in

კონტენტის პერფორმანსის მატრიცა – რა ნაბიჯები გვჭირდება კონტენტის სტრატეგიაში?

ზოგიერთი კონტენტი კარგ შედეგებს გვაძლევს, ზოგიერთი – ნაკლებად. ეს ყველას გამოუცდია, ვისაც კონტენტის გამოქვეყნებასთან შეხება საქმე. ინტერესი დიდია, ამიტომ მარკეტინგულ ბლოგებში ხშირად წააწყდებით ამ საკითხის განხილვას. საქმე ისაა, რომ კონტენტი ორი სხვადასხვა გზით მუშაობს. ზოგი კარგია – კლიკის დაგროვებასა და ვიზიტორების მოზიდვაში, სხვა – მკითხველთა ყურადღების შენარჩუნებაში.

კონტენტის მატრიცა პერფორმანსის ორ ტიპს გვიჩვენებს, სხვადასხვა დონეზე. შესაბამისად, ასახავს შედეგებს, რაც კონტენტის გამოქვეყნებას მოყვება. ინსაითები საინტერესო ინფორმაციას გვაძლევს:

1. მაღალი ტრაფიკი, მაღალი ჩართულობა გაქვთ, მიჰყევით, ეს შესანიშნავი შედეგია.

2. თუკი ტრაფიკი დაბალია, თუმცა ჩართულობა – მაღალი, დაასპონსორეთ.

3. თუკი ტრაფიკი მაღალია, ხოლო ჩართულობა ნაკლებად შეინიშნება, დახვეწეთ კონტენტი, რადგან ეს მოგიზიდავთ ისეთ აუდიტორიას, რომელიც თქვენთვის ნაკლებადაა მიმზიდველი.

4. თუკი ტრაფიკიც დაბალია და ჩართულობაც, ასეთ კონტენტს, სჯობს თავი დაანებოთ.

1-ლი სეგმენტი თქვენი ტოპ-პერფორმერები არიან. მაინც როგორ მივაგნოთ სწორ კონტენტს? კარგად დააკვირდით ტოპ-პერფორმერებს. რა საერთო აქვთ მათ? რით მიიზიდეთ ისინი? შესაძლებელია ამ შედეგის გამეორეობა? მოძებნეთ ეს პატერნი და მიჰყევით. მოარგეთ მას თქვენი კონტენტის სტრატეგია. სწორედ ეს ადამიანები უზრუნველყოფენ თქვენი ცნობადობის 80%-ს და ახალ გამომწერებსაც მოიზიდავენ. შესაბამისად, უპირველეს მიზნად უნდა აქციოთ კონტენტის ამ მიმართულებით გაძლიერება.

თუკი ბრენდის ცნობადობის გაზრდა თქვენი მთავარი მიზანია, დახვეწოთ კონტენტი. სამწუხაროდ, ხშირად, მკითხველის ინტერესი ბლოგის მიმართ იმდენად მცირეა, რომ რთულდება მისი ყურადღების შენარჩუნება. კონტენტის დასახვეწად:
მიამაგრეთ სხვა სტატიების ბმულები,
ჩაამატეთ „მოქმედებისაკენ გამოღვიძება“, რათა თქვენი პროდუქტის/სერვისის გაცნობისკენ უბიძგოთ
მოუწოდეთ გამოწერისკენ
დაამატეთ pop-up, მეტი კონტენტის შეთავაზებით
დაამატეთ გვერდზე Google AdSense
ჩასვით YouTube ვიდეო embedded-ით.

მთავარი იდეა ისაა, რომ გააუმჯობესოთ მომხმარებლის გამოცდილება ან ეფექტურად მოიზიდოთ ვიზიტორი და დააინტერესოთ.

როცა ტრაფიკი დაბალია, ხოლო ჩართულობა – მაღალი, ეს ნიშნავს, რომ მკითხველებს მოეწონათ, თუმცა ცოტანი იყვნენ. ესაა ძლიერი აქტივი, სუსტი ხილვადობით. კონტენტ მარკეტინგში ორი ძირითადი საქმე უნდა გააკეთოთ – შექმნათ მაღალი ხარისხის კონტენტი და სწორად გაავრცელოთ. პირველი მნიშვნელოვანია, მეორე – გადამწყვეტი. გახსოვდეთ, საუკეთესო კონტენტი არ იგებს, იგებს საუკეთესოდ გავრცელებული კონტენტი.

რა მოვუხერხოთ დაბალ ტრაფიკს, თუკი ჩართულობა მაღალია? დაასპონსორეთ, გააზიარეთ სოციალურ მედიაში. შესაძლოა, ერთხელ გააზიარეთ, დიდი ხნის წინ, მაგრამ გამომწერთა უმრავლესობას ის არ უნახავს. ორგანული წვდომა აუდიტორიაზე საკმაოდ დაბალია. ამიტომ, კვირაში სამჯერ და მომდევნო თვეში ოთხჯერ მაინც გააზიარეთ.

ახლებურად გადაწერეთ იგივე კონტენტი სხვა ვებგვერდისთვის, გაამდიდრეთ უკეთესი „ქივორდებით“, განათავსეთ LinkedIn-ზე და მიუთითეთ ორიგინალი ბმული. დადეთ კონტენტი თქვენი ვებგვერდის მთავარ გვერდზე.

მაინც, რა არის კონტენტის პერფორმანსის მატრიცა? ესაა არსებული კონტენტის ეფექტიანობის შეფასების გზა, რაც მარკეტინგული აქტივობების მომდევნო ნაბიჯების განსაზღვრაში დაგეხმარებათ.

 

წყარო: orbitmedia

უდარდელობასა და თავისუფლებასთან ასოცირებული ავტომობილები – კაბრიოლეტების ისტორია

თანამშრომლების მოტივირება ემოციური კავშირის დამყარებით იწყება