20
Jul
2012

საინტერესო ფაქტები რეკლამაზე!

20 Jul 2012

Elit Electronics



მარკეტერი გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს სარეკლამო სამყაროდან.

  • შვედეთში, შამპუნის მწარმოებელს მოუწია სარეკლამო მესიჯის ცვლილება – “საღამოს შამპუნიდან”  “დღის შამპუნზე” , რადგან შვედები თავს დილით იბანენ.
  • ყველაზე ნაკლები დეზოდორანტი იაპონიაში იყიდება, რადგან იაპონლები თვლიან, რომ მათ სხეულს სუნი არ აქვს.
  • Pepsi-მ ჩინელებისთვის რეკლამა მოამზადა და სპეციალურად მათთვის, სარეკლამო სლოგანი ჩინურზე გადაიყვანა. “Come Alive With the Pepsi Generation”  ჩინურად ასე ჟღერს: “აიძულეთ წინაპრებს საფლავიდან წამოდგენენ”.
  • Colgate-Palmolive-მა საფრანგეთში ახალი კბილის პასტა შეიტანა სახელად Cue. აღმოჩნდა რომ, Cue ფრანგული პორნოჟურნალის სახელწოდებაცაა.
  • Coca-Cola საშინელ მდგომარეობაში ჩავარდა, როდესაც ფირმის სახელწოდება იაპონურად თარგმნა. Coca-Cola იაპონურად ნიშნავს “მოკბიჩე ცვილის კურდღელი “. მათ სახელის შეცვლის 40.000 ვარიანტი განიხილეს  და ბოლოს “კოკუ-კოლე” აირჩიეს რომელიც იაპონურად “პირის ბედინერებას” ნიშნავს
  • “Marlboro”-ს 1945 წლამდე ვარდისფერი კოლოფში უშვებდნენ და მათი მომხარებელი მხოლოდ ქალები იყვნენ.
  • აშშ ხელისუფლება ყოველწლიურად  რეკლამაში 100,000,000 $ ხარჯავს.
  • ყველაზე ძვირადღირებული საგაზეთო რეკლამა 1979 წლის 5 თებერვალს ჟურნალ “Times”-ში განათავსეს. მისი ღირებულება 3,2 მილიონი  დოლარი გახლდათ.
  • ყველაზე ძვირადღირებული, 30 წამიანი რეკლამა  ტელეკომპანია NBC-ში გაუშვეს. რეკლამის გაშვების ფასი  575 000$ იყო.
  • ყველაზე დიდი სარეკლამო ნიშანი კომპანია სიტროენმა ეიფელის კოშკზე აღმართა. მისი ზომა 20,8 მეტრს შეადგენდა და 250.000 ნათურის მეშვეობით ინთებოდა. რეკლამა 11 წლის მანძილზე იდგა ეიფელის კოშკზე.
  • American Airlines-მა თვითმფრინავში ტყავის სავარძლები დაამონტაჯა  და სლოგანიც შესაბამისი მოიფიქრა “Fly in Leather” (იფრინე ტყავში)  როდესაც ესპანეთის ფილიალისთვის სლოგანი ითარგმნა,  მოხდა გაუგებრობა Fly in Leather ესპანურად ასე ჟღერდა ” იფრინე შიშველმა”
  • ინგლისში რეკლამებში აკრძალეს სიტყვა “გარანტირებული”,  “პასუხს ვაგებთ”  ხმარება. მათი რეკლამაში გამოყენება მხოლოდ სამეფო კარის თანხმობის შემდეგ არის შესაძლებელი.  
  • ნორვეგიულ რეკლამებში აკრძალულია პროდუქტის აღმატებულ ხარისხში შეფასება. მაგალითად “ყველაზე კარგი” საუკეთესო” და  ა.შ.
  • ჟურნალი “Life” იყო პირველი ვინც  რეკლამირებით 100$  მილიონი მოგება ნახა.
  • 1988 წელს, საბჭოთა კავშირში პეპსის რეკლამა გაუშვეს, რომელშიც მაიკლ ჯექსონი მონაწილეობდა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა ამერიკული რეკლამის საბჭოთა ტელევიზიით ჩვენების.

განხილვა

Leave a Reply

Your email address will not be published.