in

როგორ შეუძლია კრიზისის კონტროლს თქვენი კომპანიის გაძლიერება?

ზოგჯერ, მცირეოდენი ზეწოლა გუნდს უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება

ძნელია, კრიზისში დაინახო კარგი, როდესაც ის უსასრულოდ გრძელდება და ერთი გამოწვევა მეორეს ენაცვლება. დამნაშავის პოვნა და მისთვის ყველაფრის გადაბრალება ყოველთვის შეგვიძლია. აი, რამდენად ძალგვიძს ამ კრიზისისგან სწავლა და ზრდა? საქმიანობისას, ხშირად ინსტინქტურად ვცდილობთ კრიზისისთვის თავის არიდებას, რადგან ჩვენი აზრით, სტაბილურობა ბევრად სჯობს. ეს სრულიად ბუნებრივია. თუმცა, აქ საკვანძო სიტყვა „კონტროლირებადია“. ამიტომ, განვიხილოთ, რატომ შეუძლია კონტროლირებად კრიზისს კომპანიის გაძლიერება?

pasha-statiebi
pasha-statiebi

კრიზისი მომენტალურად არღვევს წესრიგს და მტრობს ჩვეულ რიტმს. როდესაც ადამიანების ჯგუფი მოულოდნელად აწყდება დაბრკოლებას, საფრთხეს და ჩნდება დროის უკმარისობა, მომენტალურად იღვიძებს მობილიზება, ორგანიზებულობა, იზრდება კონცენტრაცია და ბევრად მეტი ძალისხმევა იდება საქმეში. ეს პერიოდულ შიმშილს ჰგავს – როდესაც შეგნებულად უწყვეტთ ორგანიზმს საკვებ წყაროს, ის თვითწმენდისა და აღდგენის რეჟიმზე გადადის, რის შედეგადაც ფორმაში დგება.

როდის ააქტიურებთ კონტროლირებად კრიზისს?

თუ თვლით, რომ გუნდისგან საუკეთესო შედეგებს ვერ ღებულობთ, თანამშრომლები მოდუნებული არიან, შემოქმედებითობა და კონცენტრაცია აკლიათ, იწყებთ ფიქრს, იქნებ, ჩიხში ხართ? თუკი ასეა, რამდენად დიდი უნდა იყოს კრიზისი, რათა შედეგი დავინახოთ? შეხედეთ ამას როგორც ციფერბლატს და არა შუქის გამომრთველს. ერთი მხრივ, მართვადი კრიზისის ხიბლი ისაა, რომ მისი კალიბრაზია შეგიძლიათ. იდეალურ შემთხვევაში ის მთლიან კომპანიას შეიძლება სულაც არ ეხებოდეს, არამედ მის მცირე ჯგუფს. სულაც არ არის, კრიზისი ხმაურიანი იყოს, განგაშის სიგნალებით, რათა აქედან შედეგი ნახოთ. ეს საათობრივი შიმშილივითაა, რომლის დაცვაც ადეკვატური დროის განმავლობაში გამართლებულია, თუმცა, არა გრძელი ვადით.

როგორ დაიწყებდით კონტროლირებად კრიზისს?

აქ, ყველაზე მკაფიო განმსაზღვრელი დროა. თუკი, ჩვეული პრეზენტაციის მოსამზადებლად გუნდს ორი კვირა სჭირდებოდა, გამოაცხადეთ, რომ ის ოთხ დღეშია გასაკეთებელი. რისკის განცდა გრაფიკის აგრესიულ ცვლილებასთან ერთად, ცივი შხაპივითაა.

კიდევ, როგორ შეგიძლიათ კრიზისის პროვოცირება?

შეზღუდეთ რესურსი. მაგალითად, გუნდი მუშაობს კრეატიულ პროექტებზე, აუთსორს სააგენტოში. შეუქმენით პირობა, რომ ადგილზე იმუშაონ და საჭიროების შემთხვევაში, საქმეში სხვა დეპარტამენტების თანამშრომლებიც ჩართონ. შეცვალეთ მათი რუტინა და ამით მათი შემოქმედებითობის გააქტიურებას შეზლებთ, რაც გამოსავლის ახალი გზების მოძიებაში დაგეხმარებათ. მეტიც, შეგიძლიათ მათი ხელმძღვანელი სრულიად სხვა საქმეზე გადართოთ და გუნდი ამგვარად აიძულოთ, დამოუკიდებლად გაუმკლავდეს დაკისრებულ ამოცანას.

კრიზისი, გუნდში ახალი ტალანტების აღმოსაჩენად საუკეთესო დროა. მათ შორის, გუნდის უკვე არსებულ წევრებში.

როგორ შექმნათ კრიზისი და შფოთვის გარეშე ისარგებლოთ ჭარბი ადრენალინის უპირატესობით?

კრიზისი უნდა იყოს რეალური ან უმეტესწილად, რეალური. თუკი ის არ ჰგავს რეალურს, ადამიანებზე გავლენას ვერ მოახდენს. ამიტომ, ყურადღება შეგიძლიათ მიაპყროთ კონკრეტულ მნიშვნელოვან შეხვედრას ან მინიშნებას კონკურენტისგან, რათა გუნდში ადრენალინის დონე აწიოთ.

მიეცით ადამიანებს კონტროლის სადავეები. მკაფიოდ განსაზღვრეთ მიზნები და მათ მისაღწევად საჭირო ინსტრუმენტები.

შეზღუდეთ მოცულობა – ეს გამოსაფხიზლებელი კრიზისია და არა არმაგედონი, თუკი ადამიანებს გაუჩნდებათ სამსახურის დაკარგვის შიში, ისინი ერთმანეთში საუბარსა და ყურადღების სხვა საკითხზე გადატანას დაიწყებენ, ეს კი უარესია.

შეზღუდეთ დრო. ასეთ დროს, ადამიანი დიდი რაოდენობით ენერგიას გამოიმუშავებს, თუმცა ძალიან საფრთხილოა ზღვარი შემოქმედებასა და პანიკას შორის. არ დაგავიწყდეთ ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტი – დასვენება.

ხშირად ეკონტაქტეთ. კრიზისის დროს, ინფორმაციის უკმარისობა მძიმედ აისახება თანამშრომლებზე და შესაძლოა, თავიანთ ავტონომიურ გეგმაზე „აიძულოს“ გადასვლა. უამბეთ ადამიანებს, რაც იცით და რაც არ იცით, ეს მათ კონცენტრირებაში დაეხმარებათ.

მიეცით გზა ახალ იდეებს. ეს შემოქმედებით პროცესს გააუმჯობესებს. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ გუნდიდან რომელიმეს უნდა შეეძლოს გადაწყვეტილების შეჯერება და ესმოდეს, როგორ მოიყვანოს ის სწრაფ რეალიზაციაში.

არ დაგავიწყდეთ გუნდის ინსტრუქტაჟი. ყველასთვის საჭიროა გააზრება, თუ რა ეტაპი გაიარეს. განიხილეთ ეს ერთად. კონცენტრირდით ქცევებზე, რაც უნდა შეიცვალოს და რაც უნდა წახალისდეს. ეცადეთ, ყოველივე ამისგან ყველამ მიიღოთ გაკვეთილი.

 

წყარო: inc.



ნახეთ: ფოტოები, რომლებსაც მარტოობისა და სიცარიელის სამყაროში გადავყავართ

Ecom – ჰაერის დეზინფექტატების სერია, ვირუსების წინააღმდეგ