WHO-ს მიხედვით, მსოფლიოში გლობალური მოსახლეობის 15% შეზღუდული შესაძლებლობისაა. ამიტომაც, მნიშვნელოვანია შევქმნათ გარემო, რომელიც მათზე მორგებული იქნება… სწორედ ამას პასუხობს CoorDown-ის კამპანიაც. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასწრების აუცილებლობაზე საუბრობს იმ სივრცეებში, რომლებშიც მათ შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება, იქნება ეს ავტონომიურობისთვის გადადგმული ნაბიჯები თუ მათი სოციალური როლის საკითხი. სახელიც შესაბამისია — No Decision Without Us:
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს 21 მარტს აღნიშნავს, შესაბამისად, არც CoorDown-ის კამპანიაა შემთხვევითი. ამ ამბის ავტორი კი სარეკლამო სააგენტო Small გახლავთ.