in

რა იქნება, თუ Zoom-ში დაყენებულ უკანა ფონზე რეალურად აღმოჩნდები? – DDB-ს კამპანია

გახსოვს სუფთა ჰაერი? გახსოვს მზის შუქი? ის თუ გახსოვს, კომპიუტერის ეკრანს დღეში 14 საათის განმავლობაში რომ არ უნდა უყურებდე?

დაბალალკოჰოლური გაზიანი სასმელების ბრენდმა, Coors Light გადაწყვიტა, არსებული რეალობის შესაბამისად, ამერიკელი აუდიტორიისთვის მოგზაურობის შანსი მიეცა, რომ მათ თავი „ზუმიდან“ პირდაპირ ზღაპარში ამოეყოთ.

შესაძლებლობა ასე ჟღერს: „მოიგე მოგზაურობა ვიდეოკონფერენციის იმ ფონის მიხედვით, რომლის დახმარებითაც, მთელი ამ თვეების განმავლობაში, კოლეგებს ერთვებოდი.

კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო DDB-მ იმუშავა.

თვითმფრინავის მენიუ მათთვის, ვისაც საჰაერო მგზავრობა ენატრება

ჩემი საკრედიტო ბარათის ნომერია: 0237122107250211 – Apple-ის სატირული რეკლამა კონფიდენციალობის დაცვაზე