in

“Cook Concern“ ქართული კულინარიის შესახებ დოკუმენტური ფილმს იღებს

მზარეულების საერთაშორისო ქსელი „Cook Concern“ საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის პოტენციალით დაინტერესდა – როგორც ცნობილია, პროფესიონალ მზარეულთა პლატფორმა დოკუმენტურ სერიალს “10 Days Abroad! Exploring the soul of a country – one bite at a time” იღებს. ერთ-ერთი ფილმი საქართველოს დაეთმობა, სადაც წარმოდგენილი იქნება ქვეყნის ტურისტული მიმართულებები, კულტურა, ეკოლოგია და კულინარია.

„დოკუმენტურ ფილმზე გამოცდილი რეჟისორები მუშაობენ, რომლებიც წლების განმავლობაში, ჰოლივუდის ბევრ პროექტში მონაწილეობდნენ. გადამღები ჯგუფის წევრებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურეს, გაეცნენ ქვეყნის კულინარიას და გასტრონომიულ ტრადიციებს, ჩაწერეს ინტერვიუ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილთანაც“, – ამბობენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში

მათივე თქმით, ფილმის ავტორები დოკუმენტურ სერიებს Netflix-ს და Amazon-ს შესთავაზებენ. „Cook Concern“-ს საქართველოში კომპანია “Kartveli Tours“ მასპინძლობს.

ძალაუფლება გრძელი გზით მოდის – BMW

2020 წელს, შესაძლოა, ყურსასმენების ყიდვა აღარ დაგჭირდეთ