in

ნახეთ: აქატი, რომელიც Cookie Monster-ს ჰგავს

მინერალი შესაძლოა, საბოლოოდ მუზეუმში ან ვინმე კოლექციონერის ხელში მოხვდეს

არასოდეს ვიცით, რას აღმოვაჩენთ ისეთი მინერალური ქვების მიღმა, როგორიც მაგალითად აქატია. თუმცა ახალი ეგზემპლარი, რომელიც მინერალების შემგროვებელ მაიკ ბოუერს ეკუთვნის, ყველასაგან განსხვავებული და უჩვეულოა – ის Cookie Monster-ს ჰგავს!

დროთა განმავლობაში, ლავის გაციების დროს, სილიციუმის დიოქსიდით გაჟღენთილი წყალი ღრმულებში გადადის. შემდეგ კი, წყლის აორთქლებისას, სილიციუმის დიოქსიდი ღრუს კედლებზე რჩება და კრისტალების ფერად ფენებს ქმნის. ზოგიერთი აქატის შემთხვევაში ეს ცარიელი სივრცე სრულიად ივსება, მაგრამ, როგორც ჩანს, სამყარომ, ამ რთულ პერიოდში ჩვენი გახალისება გადაწყვიტა.

ბაუერსის თქმით, ძალიან იშვიათია აქატის მინერალში სახის ფორმის პოვნა და ასევე, სარკისებური სურათის შექმნა, როდესაც მინერალის გაჭრის შემდეგ ორივე მხარეს ერთმანეთის იდენტური გამოსახულებაა.

“აბსოლუტურად უნიკალური და გასაოცარია იმის დანახვა, რომ ყველას უყვარს ეს ქვა” – ამბობს ბაუერსი და დასძენს, რომ მინერალი შესაძლოა, საბოლოოდ მუზეუმში ან ვინმე კოლექციონერის ხელში მოხვდეს.

“Sexstainability”, ანუ გარემოსდაცვითი ინიციატივა Pornhub-ისგან

TIDA-ს ფარგლებში, მონაცემთა ანალიტიკის შესახებ „ონლაინ“ სესიები გაიმართება