4
Apr
2018

ცხადდება კონკურსი ინოვაციური სტენდის კონცეფციაზე, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის!

4 Apr 2018

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ გამოაცხადა კონკურსი – “შენი ინოვაციური საქართველოს” სტენდის კონცეფციაზე, რომელიც 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე განთავსდება.

მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მიზანი კი საზოგადოების ჩართულობის გაზრდა და იდეების ხარისხის გაუმჯობესებაა. კონკურსის გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს 3000 ლარის ოდენობით პარტნიორი ორგანიზაციისგან.

კონცეფცია ქვეყნის ინოვაციურ და ტექნოლოგიურ პოტენციალს უნდა წარმოაჩენდეს. ამ გზით, გამარჯვებულს შანსი ეძლევა, ხმა მიაწვდინოს 50  000 საერთაშორისო სტუმარს, 120 სააგენტოს 40 ქვეყნიდან, 10  000 აკრედიტებულ ჟურნალისტსა და 2400 ბლოგერს.

კონკურსის დეტალური ინფორმაციის მიღება და აპლიკაციის შევსება ამ ბმულზე შეგიძლიათ.

განაცხადები მიიღება 27 მარტიდან – 16 აპრილის ჩათვლით.

განხილვა