31
Jul
2015

“Nike” ათლეტების თავებს გააგრილებს

31 Jul 2015

კომპანია “Nike”-მა და ამერიკელმა ათლეტმა ეშტონ იტონმა საერთო პროექტი “გამაგრილებელი ჩაფხუტის” რეალიზება დაიწყეს.

დეკატლონზე შესვენებები იმდენად ხანმოკლეა, რომ ათლეტი ძალების აღდგენას ვერ ასწრებს. ყველაზე ნაცნობი ხერხია წყალი, რომელსაც ათლეტები გაგრილებისთვის ითხოვენ.

“Nike Sports Research Lab”-ში ამ პრობლემის გადასაჭრელად გამაგრილებელი ჩაფხუტი გამოიგონეს, რომელიც ათლეტებს დასასვენებლად და ძალების აღსადგენად გამოადგებათ. გამოგონების პირველი გამოყენება რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზეა დაგეგმილი.

მსგავსი პროექტების განხორციელებას კომპანია სხვადასხვა ათლეტებთან ერთად გეგმავს. “Nike”-ის განცხადებით მათი სპორტსმენებთან კოლაბორაცია უკეთესი შედეგის და მომავლის პროექტების მოკლე ვადაში განხორციელებას განაპირობებს.

Nike_Track_Cooling_Mask_GIF_V4_large

 

 

განხილვა