11
Jul
2019

Converse-ისა და “The Stranger Things“-ის ვარსკვლავის კოლაბორაცია

11 Jul 2019

Netflix-ის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი “The Stranger Things” ბევრი ბრენდისთვის შთაგონების წყარო აღმოჩნდა. განსაკუთრებით ახლა, როცა მე-3 სეზონი გამოვიდა. სანამ „კოკა-კოლა“, შეზღუდული რაოდენობით, ახალ სასმელს უშვებდა, „კონვერსმა“ სერიალის ვარსკვლავთან, ინგლისელ მსახიობთან მილი ბობი ბრაუნთან ერთად, ახალი კედები შექმნა.

 

კოლექციაში სამი სხვადასხვა პრინტიანი სპორტული ფეხსაცმელია. „კონვერსის“ წარმომადგენლების თქმით, ახალი მოდელები მათი სამიზნე სეგმენტის, თინეიჯერების მოთხოვნებს ზუსტად პასუხობს. სწორედ ამის მიხედვით შეარჩიეს ახალი პარტნიორი, მათში ძალიან პოპულარუილი 15 წლის მილი ბობი ბრაუნიც.

ახალი „კონვერსები“ ბრენდის მაღაზიებსა თუ „ონლაინ“ პალტფორმებზე 11 ივლისიდან იყიდება.

განხილვა