in

Converse-მა კეტების ახალი კოლექცია წარადგინა

Tyler “the Creator” Okonma ცნობილ ბრენდ Converse-თან თანამშრომლობს, რის ფარგლებშიც კლასიკური სპორტული ფეხსაცმლის ახალ კოლექციას უშვებენ. ეს არის ეკლექტური, ენერგიული სტილი, რომლის მთავარ ამოსავალ წერტილსაც ფერადოვანი პიქსელებით შექმნილი ლეოპარდის პრინტი წარმოადგენს.

BOG
BOG

საგულისხმოა, რომ კოლექციას ტაილერის რამდენიმე პერსონალიზებული შტრიხი გააჩნია… მაგალითად, ფეხსაცმლის ძირზე დატანილია მამაკაცის გამოსახულება, რომელსაც ხელში ორი ჩემოდანი უკავია. ეს უკანასკნელი 2020 წლის გრემის დაჯილდოებაზე მყოფი ოკონმას ჩაცმულობას შეესაბამება.

„ხშირად პარტნიორობის ფარგლებში პროდუქტები, რომლებიც მომხმარებლებამდე მიგვაქვს, პირადი სტილისა და კრეატიულობის შედეგია. ეს ყველაფერი კი დროის მოცემულ მომენტში ბუნებრივად იბადება. ვფიქრობ, ასე ვიკრებთ ირგვლივ ერთგულ მიმდევრებს — ყველას სურს ავთენტური კავშირი, ინდივიდის შემოქმედებით სამყარომდე მისვლა და მის ნაწილად ყოფნა“, — განმარტავენ Converse-ში.

BMW-ს ყველა დროის საკულტო ავტომობილები

მეცნიერებმა მარილითა და წყლით სინაფსის სიმულაცია მოახერხეს