ციფრული მარკეტინგი ჩახლართული სფეროა. რეკლამებით დომინირებულ სამყაროში მომხმარებლებთან ურთიერთობის დამყარების ყველაზე ეფექტური გზის პოვნა ადვილი არ არის. რეკლამის განმთავსებლებისთვის უამრავი ვარიანტია ხელმისაწვდომი.
თუმცა რეკლამისთვის შესაბამისი ეფექტური არხების პოვნა და განთავსება არ გახლავთ ერთადერთი პრობლემა, რომელსაც მარკეტერები უნდა გაუმკლავდნენ. მომხმარებლები სულ უფრო მეტად ბრაზობენ კონფიდენციალურობის ხელყოფის გამო – და პრინციპში, სამართლიანადაც. Google-ს ახლახან დაეკისრა 391 მილიონი აშშ დოლარის ჯარიმის გადახდა მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნეს მომხმარებლების გადაადგილებაზე თვალის მიდევნების გამო.
ქცევის დაკვირვებაზე ორიენტირებული მარკეტინგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ძლიერი ხელსაწყო მარკეტერებისთვის, თუმცა მისი გავლენა მცირდება. 2017 წელს, Safari-ის გადაწყვეტილება, მესამე მხარის ქუქი-ფაილების დაბლოკვის შესახებ, ახლა, როგორც ჩანს, მოწინავე ნაბიჯი აღმოჩნდა, რადგან Google-ც იმავე გადაწყვეტილებამდე მივიდა.
რეკლამა გზაგასაყარზე დგას. ბრენდებმა უნდა გამოიკვლიონ აუდიტორიასთან დასაკავშირებელი ახალი გზები. არა, ეს არ ნიშნავს ნულიდან დაწყებას. ციფრული მარკეტინგის სფეროებში კონტექსტური თარგეთირება შესუსტდა, თუმცა არა სხვა სფეროებში. ამ ტექნიკას
ბეჭდური გამოცემები რეკლამის განსათავსებლად კვლავაც იყენებენ.
ზოგიერთმა ბრენდმა უარი თქვა ძველი სტრატეგიების დაბრუნებაზე. თუმცა, ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების ევოლუციამ კონტექსტურ AI-ს ახალი სიცოცხლე მისცა.
მომხმარებლები თავიანთ ხმას გვაწვდენენ
მომხმარებლებმა საკმარისად მიაწოდეს თავიანთი მონაცემები რეკლამის განმთავსებლებს. ბრიტანელ მომხმარებელთა უახლესმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ 31% საკუთარ პირად სივრცეს დარღვეულად მიიჩნევს.
ადგილმდებარეობის მონაცემები უკვე დიდი ხანია არის ბრენდის მარკეტოლოგების ხელშია. მომხმარებელთა გადაადგილების თვალყურის დევნება ვებგვერდებზე – ისევე როგორც მასზე გატარებული სიხშირე და დროის მონაკვეთი, როდესაც ისინი ხსნიან გარკვეულ საიტებს – იძლევა მათ ყოველდღიურ რუტინაში გარკვევის საშუალებად და შეიძლება გამოყენებულ იქნას ინდივიდებზე დაკვირვების შესაძლებლობას.
ამას გარდა, ქუქი-ფაილების ამოღება აუცილებელია ონლაინ უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. ქცევითი თარგეთინგი ეფექტურია მომხმარებელთა დემოგრაფიული პროფილების შესაქმნელად. თუმცა, ეს პრაქტიკა მალე მოძველდება ქუქი-ფაილების გაუფასურების გამო, ახლა ხელსაყრელი მომენტია ტაქტიკის შესაცვლელად.
როგორ არის შესაძლებელი, რომ AI-ზე დაფუძნებულმა კონტექსტურმა სარეკლამო სტრატეგიამ მარკეტერებს უბიძგოს გააუმჯობესონ კამპანიის ეფექტურობა და ეფექტიანობა?
განახლების დროა
სოციალური მედია, ტელევიზია თუ ციფრული სივრცე გაჯერებულია რეკლამებით. ამის დამაჯერებელი არგუმენტი არის ის, რომ მომხმარებლები მუდმივად უყურებენ ერთსა და იმავე რეკლამას. Kantar-ის კვლევა მიუთითებს, რომ ეს ინტენსიური რეკლამირება გათვლილია მომხმარებელთა მხოლოდ 11%-ზე, რომელსაც ნამდვილად მოსწონს რეკლამა.
რეალურ დროში კონტექსტური სიგნალების გამოყენება, ქუქი-ფაილებისგან განსხვავებით, კონტექსტურ რეკლამას საშუალებას აძლევს ადვილად დაძლიოს ეს გამოწვევა. ის ინახავს მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს უსაფრთხოდ და ამავდროულად, ეფექტურად იყენებს. AI-ის ჩართვა საშუალებას გვაძლევს მივაგნოთ საუკეთესო გზას, ოპტიმიზაციისა და კარგი შედეგების მისაღწევად.
ვებგვერდის კონტენტ ანალიზი უფრო ფართო სურათს გვაჩვენებს კონტენტის თემატიკასა კონტენტზე. ყველა ამ კონტექსტური და სიტუაციური სიგნალის გაერთიანება, როგორიცაა დღის მონაკვეთი, ამინდი ან ეკრანის ორიენტაცია, არის გაუმჯობესებული სეგმენტაციის კატალიზატორი, რაც კამპანიის ეფექტურობას გაზრდის.
AI ევოლუცია ბრენდებს აძლევს საფუძველს უკეთ გაერკვენ, რომელი საკვანძო სიტყვებია რეზონანსული. კონტექსტური თარგეთინგის ინსტრუმენტების გამოყენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბრენდებისთვის. მაშინ, როცა ქუქი-ფაილების როლი მცირდება, კონტექსტური AI საუკეთესო გზაა გაუმჯობესებული KPI-ების მიწოდებისთვის ქუქიების გარეშე კამპანიებისთვის.
უმჯობესდება პერფორმანსიც. კონტექსტური თარგეთინგის შესაძლებლობების დანერგვა ინდუსტრიას საშუალებას მისცემს გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომლებსაც ბრენდები და სააგენტოები აწყდებიან ძაბრის საშუალო და დაბალ დონეებზე. კონტექსტური AI ხსნის კარს რეალურ დროში მეტრიკისა და მონაცემებისთვის. ორივე ფუნდამენტურია აუდიტორიის სეგმენტების რეალურ დროში განვითარებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უკეთ გავიგეთ მომხმარებელთა აქტივობისა და კონტენტის შესახებ, რომელსაც ისინი ეცნობიან.
მესამე მხარის ქუქი-ფაილები მარკეტერების დასაყრდენია, უკვე დიდი ხანია. ამავდროულად, Google-ის ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მომხმარებლები აღარ მოითმენენ მათი კონფიდენციალურობის დარღვევას.
დღეს, ქუქი-ფაილების ალტერნატიულ სტრატეგიაში ინვესტირება და AI-სა და მანქანურ სწავლებაზე ორიენტირება დაგეხმარებათ თქვენი აუდიტორიის თარგეთირებაში.
წყარო: exchangewire