოვნადია კონტენტ მარკეტინგი ადგილობრივ ინტერნეტ სარეკლამო ბაზარზე?

კონტენტ მარკეტინგის მიმართულება საქართველოში ჯერ ძალიან ახალია. სხვადასხვა სარეკლამო თუ პიარ კომპანიები ცალკეული მიმართულებებით მუშაობენ და აქვთ შეთავაზებები – ივენთის, სოციალური მედიაკამპანიების, ფლეისმენთების სახით, თუმცა ამ მიმართულების მთავარი ძალა არის კომპლექსურობაში. იმისთვის, რომ ადამიანების ცნობიერებაში ჩაჯდეს, დაამახსოვრდეთ, მიეჩვიონ, გაუჩნდეთ ნდობა, წამოგყვნენ ხანგრძლივ ურთიერთობაზე, საჭიროა დრო და სხვადასხვა სივრცის ათვისება. ჩვენი მთავარი უპირატესობაც ეს არის. ვგეგმავთ მთლიან სტრატეგიას, ვარჩევთ სამიზნე აუდიტორიებისთვის შესაბამის არხებს, ვახდენთ იდეებისა და თემების გენერირებას. ვფიქრობთ არასტადარტულ ფორმებზე, თუ როგორ მივაწოდოთ აუდიტორიას კომპანიის მთავარი მესიჯები. შემდეგ ჩვენი რედაქტორები და ჟურნალისტები ქმნიან კონტენტს და ჩვენვე ვანთავსებთ ამ ყველაფერს სხვადასხვა მედიაარხებზე. თავად დამკვეთებისთვისაც კომფორტულია, როცა ერთი კომპანია კომპლექსურად გემსახურება. გარდა კონტენტური აქტივობებისა, ჩვენი მიმართულება ეფექტურად თანამშრომლობს „პალიტრა მედიას“ სარეკლამო განყოფილებასთან, რადგან არის შემთხვევები, როცა დგება კონტენტ მარკეტინგისა და რეკლამის სინთეზის საჭიროება. ამ შემთხვევაშიც ჩვენი შეთავაზებები მოქნილია, დამკვეთს არ უწევს სხვადასხვა მიმართულებაზე სხვადასხვა კომპანიებთან ურთიერთობა, ჩვენ მაქსიმალურად მორგებული ვართ მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე.

– როგორი უნდა იყოს კონტენტური მასალა, რომ მომხმარებლის ყურადღება მიიქციოს? 

კონტენტ სტატია პრინციპულად განსხვავდება სარეკლამო ტექსტისგან. საუკეთესო კონტენტის ”დუღილისთვის” რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა გასათვალისწინებელი. პირველ რიგში, ვფიქრობთ მკითხველზე, რა სარგებლობას მოუტანს მათ ჩვენი სტატია. დასაწყისშივე უნდა დავანახოთ საკითხის/პრობლემის არსი და შედეგი. მაგალითად, თუ ჩვენ ვამზადებთ სტატიას, იმაზე თუ როგორ შევარჩიოთ სუფთა, ხარისხიანი რძის პროდუქტი, ჯერ უნდა დავსვათ პრობლემა, რომ ქუჩაში შეუფუთავი რძის პროდუქტის ყიდვისას დიდი ალბათობაა დაბინძურებული პროდუქტი შეგვრჩეს ხელში. ასევე მნიშვნელოვანია, დავეყრდნოთ ფაქტებს და არ მოვატყუოთ მკითხველი. მაგალითად, ნუ ვიტყვით, რომ დიეტა ერთადერთი საშუალებაა ფორმაში ჩასადგომად, რადგან არსებობს სხვა საშუალებებიც. და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ უნდა ვასწავლოთ მკითხველს, უნდა ვურჩიოთ მას. წარმოვიდგინოთ, რომ მისი საუკეთესო მეგობარი ვართ.

 

წყარო: Bpn.ge



განათლების დესპანი რეგიონების სკოლებს სამეცნიერო ლიტერატურით ამარაგებს

ALTA + OK! ახალი ბრენდი და დიდი გაერთიანება ქართულ ბაზარზე!