8
Jul
2019

Converse-მა ცნობილი კედების Chuck Taylors დიზაინი შეცვალა

8 Jul 2019

ამიერიდან, Converse-ის ცნობილი კედები Chuck Taylors უკვე გამოყენებული გადამუშავებული მასალებისგან იქნება დამზადებული. სერია, სახელწოდებით Renew საწარმოო ნარჩენებისგანაა შექმნილი. Renew კოლექცია სამ პროცესს მოიცავს: PET ბოთლების გამოყენებას, ნაგავსაყრელზე მოპოვებული ტექსტილის გადამუშავებას (Renew Denim) და ძველი ბამბისა და ტილოს წარმოებაში გამოყენებას (Renew Cotton). ახალი კოლექცია მომხმარებელს ძველებურ ვიზუალსა და იმავე შეგრძნებებს ჰპირდება, თუმცა, გაცილებით უფრო ეკოლოგიური მიდგომით. სამომავლოდ, ჯინსის გადამუშავებულ ქსოვილებს “კონვერსი” მოდელ Chuck Taylor All Star-ის ან Chuck 70-ის შესაქმნელად გამოიყენებს. Renew Cotton-ის დიზაინი შექმნილია გადამუშავებული ბამბისა და ტილოსგან. პროდუქტის შემადგენლობაში 40% გადამუშავებული ბამბაა, 60% – პოლიესტერი.

Nike-მა, რომელიც Converse-ის მშობელი კომპანიაა, ეკო-მეგობრული წარმოება გასულ წლებში დაიწყო. ცოტა ხნის წინ, ბრენდმა ეკო-მეგობრული პროდუქტების დამზადების ინსტრუქცია ყველასათვის საჯარო გახადა. თავის მხრივ, “კონვერსების” ფეხსაცმელი კონკურენციას “ადიდასს” გაუწევს, რომელმაც ოკეანის ნარჩენებისგან დამზადებული 11 მლნ ბოტასი გამოუშვა ბაზარზე.

სტატია მომზადებულია CENN-თან პარტნიორობის ფარგლებში

განხილვა