ლიმა (პერუ)
Converse-მა 12 ქალაქში, 12 კედელი, 12 განსხვავებული ვიზუალით მოხატა. Converse City Forests ასე ჰქვია პროექტს, რომლის მიზანი, მთელს მსოფლიოში, სუფთა ჰაერის შენარჩუნების და რაც შეიძლება მეტი სიმწვანის შექმნაა. კამპანიის მთავარი გზავნილია „Create Together For Tomorrow“. ბრენდმა All Stars-ის კომუნაში გაერთიანებულ არტისტებთან ერთად, ეკოლოგიური „მურალები“ შექმნა: ბანგკოკში, ვარშავაში, სან-პაულუში, ბელგრადში, იოჰანესბურგში, სიდნეიში, სანტიაგოში, მეხიკოში, ლიმაში, მელბურნისა და ჯაკარტაში. მთავარი კი ის არის, რომ ამ კამპანიის ფარგლებში, ყველა კედელი სპეციალური საღებავით მოხატეს, რომელიც ჰაერს წმენდს და ასუფთავებს.



















