დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 21 მარტს აღინიშნება, რასთან დაკავშირებითაც CoorDown-მა, დაუნის სინდრომის ასოციაციების ერთოვნულმა გაერთიანებამ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია დაიწყო — Assume That I Can. მიზანი კი იმ მცდარი აზრების დამსხვრევაა, რომელთაც ყოველდღე აწყდებიან ადამიანები.
სტერეოტიპები, მიკერძოება და დაბალი მოლოდინები ნეგატიურად მოქმედებს დაუნის სინდრომის მქონე პირებისთვის. საზოგადოება მათ ხშირად უწესებს საზღვრებს, რომლებიც ამბიციებს ზღუდავს, შესაძლებლობებს კი ერთგვარ ჩარჩოში აქცევს — იქნება ეს სკოლა, სამსახური, სპორტი, მეგობრების წრე თუ რომანტიკული ურთიერთობები. ეს არასწორი წარმოდგენები კი წინასწარგანზრახულ აზრებს ეფუძნება — ადამიანები თავად იჯერებენ, რა შეუძლია სხვას და რა არა.
ვიდეორგოლის სიუჟეტი ერთი ახალგაზრდა ქალის ამბავს მიჰყვება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს სხვების დაბალ მოლოდინებს და სრულად ცვლის პერსპექტივას. აქ გარშემომყოფებს მიაჩნიათ, რომ მას არ შეუძლია კოქტეილის დალევა, მოკრივეობა, შექსპირის სწავლა, მარტო ცხოვრება… თუმცა მთავარი გმირი სრულად ცვლის ამ პერსპექტივას: თუკი ვენდობით, ყველა მიაღწევს საკუთარ მიზნებს, თუნდაც მოულოდნელს.