რა რეაქცია გექნებათ, თუ გაიგებთ, რომ რობოტისათვის ხელის დაქნევითა და ნიშნის მიცემით, შესაძლოა, ვინმე გადაარჩინოთ?! კომპანია Pison-მა შექმნა ტექნოლოგია, რომელიც ჟესტიკულაციით მართავს ტექნიკას. მაგალითად, შესაძლებელია, რობოტს ანიშნოთ, რა მიმართულებით გადაადგილდეს მიწაზე თუ ჰაერში. ეს ტექნოლოგია განსაკუთრებით გამოსადეგია სტიქიის ზონებში. დეტალებს, ამ სიახლის შესახებ, ვიდეოდან შეიტყობთ.